imedi /  18 სექტემბერი 2023, 09:45 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი ლომჯარიაზე: ადამიანი, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა - მიხეილ სააკაშვილი, ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოიკვეთა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან ნინო ლომჯარიას მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის კომენტირებისას განაცხადა.

სუბარის თქმით, ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი.

„თითქოს სიმბოლურია, რომ ნინო ლომჯარიას მიერ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებას თან დაერთო განცხადება, რომ მას წარადგენენ სახაროვის პრემიაზე. სახაროვი არის ადამიანი, რომელმაც საქართველო გამოაცხადა მცირე იმპერიად და თქვა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაიშალოს. ეს იყო ერთგვარი ტრიგერი, ბიძგის მიმცემი სწორედ სეპარატისტული ძალებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის იმ მოძრაობის დაწყებისა, რომელმაც საქართველო მიიყვანა ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით ოკუპაციამდე.

ჩვენი წერილის გამოქვეყნებიდან 2 დღეც არ იყო გასული და გამოქვეყნდა ახლი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება შევიდნენ „ლელო“, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარიას „დროა“, სალომე ზურაბიშვილი და მათ შორისაა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თავისი ახალი პლატფორმით.

ნინო ლომჯარიას ნამდვილად არ აქვს ის რესურსი, რომ ის იყოს ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი, მას უბრალოდ ქარიზმა არ ყოფნის," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ლომჯარიას სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პატიმარი, ვის უფლებებსაც ლომჯარია იცავდა, მიხეილ სააკაშვილი იყო.

„ადამიანი, რომლისთვისაც არსებობდა ერთადერთი პატიმარი და ერთადერთი ადამიანი, რომლის უფლებებსაც იცავდა - მიხეილ სააკაშვილი, ის ადამიანი ვერ გახდება საზოგადოების ლიდერი. აბსოლუტურად მოგონილი თემაა, თითქოს პატიმრებს ავალებდა ციხის ადმინისტრაცია, რომ როცა ლომჯარია ციხეში შედიოდა დაეწყოთ სტვენა და ხმაური ე.წ. „შუმოკი“. მართლა ძალიან შორს უნდა იყო სახალხო დამცველობისგან, რომ ასე ცუდად გესმოდეს პატიმრის ფსიქოლოგია - ვერავინ აიძულებს პატიმრებს დაუსტვინონ იმას, ვისაც არ უნდათ, რომ დაუსტვინონ," - აღნიშნა სუბარმა.

ყველა სიახლე

ლევან იოსელიანი

23 ივნისი 2026, 21:11

პოლიტიკა

სახალხო დამცველი პარლამენტში 2025 წლის ანგარიშით წარდგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახალხო დამცველი პარლამენტში - ლევან იოსელიანი კანონმდებლების წინაშე „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშით წარდგა.

23 ივნისი 2026, 20:54

სამართალი

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფით არ მართლდება - სიძულვილის ენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფით არ მართლდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი სამმართველო მსგავს სამართალდარღვევებს მკაცრად აკონტროლებს. დღეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. განაჩენი ფინანსური სანქციაა.

23 ივნისი 2026, 20:46

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, „გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026“-ზე მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი

Factory Tbilisi-ში 20 ივნისს საერთაშორისო აღიარების მქონე ინდუსტრიის ლიდერებთან და იმ ქართველ ხელოვანებთან გაიმართა შეხვედრები, რომლებიც მოდის, დიზაინისა და ციფრული ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებს ქმნიან.

23 ივნისი 2026, 20:42

მსოფლიო

The Associated Press: „თალიბანის“ დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

„თალიბანის“ დელეგაცია სამშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

23 ივნისი 2026, 20:42

საზოგადოება

თბილისი საჯარო სერვისების მასშტაბურ ფორუმს პირველად მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ გახდეს სახელმწიფო მომსახურება კიდევ უფრო ეფექტიანი, სწრაფი და მოქალაქეზე ორიენტირებული - დედაქალაქი საჯარო სერვისების მასშტაბურ ფორუმს პირველად მასპინძლობს. ასამდე ქვეყნის 500-ზე მეტი დელეგატი, ქართულ გამოცდილებას იზიარებს.

23 ივნისი 2026, 20:37

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

23 ივნისი 2026, 20:33

პოლიტიკა

კრიტიკა ევროპარლამენტიდან და რეზოლუციები ოპოზიციის გზავნილებით - პოლიტიკური განცხადებები საქართველოს პარლამენტში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ფაქტების წარმოდგენა ყველა იმ კრიტიკის საპირისპიროდ, რომელიც მათ შორის ევროპარლამენტიდან ისმის. რეზოლუციები ოპოზიციის გზავნილებით, მმართველი გუნდისთვის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებაა. სწორედ ეს იყო პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების მთავარი თემა.

