ვაკის პარკში გუშინ გავრცელებული მწერი აზიური ფაროსანა აღმოჩნდა
თბილისში, ვაკის პარკში გავრცელებული ფაროსანა აზიური აღმოჩნდა. 1 tv-ის ინფორმაციით, უკვე ცნობილია ექსპერტიზის პასუხი, რომლის შესახებაც სურსათის ეროვნულ სააგენტოში დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო შესაბამისი ზომების გასატარებლად მზად არის. ტერიტორია სპეციალური წამლით დამუშავდება.
აზიური ფაროსანა ვაკის პარკში გუშინ შენიშნეს.
აზიურმა ფაროსანამ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. მავნებელი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებში და საჯარო დაწესებულებებშიც გადავიდა.
ყველა სიახლე
09 მაისი 2026, 22:39
მსოფლიო
პუტინი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე: ვფიქრობ, საქმე დასასრულისკენ მიდის - ზელენსკისთან შესაძლებელია შეხვედრა მესამე ქვეყანაშიც, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწეული იქნება საბოლოო შეთანხმებები
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ ამჟამად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი დასასრულისკენ მიდის.
09 მაისი 2026, 22:27
ჯანდაცვა
ლომინაძე: თუ დღეს რუხის კლინიკაში სახელმწიფომ ვიყიდეთ სამი „ტესლას“ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი, ხვალ შეიძლება მოძველებული იყოს. გვჭირდება ორი მილიონი, რომ სულ ახალი აპარატები იყოს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი დიაგნოზების დასმას
„ჯანდაცვა არის ძალიან სწრაფად განვითარებადი სფერო. თუ დღეს რუხის კლინიკაში სახელმწიფომ ვიყიდეთ სამი „ტესლას“ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანად რეგიონის მომსახურებას, ხვალ შეიძლება უკვე მოძველებული აპარატი იყოს. კიდე გჭირდება მილიონი, ორი მილიონი დოლარის ინვესტიცია იმისთვის, რომ სულ ახალ-ახალი აპარატები იყოს, რომელიც უზრუნველყოფს ახალი დიაგნოზების დასმას. 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და იმ დიდ კომპანიებს, რომელიც წელიწადში იშვიათი დაავადების წამლის გამოგონებაზე ხარჯავენ 1 მილიარდ დოლარს, არ უღირთ, რომ 2-3 პაციენტისთვის [გაისარჯოს]“, - აღნიშნა ლომინაძემ.
09 მაისი 2026, 22:24
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: არავისზე ნაკლებად ემპათიურად არ ვარ განწყობილი იმ გაჭირვების, იმ სასოწარკვეთის მიმართ, რომელშიც არიან ის ოჯახები, ვისაც დიუშენის მედიკამენტი სჭირდებათ
არავისზე ნაკლებად ემპათიურად არ ვარ განწყობილი იმ გაჭირვების, იმ სასოწარკვეთის მიმართ, რომელშიც ის ოჯახები არიან, რომელთაც დიუშენის მედიკამენტი სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო ამ მიმართულებით თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი.
09 მაისი 2026, 22:14
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: დღეს როგორიც არის კერძო სექტორის პატივისცემა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში, ასეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა
„როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობებიც, ეს არ გამორიცხავ იმას, რომ მე ვიყო პარტნიორულად და აბსოლუტურად პატივისცემით განწყობილი კერძო სექტორის მიმართ. უბრალოდ, პატივისცემა არ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს, რომ ის რაც საინტერესო არ არის კერძო სექტორისთვის, კომერციულისთვის, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამას უზრუნველყოფდეს და არ იყოს სახელმწიფო დარჩენილი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას რესურსი აღარ გააჩნია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მაგალითად მოქალაქის საჭიროება“, - აღნიშნა მინისტრმა.
