საია: საკრებულომ „თაბორი რიზორთს“ და „თბილისი სითის“ მიწის ნაკვეთები არ უნდა გადასცეს
საია თბილისის საკრებულოს მოუწოდებს "თაბორი რიზორთსა" და "თბილისი სითის" მიწის ნაკვეთები არ გადასცეს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
"საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ოქროყანას დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ მიწის ნაკვეთი შპს „თაბორი რიზორთს“, პირდაპირი განკარგვის ფორმით 102,000 ლარად უნდა გადაეცეს საკუთრებაში. ხოლო, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ცეკავშირის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე სასტუმროსთან („პანორამა თბილისის“ პროექტის ერთ-ერთი სასტუმრო) არსებული 1900 კვ.მ მიწის ნაკვეთის შპს „თბილისი სითისათვის“ საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად უნდა განხორციელდეს. ორივე კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტები თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა. თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება ყოფილი პრემირ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.
მიგვაჩნია, რომ თბილისის საკრებულომ მხარი არ უნდა დაუჭიროს თბილისის მერიის მიერ გაგზავნილი განკარგულებებისა და ხელშეკრულებების პროექტებს შემდეგ გარემოებათა გამო:
- თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 4 ოქტომბრის #37.10.715 განკარგულებიდან ირკვევა, რომ შპს „თაბორი რიზორთსი“, საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ანვითარებს გოლფის მოედნებს, მრავალნომრიან ხუთვარსკვლიან სასტუმროს და რეკრეაციულ ზონას. კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი 4433 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემა უკავშირდება სარწყავი-სადრენაჟე სისტემის დამხმარე ტექნიკური ნაგებობის მოწყობას. საიას ხელთ არებული ოფიციალური დოკუმენტაციით, აღნიშნული პროექტის განხორცილება „თაბორი რიზორთსის“ მხრიდან თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში არსებულ ტერიტორიას მოიცავს.
- პროექტის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში განხორციელება დასტურდება საქართველოს კულტურისა და ძელგთა დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელს მოწოდებული ოფოციალური დოკუმენტით (რუკა), სადაც თბილისში არსებული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაა აღნიშნული. ასევე ზონის დამატებითი სარეკომენდაციო საზღვარი. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მსგავსი პროექტების ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში განხორციელება დაუშვებელია;
- თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 4 ოქტომბრის #37.10.716 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შპს „თბილისი სითის“ მიერ, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე არსებული პროექტის ფარგლებში მშენებარე სასტუმროსათვის საჭირო მიწისქვეშა ავტოსადგომების რაოდენობა დამაკმაყოფილებელია. შესაბამისად გაურკვეველია, თუ იგივე მიზნებისათვის რატომ უნდა გადასცეს თბილისის თვითმმართველობამ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში კომპანიას;
- „თბილისი სითის“ მხრიდან 1 ლარად ქონების საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ, არანაკლებ 30 მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობა და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება, არ წარმოადგენს - „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ მქონე შემთხვევას, როგორც ეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებაშია წარმოჩენილი;
- „მაღალი საზოგადოებრივ ინტერესის“ სახელით, კერძო კომპანიის საკუთრებაში არსებული სასტუმროსათვის დამატებით მიწისქვეშა 30 ავტოსადგომის მოწყობის მიზნით, 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემა არის დაუსაბუთებული და ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რაციონალურად განკარგვას.
მოვუწოდებთ თბილისის საკრებულოს, იხელმძღვანელოს და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და მხარი არ დაუჭიროს თბილისის მერიის მიერ გაგზავნილი განკარგულებების და ხელშეკრულებების პროექტებს. ასევე, გაითვალისწინოს საკითხისადმი საზოგადოებაში არსებული ინტერესი და უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალობა", - წერია განცხადებაში.
საკრებულოში ამ საკითხების განხილვაზე დასწრებას ევროპული საქართველოს წევრები მოითხოვენ, თუმცა შენობასთან მობილიზებული პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:59
პოლიტიკა
მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა
დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. დეპუტატი, სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.


