გიორგი ვოლსკი: ოთარ ფარცხალაძეს თუ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს, კითხვები შესაბამისი სტრუქტურების მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ უნდა დაისვას
გიორგი ვოლსკი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
2013 წლის შემდეგ, ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო სტრუქტურებთან სიახლოვეს საერთოდ არ გამოჩენილა. კითხვები მას შემდეგ უნდა დაისვას, რაც საკითხი შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნება შესწავლილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ეს პროკურატურამ უნდა თქვას.
„ოთარ ფარცხალაძე სახელმწიფო თანამდებობაზე 10-11 წლის წინ იყო. მას თუ რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ რუსეთის მიმართ სანქციები რაიმე ნიშნით დაკავშირებული იყოს საქართველოს დღევანდელობასთან. ფლობს თუ არა საიდუმლო ინფორმაციას? 10-11 წლის წინანდელ ნებისმიერ ინფორმაციას ყავლი აქვს გასული, მით უმეტეს, სახელმწიფო დონეზე ვითარება ყოველდღე იცვლება. პროკურატურას უსაფრთხოების საკითხებზე წვდომა მისი პროფილის გარდა არ აქვს.
შესაბამისი სტრუქტურები არსებობს და როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია მითითებული, ყველა სტრუქტურა, რომელიც სანქციებზე მუშაობს, საქართველოში გამართულია და მაღალ დონეზე მუშაობს. მართალი გითხრათ, ვინ იყო მისი რეკომენდატორი თანამდებობაზე დანიშვნისას, ეს არ არის ადამიანი, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებულია რომელიმე სტრუქტურასთან. უნდა შეისწავლონ თუ არა შესაბამისმა სტრუქტურებმა? რასაკვირველია, უნდა შეისწავლონ. ტაშ-ფანდური აქვთ ატეხილი, რომ ფარცხალაძეს სანქცია დაუწესეს. ვინც საქართველოში მოქმედ კანონს დაარღვევს, რასაკვირველია, შესაბამისი სტრუქტურების საგანი გახდება. ხავსზე ჩამოკიდებული ოპოზიციის და ვითომ პარტიული სუბიექტების ტაშ-ფანდური ნამდვილად ნაადრევია. ერთ-ერთი ტელევიზია მეკითხებოდა, საქართველოს მოქალაქეობა რატომ არ ჩამოართვითო? დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მას პოლიტიკურ მოვლენებთან კავშირი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილისგან გინდათ, ადამიანი შექმნათ, რომელსაც რაღაც საიდუმლო ძაფები უკავია ხელში. სინამდვილეში, ეს არის ადამიანი, ვისაც აქვს სიკეთეების უშველებელი ჩამონათვალი, რაც ქვეყნისთვის გააკეთა. სხვა ნიშნით მისი დახასიათება არ შეიძლება. გინდათ, ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს ტალახი მოსცხოთ, რომ ბიძინა ივანიშვილზე გახვიდეთ. საუბრობთ, თურმე ქონებები მაქვს და არ ვარეგისტრირებ, ამ ინტრიგაში ვერ აგყვებით. სახელმწიფოს ინტერესი აქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან პირნათელი იყოს. პირნათელი რომ არის, ეს გამოჩნდა და ამან ისტერიკაში ჩააგდო მედიასაშუალებები. ამ ისტერიკის გადაფარვა იმით უნდათ, რომ ფარცხალაძე სანქცირებულთა რიგებში აღმოჩნდა. ეს არის ხავსი, რომელსაც მოეჭიდეთ, მაგრამ არ მგონია, გაგიმართლოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ყველა სიახლე
22 აგვისტო 2026, 11:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა
გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
22 აგვისტო 2026, 10:58
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
22 აგვისტო 2026, 10:51
მსოფლიო
ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.
22 აგვისტო 2026, 10:46
სამართალი
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
22 აგვისტო 2026, 10:45
მსოფლიო
აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა
სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:45
საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
22 აგვისტო 2026, 10:43
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
22 აგვისტო 2026, 10:37
საზოგადოება
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა
22 აგვისტო 2026, 10:33
რეგიონი
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
22 აგვისტო 2026, 10:25
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს
ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.
22 აგვისტო 2026, 09:31
სპორტი
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს
22 აგვისტო 2026, 09:00
სპორტი
დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს
21 აგვისტო 2026, 22:34
საზოგადოება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.
21 აგვისტო 2026, 21:43
საზოგადოება
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.
21 აგვისტო 2026, 21:11
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ყურადღება გამახვილდა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას.
21 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია
„ვიცი, რომ მარცვლეულის კომბაინებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა არსებობს და ეს ძალიან კარგია. წელს, მაგალითად, წვიმების გამო ალაზნის ველზე, შირაქში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსავალი თითქმის ერთდროულად შემოვიდა. შესაბამისად, ყველა ფერმერს ერთდროულად დასჭირდა ამღები ტექნიკა. განსაკუთრებით ქერის მოსავალი ვერ იტანს დაგვიანებას. ერთი კვირით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარცვლის დანაკარგი, ერთი ტონა მოსავლიდან შეიძლება 500 კილოგრამიც კი დაიკარგოს. თუმცა ხორბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მოქნილია და ორ კვირას ან თუნდაც ერთ თვეს შეიძლება გაუძლოს. ამიტომ ტექნიკის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
21 აგვისტო 2026, 20:48
სამართალი
შსს-მ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცველებმა მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
21 აგვისტო 2026, 20:26
პოლიტიკა
საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი ქვეყნები რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. გმობენ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობით პროვოკაციებს, მილიტარიზაციას, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
21 აგვისტო 2026, 20:23
პოლიტიკა
ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ რამდენად გაიყიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“? პარტიის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ერთმანეთს ღიად ადანაშაულებენ, დაპირისპირების მორიგი მწვავე ტალღის მთავარი გმირები სააკაშვილი და გვარამია არიან.
21 აგვისტო 2026, 20:18
პოლიტიკა
საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული აზრის გამო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოებას იმ კამპანიას ახსენებს, რომლის სათავეშიც ოპოზიციასთან ერთად სწორედ „ენჯეო“ სექტორის პოლიტაქტიური წარმომადგენლები იდგნენ.