09 მაისი 2026, 21:59
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე დიუშენის მედიკამენტზე: ამ თემის პოლიტიზება დაუშვებელია, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიუშენის სინდრომთან დაკავშირებულ ინფორმაციულ პულსზე გვიჭირავს ხელი
ამ თემის [დიუშენის მედიკამენტი] პოლიტიზება არის დაუშვებელი, ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიუშენის სინდრომთან დაკავშირებულ ინფორმაციულ პულსზე გვიჭირავს ხელი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ მედიცინაში ხშირად ორჯერ ორი ოთხი არ არის.
09 მაისი 2026, 21:53
ჯანდაცვა
ანდრია ურუშაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატზე: ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი - ქუჩიდან რომ უნდა წამოვიდეს ეს თემა, ამაზე ვინ დავობს?!
რაც მინდა გთხოვოთ, ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში, მათ შორის ექიმი, რომლის პირდაპირი პროფესიული ვალდებულება არაა კონკრეტული დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის სპეციალისტმა, ანდრია ურუშაძემ დიუშენის სამკურნალო პრეპარატების თემის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს.
09 მაისი 2026, 21:45
პოლიტიკა
სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე: სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ვერცერთი გარემოება ვერ დაიმალება, არ დაიგვიანებს ინფორმაცია, სად, რომელმა სახელმწიფომ მიიღო დაფინანსება
საფრანგეთმა უარი თქვა ჯივინოსტატზე, იმიტომ რომ კონკრეტულად საუბარია ძალიან მძიმე გვერდით მოვლენებზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე საუბრისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლა მეცნიერულ, დასაბუთებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით უნდა ხორციელდებოდეს.
09 მაისი 2026, 21:40
ჯანდაცვა
ანდრია ურუშაძე: რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, ის უნივერსალური ჯანდაცვის ქართული სინონიმია და ჩვენ ამ გზით მივდივართ, სადღაც ნახევარ გზაზე ვართ მისული
რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, ის უნივერსალური ჯანდაცვის ქართული სინონიმია და ჩვენ ამ გზით მივდივართ, სადღაც ნახევარ გზაზე ვართ მისული, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ. „გაიზარდა დაფინანსება, მაგრამ 50%-ს ამ ხარჯებისა მაინც ისევ ჯიბიდან აფინანსებს პაციენტი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავზარდეთ სახელმწიფოს წილი“, - აღნიშნა ურუშაძემ.
09 მაისი 2026, 21:27
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ონკოლოგიაში დღეს გვყავს 30 ათასამდე პაციენტი მაშინ, როდესაც გვაქვს უფასო სკრინინგი - ძუძუს კიბოს, პროსტატის, სწორი ნაწლავის, მაგრამ მოცვა არის 12-15%
ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ისაუბრა იმაზე, რას აკეთებს სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის გასაძლიერებლად.
09 მაისი 2026, 21:12
ჯანდაცვა
თენგიზ ვერულავა: ის, რომ საქართველოში 3 წლის წინ დაიწყო რეფერენტული ფასწარმოქმნა, ეს ძალიან კარგია
„საქართველოში მილიარდ ორასი მილიონი იხარჯება მედიკამენტებზე, ამ დროს სახელმწიფოს ხელშეწყობა არის მხოლოდ 95 მილიონი. წინა წლებში იყო 20 მილიონი და გაიზარდა 95-ამდე, დინამიკა მზარდია, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ეს არის ძალიან ცოტა მედიკამენტების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. დინამიკა სწორედ აქეთკენ უნდა იყოს - მედიკამენტების მოცვა კი ფართოვდება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაფართოვდეს“, - აღნიშნა თენგიზ ვერულავამ.
09 მაისი 2026, 21:11
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ და რისთვის ვხარჯავთ
ჯანდაცვის სისტემის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, რამდენს ვხარჯავთ, არამედ მნიშვნელოვანია, როგორ და რისთვის ვხარჯავთ - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრი პრობლემას ხედავს იმაში, რომ სისტემა დიდწილად დამოკიდებული იყო კომერციული ინტერესების გაცვლა-გამოცვლაზე.
