28 სექტემბერი 2023, 15:21 / სანდო წყარო

პრემიერი: ჯეიკ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჯეიკ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობს მეთაურის ასევე აღნიშნა, რომ იგი დიდი ოპტიმიზმით ელოდება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამობრძანებას. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქალბატონ ელჩთან პირველივე დღეებიდან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

"მადლობა შეკითხვისათვის. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ სალივანთან. საჯაროდ მინდა გამოვხატო მადლიერება ბატონი სალივანის მიმართ, რომელთანაც მე მქონდა ძალიან ხანგრძლივი, ღია, გულწრფელი საუბარი.

ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი, მსჯელობა ბოლო პერიოდში, ასეთი მაღალი დონის საუბრები/შეხვედრები სამწუხაროდ აღარ გამართულა. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენთან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას.

მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით, მე ვიტყოდი ასე, ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, ქალბატონი დანიგანის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში.

მე დიდ იმედს ვამყარებ და მინდა გამოვთქვა ჩემი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, გულწრფელი რაც მთავარია, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ურთიერთობა.

ბუნებრივია ქვეყნებს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის.

ასევე მინდა აღვნიშნო, ხანდახან შეიძლება იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ, ჩვენი ინტერესები გვაქვს ჩვენს ქვეყანას, ამერიკას რა თქმა უნდა თავისი მიზნები და ინტერესები აქვს.

არსებობს საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრებები, ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ვთანხმდებით ამაზე და ეს არ არის ანომალია და არანორმალური მოცემულობა.

მთავარია ის, რომ ეს დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს კომუნიკაცია გულწრფელი. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი არ გვაქვს. არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არც ერთ საკითხთან მიმართებაში. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველის ახალ ელჩთან",- განაცხადა პრემიერმა.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა

გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

22 აგვისტო 2026, 10:58

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.

22 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

22 აგვისტო 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

22 აგვისტო 2026, 10:33

რეგიონი

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

22 აგვისტო 2026, 10:25

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს

ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

22 აგვისტო 2026, 09:31

სპორტი

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

22 აგვისტო 2026, 09:00

სპორტი

დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

21 აგვისტო 2026, 22:34

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.

21 აგვისტო 2026, 21:43

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კვლავ მზად არის განიხილოს ჰარვარდთან მომავალი თანამშრომლობა — მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების, შეთანხმებული ბიუჯეტის, განხორციელების ვადებისა და გაზომვადი შედეგების საფუძველზე.

21 აგვისტო 2026, 21:11

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ყურადღება გამახვილდა ინიციატივებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ზურაბ პატარაძის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად განხორციელებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცენტრალური და რეგიონული ხელისუფლების კოორდინირებულ მუშაობას.

ნიკოლოზ ბენიაიძე

21 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

ნიკოლოზ ბენიაიძე: საქართველოში ბევრი ფერმერი ელიტურ და პირველი რეპროდუქციის სათესლე მასალას საერთოდ არ იყენებს, რაც პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია

„ვიცი, რომ მარცვლეულის კომბაინებზე სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა არსებობს და ეს ძალიან კარგია. წელს, მაგალითად, წვიმების გამო ალაზნის ველზე, შირაქში, ქვემო ქართლსა და კახეთში მოსავალი თითქმის ერთდროულად შემოვიდა. შესაბამისად, ყველა ფერმერს ერთდროულად დასჭირდა ამღები ტექნიკა. განსაკუთრებით ქერის მოსავალი ვერ იტანს დაგვიანებას. ერთი კვირით დაგვიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მარცვლის დანაკარგი, ერთი ტონა მოსავლიდან შეიძლება 500 კილოგრამიც კი დაიკარგოს. თუმცა ხორბლის ზოგიერთი ჯიში უფრო მოქნილია და ორ კვირას ან თუნდაც ერთ თვეს შეიძლება გაუძლოს. ამიტომ ტექნიკის მხარდაჭერა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

21 აგვისტო 2026, 20:48

სამართალი

შსს-მ მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველებმა მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

21 აგვისტო 2026, 20:26

პოლიტიკა

საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას - გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა და წევრი ქვეყნების მოწოდება რუსეთს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და მომავალი წევრი ქვეყნები რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. გმობენ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განგრძობით პროვოკაციებს, მილიტარიზაციას, უკანონო საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის დაწყებას, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

21 აგვისტო 2026, 20:23

პოლიტიკა

ვინ რამდენად გაიყიდა - ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის დაპირისპირება ახალ და უმწვავეს ფაზაშია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ რამდენად გაიყიდა „ნაციონალურ მოძრაობაში“? პარტიის ყოფილი და მოქმედი ლიდერები ერთმანეთს ღიად ადანაშაულებენ, დაპირისპირების მორიგი მწვავე ტალღის მთავარი გმირები სააკაშვილი და გვარამია არიან.

21 აგვისტო 2026, 20:18

პოლიტიკა

საზოგადოების მოტყუების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის საზიანოდ - მმართველი გუნდი ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფსიქოლოგიური ტერორი განსხვავებული აზრის გამო. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოებას იმ კამპანიას ახსენებს, რომლის სათავეშიც ოპოზიციასთან ერთად სწორედ „ენჯეო“ სექტორის პოლიტაქტიური წარმომადგენლები იდგნენ.