23 ივნისი 2026, 20:28

პოლიტიკა

თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა.

ჟოზეფ აუნი

23 ივნისი 2026, 20:27

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი: სამხრეთ ლიბანში ისრაელის ოკუპაცია უნდა დასრულდეს

მაშინ, როდესაც ლიბანელი და ისრაელელი დიპლომატები დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებებისთვის იკრიბებიან, ლიბანის პრეზიდენტმა, ჟოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ბეირუთი „არაფერს დათანხმდება ქვეყნის სამხრეთში ისრაელის ოკუპაციის დასრულების გარდა“.

23 ივნისი 2026, 20:26

პოლიტიკა

ევროპარლამენტში გაფართოების შესახებ საქართველოს გარეშე იმსჯელებენ, საგარეო კომიტეტში შეხვედრა ხვალ შედგება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტში გაფართოების შესახებ საქართველოს გარეშე იმსჯელებენ, საგარეო კომიტეტში შეხვედრა ხვალ შედგება. ცალმხრივად საუბარი პროცესზე, რომელიც ორმხრივია, საგარეო საქმეთა მინისტრისათვის აზრს მოკლებულია. პრემიერს მიაჩნია, რომ ბრიუსელმა საკუთარ მიდგომებს უნდა გადახედოს.

23 ივნისი 2026, 20:21

პოლიტიკა

ბრიტანეთის პრემიერს, რომლის მთავრობამ „ტელეიმედის“ დასჯა გადაწყვიტა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარულ მმართველად ასახელებენ - კირ სტარმერი გადადგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრიტანეთის პრემიერს, რომლის მთავრობამ „ტელეიმედის“ დასჯა გადაწყვიტა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე არაპოპულარულ მმართველად ასახელებენ. კირ სტარმერის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და ლეიბორისტული პარტიის ლიდერობის ახალი კანდიდატის ლეგიტიმურობას, ეჭვქვეშ აყენებენ.

23 ივნისი 2026, 20:11

პოლიტიკა

კომპანია უკრაინის ომის სპონსორთა სიიდან - Procter & Gamble „ტელეიმედთან” თანამშრომლობას წყვეტს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

კომპანია უკრაინის ომის სპონსორთა სიიდან „ტელეიმედთან” თანამშრომლობას წყვეტს. სამაგიეროდ, Procter & Gamble რუსეთში ამ დრომდე ოპერირებს.

ზურაბ ქადაგიძე

23 ივნისი 2026, 20:07

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც სახალხო დამცველი აკრიტიკებს პარლამენტში მედიის აკრედიტაციის წესს, თავად ომბუდსმენის ოფისში თუ არსებობს ულიმიტო ღიაობა მედიისთვის

პარლამენტში ომბუდსმენის ანგარიშის მოსმენისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ლევან იოსელიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

23 ივნისი 2026, 20:04

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მასწავლებელთა მე-6 მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე მასწავლებელთა მე-6 მუნიციპალურ კონფერენციას დაესწრო.

ვლადიმირ პუტინი

23 ივნისი 2026, 19:18

მსოფლიო

პუტინი: რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ შეთანხმებების საფუძველზე, რომლებიც ჯერ კიდევ სტამბოლში იყო მიღწეული

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა იმ საფუძვლებზე, რომლითაც მოსკოვი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

23 ივნისი 2026, 19:18

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადების, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

იულია სვირიდენკო

23 ივნისი 2026, 19:12

მსოფლიო

ზელენსკი პოლონეთთან დავის ფონზე გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციას გამოტოვებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ის უხელმძღვანელებს დელეგაციას ამ კვირაში გდანსკში დაგეგმილ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.

23 ივნისი 2026, 19:05

მსოფლიო

ევროკომისიის სპიკერი: პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

პოლონეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობებს შორის დავა ძირს უთხრის ევროკავშირისა და უკრაინის ერთიანობას და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა.

23 ივნისი 2026, 18:54

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, ტიტე აროშიძემ ბსუ-ს საქმიანობის ანგარიში წარადგინა და საუნივერსიტეტო პლატფორმების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

23 ივნისი 2026, 18:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრაზე განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ საქართველოსა და იტალიას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ედმონდო ჩირიელისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.