09 მაისი 2026, 21:00
ჯანდაცვა
სარჯველაძე: პაციენტის შეფასება იმის მიხედვით, რთული შემთხვევაა, თუ არა და კლინიკას კომერციულად აწყობს პაციენტისთვის მომსახურების გაწევა თუ არა, ურტყამს სწორედ იმას, რასაც ჰქვია კონსტიტუციური უფლება ადამიანისა ჯანმრთელობაზე
სადაც შეიძლება პაციენტის ინტერესზე მაღლა დადგეს კომერციული ინტერესი, იქ სახელმწიფოს მოეთხოვება იყოს ძალიან აქტიური და ეს არაფრის დიდებით დაუშვას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
09 მაისი 2026, 20:52
ჯანდაცვა
ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან
როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველას - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. მისივე თქმით, ჯანდაცვა რთული პოლიტიკური თემაა, რადგან ემოციურია საკითხია და ხშირად ემოციური არგუმენტი ფარავს ლოგიკურ არგუმენტს.
09 მაისი 2026, 20:50
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ონკოლოგია, ფსიქოტროპული მედიკამენტები, ეს ყველაფერი დღეს სრულად ფინანსდება ჯანდაცვის უზარმაზარი ბიუჯეტით. ეს ჩვენმა მთავრობამ თავის თავზე აიღო და ამას ვასრულებთ
DRG სისტემა მიღებულია მთელ ევროპულ ქვეყნებში. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მოქნილი სისტემაა, რომელიც მუდმივად მზარდია, - განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. ლომინაძის თქმით, თუ 15 წლის წინ ჯანდაცვის დაფინანსება იყო 200 მილიონამდე, დღეს მილიარდ ნახევარია.
09 მაისი 2026, 20:42
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ფულის შოვნა არ შეიძლება, იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პაციენტის უფლების დაცვა უნდა იყოს რაც შეიძლება, მაღალი
ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
09 მაისი 2026, 20:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს
დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს.
09 მაისი 2026, 20:28
ჯანდაცვა
ანდრია ურუშაძე: როცა საყოველთაო ჯანდაცვა დავიწყეთ, აქცენტი გავაკეთეთ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე და ნაკლები ყურადღება დავუთმეთ მედიკამენტების ანაზღაურებას. საბედნიეროდ, შემდეგი ნაბიჯები, რასაც სუბსიდირებული პროგრამა ჰქვია, სწორი იყო
ჯანდაცვის სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაუბრუნდეს თავისი პოლიტიკის შემქმნელის მარეგულირებელ ფუნქციას და არ უნდა შეასრულოს ფინანსური პოლიციისა და სასამართლოს ფუნქცია.
09 მაისი 2026, 20:16
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე
ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მინისტრის განმარტებით, ამან წარმოშვა ისეთი დილემები, როგორიც არის კომერციული ინტერესების დომინირების მცდელობა.
09 მაისი 2026, 19:57
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 8 მაისს ქ. თბილისში, ჟ. შარტავას ქუჩაზე, ბრალდებულმა, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულზე და სხეულის სხვადასხვა არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
09 მაისი 2026, 19:02
პოლიტიკა
გიორგი ქაჯაია: მადლობა ეფექტური მუშაობისთვის მამუკა მდინარაძეს, მის დროს დაწყებული საქმეა ბევრი ის, რასაც დღეს ხორცი შეესხა და დიდი მადლობა მას
ძალიან კარგია, რომ ჯაშუში გამოვლინდა. ჯაშუშს ეროვნება არ აქვს და ძალიან საწყენია, რომ ამაში საქართველოს მოქალაქე რაღაცის ნაცვლად არის ჩართული, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“. ანალიტიკოსმა, ეფექტიანი მუშაობისთვის სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადა.


