ოლივერ ვარჰეი: ეს წელი ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება. ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოებას აჩქარებს და ჩვენ ამაზე ყველა ვთანხმდებით
ოლივერ ვარჰეი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
იმედი მაქვს და შეიძლება ეს ნელ-ნელა წინასწარმეტყველება იყოს, რომ ეს წელი იქნება მნიშვნელოვანი წელი ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით. ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოებას აჩქარებს და ჩვენ ამაზე ყველა ვთანხმდებით, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისი თქმით, „გაფართოება დაბრუნდა ევროკავშირის პრიორიტეტს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“. ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ეძებენ გზებს, რათა გააღრმაონ და დააჩქარონ ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ინტეგრაცია, მათ გაწევრიანებამდე.
„რუსულმა აგრესიამ დააბრუნა ომი ევროპაში. ჰამასის ქმედებები არის კაცობრიობაზე შეტევა, რაც გვეგონა არასდროს დაბრუნდებოდა. ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ისრაელთან ერთად.
გაფართოება დაბრუნდა ევროკავშირის პრიორიტეტს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მიანიშნებს, რომ გაფართოება მოხდება მალე. გასული წლიდან გვყავს ახალი კანდიდატები, კერძოდ სამი და ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მიანიჭა კიდევ ერთ ქვეყანას, საქართველოს, რომელსაც შეუძლია, გახდეს კანდიდატი იმ პირობების გათვალისწინებით, რაც ევროპულმა საბჭომ დაადგინა.
მოლაპარაკებები გავხსენით ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. კოსოვომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია. თურქეთში არჩევნების შემდეგ ევროპულმა საბჭომ დაავალა კომისიას ახალი სტრატეგია. იმედი მაქვს და შეიძლება ეს ნელ-ნელა წინასწარმეტყველება იყოს, რომ ეს წელი იქნება მნიშვნელოვანი წელი ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით. ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირის გაფართოებას აჩქარებს და ჩვენ ამაზე ყველა ვთანხმდებით.
ევროკავშირის ლიდერების მკაფიო გზავნილი დაადასტურეს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე და იყო მოწოდება გაფართოების დაჩქარებაზე ერთად გადაწყვეტილების მიღებით კანდიდატობისა და პოტენციური კანდიდატობის თაობაზე სამი ქვეყნის შესახებ გასულ ივნისში. ეს კომისია შემადგენლობის დამტკიცებისთანავე იყო და არის ევროკავშირის გაფართოების ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვმუშაობდით ამ საკითხის მაგიდაზე დასაბრუნებლად და არა მარტო მაგიდაზე, არამედ ლიდერების მაგიდასთან დასაბრუნებლად.
ხედავთ, რომ დღეს გაფართოება უკვე ევროკავშირის სამ ძირითად პრიორიტეტს შორისაა. გაფართოება ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური პროექტია. ეს გეოპოლიტიკური პროექტია რეგიონისთვის. გაფართოება არა მხოლოდ ევროკავშირის ინსტიტუციური პროცესია, გაფართოება ინტეგრაციაა. უნდა ვისაუბროთ ნამდვილ ინტეგრაციაზე. ინტეგრაცია ნიშნავს საზოგადოების, ეკონომიკის, ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტეგრაციას. ამიტომ, მინდა გითხრათ, თუ რას უნდა ელოდოთ ჩვენგან - ჩვენ გვინდა, პასუხი გავცეთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ გაფართოების პროცესი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გაფართოების დაჩქარება იწყება ინტეგრაციის დაჩქარებით. ეკონომიკის ინტეგრაცია ევროკავშირის წევრობის მთავარი სარგებელია. ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონს სჭირდება ხელმისაწვდომობა ეკონომიკის ზრდის მთავარ წყაროებზე. კანდიდატებს ან წევრობის მისწრაფების მქონე ქვეყნებს ლოდინი უწევთ და ეს საკმარისი არ არის. ჩვენი პასუხისმგებლობაა ისინი უფრო მეტად დავაახლოოთ. ამიტომ, ვეძებთ გზებს იმისათვის, რომ გავაღრმაოთ და დავაჩქაროთ ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთთან ევროკავშირში მათ გაწევრიანებამდე. ეს არის „ზრდის გეგმა” რომელსაც ვამზადებთ. ეს ნიშნავს ეტაპობრივ ინტეგრაციას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ბაზარზე და ეს უნდა მოხდეს გაწევრიანებამდე, რადგან ეს სარგებელს მოუტანს ევროკავშირს და სარგებელს მოუტანს დასავლეთ ბალკანეთს, ხალხს, ეკონომიკასა და ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გაფართოების პროცესში არიან და ასევე ჩვენს ეკონომიკას, ხალხსა და საზოგადოებას.
