პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს გაეცნენ
ფოტო: ცესკო
საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ. ელექტრონული აპარატების პრეზენტაცია დღეს პარლამენტში გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ თუ როგორ მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიები და როგორ ჩატარდება 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის მორიგი არჩევნები. დღესვე გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა და პარლამენტის წარმომადგენლებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და ცესკოს თავმჯდომარემ ამომწურავად უპასუხა მონაწილეთა კითხვებს.
როგორც შეხვედრის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საჯარო უწყებებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დღეს საკანონმდებლო ორგანოდან დაიწყო, ვინაიდან სწორედ ეს უწყება არის საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმის, ტექნოლოგიური ინტერვენციის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება, ყველა იმ სიახლის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს და განახორციელებს. აღსანიშნავია, ის რომ 2024 წლის ოქტომბრის თვეში გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა 90%-ს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ის სერვისი, რასაც ჰქვია ამომრჩეველთა რეგისტრაცია შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტებით და საარჩევნო ბიულეტენების მოთავსება ხმების მთვლელ აპარატში. ორივე ერთად, კომბინირებულად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დაზღვეული იყოს ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომები და მინიმუმამდე იყოს ისინი დაყვანილი, გამარტივდეს კენჭისყრის პროცესი, პასუხი გაეცეს ყველა იმ წუხილსა თუ მანიპულაციას, რომლებიც წინა წლებთან მიმართებაში არსებობდა - შედეგების სიზუსტესთან, წინასწარი შედეგებისა და მონაცემების მოკლე დროში გამოქვეყნებასთან მიმართებაში და ა.შ. რათა ერთობლივი ძალისხმევით ჩართულ მხარეებთან ერთად, უზრუნველვყოთ 2024 წელს და ყველა შემდგომი არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
საარჩევნო რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის და მათ შევთავაზეთ, რომ პარლამენტი ყოფილიყო პირველი ადგილი, სადაც ეს კამპანია დაიწყებოდა, როგორც ადგილი, სადაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ელექტრონული არჩევნების ტექნოლოგიის დანერგვისა. იცით, რომ ერთის მხრივ ეს დიდი მუშაობის შედეგი იყო. ამავე დროს იყო საკითხი, რამდენად შეძლებდა ცესკო, რომ აეწია ეს ტვირთი და ჩვენ ვნახეთ რომ საბედნიეროდ, ბევრი პილოტი, რომელიც ჩატარდა იყო ძალიან წარმატებული და ასევე ვნახეთ, რომ ჩვენი ოპტიმისტური გათვლები დადასტურდა, 90% ამომრჩევლებისა 2024 წელს შეძლებს, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიებით გაიაროს ვერიფიკაცია საარჩევნო უბანზე და ხმა მისცეს ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ვინაიდან ყველანაირ სპეკულაციას, მოუღებს ბოლოს, რომელიც რადიკალური ჯგუფებიდან არჩევნებთან დაკავშირებით მოდიოდა.“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საარჩევნო ადმინისტრაცია 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება. ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებაა. სწორედ ამიტომ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე დაწყებულია.
ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში - მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. უკვე მომზადდა და საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიზნით შესაბამის პირებს უკვე გავლილი აქვთ რამდენიმე ეტაპიანი გადამზადება.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 02:19
მსოფლიო
Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია
Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
22 სექტემბერი 2026, 01:50
მსოფლიო
Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს
სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 01:00
მსოფლიო
პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 00:40
პოლიტიკა
პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
22 სექტემბერი 2026, 00:32
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო
22 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
21 სექტემბერი 2026, 22:55
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 22:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.
21 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ
22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.
21 სექტემბერი 2026, 21:45
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი
21 სექტემბერი 2026, 21:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.
21 სექტემბერი 2026, 21:35
მსოფლიო
საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.
21 სექტემბერი 2026, 21:26
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
21 სექტემბერი 2026, 21:20
ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
21 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.
21 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.
21 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.
21 სექტემბერი 2026, 20:54
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.
21 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპორტსმენის განცხადებებს, სადაც მან ეროვნულ გუნდზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან ბულინგი მოჰყვა.
21 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყალბი კამპანია ე. წ. არაბიზაციაზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ცრუ ნარატივის მიზანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლაა. კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული შეტევის სამიზნე, ამჯერად „იგლ ჰილსის“ თითქმის შვიდ მილიარდიანი ინვესტიციაა.


