imedi /  08 ოქტომბერი 2017, 18:12 / სანდო წყარო

რასა იუკნიავიჩენე: ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი ნაადრევი არ არის

რასა იუკნიავიჩენე

რასა იუკნიავიჩენე

ლიტველი დეპუტატის რასა იუკნიავიჩენეს განცხადებით, საქართველომ არ უნდა მისცეს მიზეზები და არგუმენტები სკეპტიკოს ქვეყნებს, რათა მათ ეს მიზეზები ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების წინააღმდეგ გამოიყენონ. ამის შესახებ დეპუტატი 1tv-სთან ინტერვიუში აცხადებს.

რასა იუკნიავიჩენეს მიაჩნია, რომ ნატო-ში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი ნაადრევი არ არის, არამედ პირიქით, "რაც უფრო მალე მიიღებს საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმას, მით უფრო უკეთესი იქნება ნატო-სთვის და რუსეთის შეკავების პოლიტიკას ხელს შეუწყობს."

"მე, როგორც ლიტველი დეპუტატი განსხვავებულად ვფიქრობ. ჩემი აზრით, არსებული სიტუაცია უფრო ახდენს რუსეთის პროვოცირებას, ვიდრე ნატოს მკაფიო და მტკიცე სტრატეგია. მსჯელობა მიმდინარეობს. ორგანიზაციის წევრებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. საქართველომაც და უკრაინამაც მაქსიმალურად უნდა იაქტიურონ, არ უნდა დანებდნენ და გააკეთონ ყველაფერი მიზნის მისაღწევად. მთავარია, რომ ევროპული ქვეყნების პოლიტიკურმა მოსაზრებებმა თქვენი იმედგაცრუება არ გამოიწვიოს", - განაცხადა რასა იუკნიავიჩენემ.

რასა იუკნიავიჩენე საქართველოში სუამის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება.

დეპუტატი დასძენს, რომ თუ საქართველო ევროპული დემოკრატიის ნაწილი და ჩვენი ოჯახის წევრი არ გახდება, ამით რუსეთი გაიმარჯვებს.

"ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. განსაკუთრებით ყირიმის არალეგალური ანექსიის შემდეგ. ყირიმის ანექსიამდე, რუსეთმა აგრესიული ნაბიჯები გადადგა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, 2008 წელს ყველამ ვერ გაანალიზა, რომ საქართველოსთან ომით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევროპა ახალი რეალობის წინაშე დადგა. 

ყირიმის ანექსიამ და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციამ ყველა შოკში ჩააგდო. საბედნიეროდ, დაიწყო მსჯელობა ნატო-სა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების უფრო რეალისტურ მიდგომაზე. ნატოს სურდა და სურს რუსეთთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ არ მოხდა რუსეთის დემოკრატიზაცია. ჩვენ სხვა რეალობის და გამოწვევების წინაშე ვართ", - განაცხადა ლიტველმა დეპუტატმა.

ყველა სიახლე

რიკარდ იოზვიაკი

30 აგვისტო 2026, 12:55

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

30 აგვისტო 2026, 12:34

რეგიონი

ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის მერიის, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ბათუმში ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნის საშუალებით დამუშავდა.

30 აგვისტო 2026, 12:26

სამართალი

შსს: დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

30 აგვისტო 2026, 12:20

მსოფლიო

CNN: ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა

ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 12:15

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ღვთაების მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახალხო-რელიგიური დღესასწაული „ღვთაებობა“ აღინიშნა.

30 აგვისტო 2026, 12:12

ჯანდაცვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

30 აგვისტო 2026, 11:58

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეთა შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

30 აგვისტო 2026, 11:45

სპორტი

ლონდონის „არსენალმა“ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის ანდრია ბართიშვილთან შეთანხმებას მიაღწია

ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება 4,5 მილიონი ევრო იქნება.

30 აგვისტო 2026, 11:27

მსოფლიო

კვიპროსზე ძლიერი შტორმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა

კვიპროსზე ძლიერმა შტორმმა სამი ნავი დააზიანა. შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა.

30 აგვისტო 2026, 11:22

მსოფლიო

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები

იტალიის ჩრდილოეთში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა. არიან დაშავებულები. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

ვლადიმირ პუტინი

30 აგვისტო 2026, 11:18

მსოფლიო

პუტინი: არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას

არქტიკაში ვეშაპები დათვებს ჭამენ, ასეთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამიტომ ვატარებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში შეხვედრისას. ერთ-ერთმა პედაგოგმა ახსენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი მოინახულა. პუტინმა მას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა თეთრი დათვებს და შემდგომ მოუყვა აუდიტორიას, თუ როგორ ესხმიან ვეშაპები თავს დათვებს. ეს მაგალითი მან უკრაინასთან რუსეთის ომს დაუკავშირა.

30 აგვისტო 2026, 11:12

რეგიონი

ლენტეხის სოფელ საყდართან, სარმის დროებით ხიდზე ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი.

30 აგვისტო 2026, 11:11

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ იტალიის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშვნის პარალელურად, ფედოროვი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს

მიხაილო ფედოროვის ოფისში აცხადებენ, რომ ყოფილი მინისტრი უკრაინაში ცხოვრებასა და მუშაობას გააგრძელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფედოროვის დანიშვნა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს მრჩევლად მის ყოფილ თანამდებობასთან შეუთავსებელი არ არის.

30 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს

შავ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს. შეხვედრის დროს თურქმა მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების, ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და ელჩს შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს.

30 აგვისტო 2026, 10:14

მსოფლიო

Reuters: ნეპალსა და ტიბეტში დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ხოლო 3044 ადამიანი დაკარგულად ითვლება

ამასთან, მაშველები მდინარის დონის აწევის გამო უფრო შემაღლებულ მაღალ ადგილებში გადავიდნენ. როგორც ცნობილია, პარასკევის შემდეგ სამაშველო ოპერაციები რამდენჯერმე შეჩერდა ცუდი ამინდის და საფრთხის გამო, რომ ნეპალ-ჩინეთის საზღვარზე ოთხშაბათს მყინვარის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ შესაძლოა ახალი წყალდიდობა გამოიწვიოს მას შემდეგ.

30 აგვისტო 2026, 09:46

რეგიონი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 96-ე კმ-ზე - სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფელ გიორგიწმინდას შემდეგ), ძლიერი ნალექის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

30 აგვისტო 2026, 09:42

რეგიონი

საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯოს შემოვლითი (ლოტი 2) კმ27-კმ35 მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილ ვადაზე ადრე დასრულდა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის კმ48-(საგარეჯოს სატრანსპორტო კვანძი)-კმ57 (თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დილის 09:00 საათიდან უკვე აღდგენილია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეზღუდული იყო.

ალექსანდრ სტუბი

30 აგვისტო 2026, 09:39

მსოფლიო

ალექსანდრ სტუბი: ახლოვდება დღე, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ახლოვდება დღე, როდესაც ევროპა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტს დაამყარებს.

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.