დასავლეთ ბალკანეთთან ეკონომიკურ ინტეგრაციასაც გვინდა ბიძგი მივცეთ. ზრდის გეგმა დასავლეთ ბალკანეთს საშუალებას მისცემს ფოკუსირება მოახდინონ ფუნდამენტურ რეფორმებზე, კანონის უზენაესობა, დემოკრატია. ეს ღირებულებები გაფართოების პროცესის ძირითადი ნაწილია მათი ძალისხმევის სანდობისა და ასევე ჩვენი მხრიდან ძალისხმევის სანდოობის. ამ ძირითადი რეფორმების გატარება აუცილებელია. გაწევრიანებამდე ჩვენ გვინდა უზრუნველვყოთ საჭირო ინსტრუმენტებით ეკონომიკური და სოციალური სხვაობის შესავსებად გაძლიერებული ფინანსური კონტრიბუციით, რაც დაეხმარება დასავლეთ ბალკანეთს წევრობისთვის. ზრდის გეგმა ახალი ინსტრუმენტია, რასაც დასავლეთ ბალკანეთის ვთავაზობთ. ეს შექმნის პირობებს, რათა ისინი გახდნენ წევრები. ჩვენ არამარტო პარტნიორებს მოვუწოდებთ გადადგან ნაბიჯები, არამედ ჩვენც ვდგამთ დიდ ნაბიჯებს მათი მიმართულებით, რათა დავაჩქაროთ მათი გზა ევროკავშირისკენ. გაფართოება ჩვენი საერთო ინტერესია. ეს გეგმა არ არის გაწევრიანების პროცესის ჩასანაცვლებლად, ეს არის ინსტრუმენტი გაწევრიანების დასაჩქარებლად“, - განაცხადა ვარჰეიმ.
ყველა სიახლე
04 აპრილი 2026, 11:00
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა რუსეთის ფინანსთა ყოფილ მინისტრს სანქციები მოუხსნა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რუსეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, მიხეილ ზადორნოვის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები მოხსნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 10:14
რეგიონი
გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მშობლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე მათთან ერთად იმსჯელა.
04 აპრილი 2026, 10:12
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე, მათ შორის - ბანგლადეშის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, უზბეკეთის, თურქეთის, ერაყის, ჩინეთის, ბურკინა-ფასოს, ფილიპინების, იორდანიის, რუსეთის, ტაილანდის, სუდანისა და ნეპალის მოქალაქეები.
04 აპრილი 2026, 10:07
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბელორუსის მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული მ.ს. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
04 აპრილი 2026, 10:07
პოლიტიკა
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
04 აპრილი 2026, 09:45
მსოფლიო
რუსეთმა სუმი დაბომბა. დაშავდა 11 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ქალაქი სუმი უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 09:14
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 4 აპრილს
4 აპრილს ქუთაისში წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
04 აპრილი 2026, 08:45
მსოფლიო
POLITICO: ორბანმა „პოლიტიკური ხაფანგი დააგო“. არჩევნებში წაგების შემთხვევაში, მისი ხალხი ახალი ხელისუფლების მუშაობას დაბლოკავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამართლებრივი ხაფანგი დააგო“ იმ შემთხვევისთვის, თუ ის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება და მას ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 08:01
მსოფლიო
ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთში ტურნეში გაემგზავრა
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ორდღიან ტურნეში გაემგზავრა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
04 აპრილი 2026, 01:00
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მიერ ამერიკული გამანადგურებლის ჩამოგდება გავლენას არ მოახდენს თეირანთან მოლაპარაკებებზე.
04 აპრილი 2026, 00:44
მსოფლიო
მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებში უკრაინისთვის გამონაკლისის დაშვება არც უკრაინისთვის და არც ევროკავშირისთვის სასარგებლო არ იქნებოდა.
04 აპრილი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეს ლაზარეს შაბათია
წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათი გარდამავალია და ბზობის წინა შაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.
03 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
The New York Times: სპარსეთის ყურის რეგიონში აშშ-ის საჰაერო ძალების კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა
ორი ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სპარსეთის ყურის რეგიონში სამხედრო-საჰაერო ძალების კიდევ ერთი საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა - მფრინავი უსაფრთხოდ იყო ევაკუირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 23:28
რეგიონი
სულხან თამაზაშვილი „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრო
საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური შეხვედრა „ბათუმის დინამომ“ ,,სპაერის“ წინააღმდეგ გამარჯვებით 4:1 დაასრულა.
03 აპრილი 2026, 23:07
რეგიონი
ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა, გივი მიქანაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცეები დაათვალიერეს და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
03 აპრილი 2026, 22:45
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის განცხადებაზე: როდესაც ის საქართველოში ჩამოსვლამდე უკვე „წერს“ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ქართული რეალობა და ობიექტური მოცემულობა არაფერს ნიშნავს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმაურება „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორის ინტერვიუს, რომელშიც ამბობს, რომ ანგარიშის წერა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაიწყო.
03 აპრილი 2026, 22:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-ის გამანადგურებლის ჩამოგდება აჩვენებს, რომ ირანს კვლავ გააჩნია საჰაერო თავდაცვა
პარასკევს ირანის მიერ ამერიკული F-15E-ს ჩამოგდებამ აჩვენა, რომ თეირანს კვლავ გააჩნია ქმედითი საჰაერო თავდაცვა, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მიერ ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოებული დაბომბვებისა, რომელთა მიზანი მისი სამხედრო პოტენციალის დასუსტება იყო, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
03 აპრილი 2026, 22:33
მსოფლიო
CNN: ჩამოგდებული გამანადგურებელი აშშ-ის ჯარებისთვის მზარდ რისკსა და საჰაერო უპირატესობის შეზღუდულობაზე მიუთითებს
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ირანის თავზე ჩამოაგდეს ამ კონფლიქტის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
03 აპრილი 2026, 22:31
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: უახლოეს მომავალში სლოვაკეთში ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი შედგება
ისინი შეეცდებიან, რომ ევროკავშირში დაარწმუნონ სხვა ქვეყნებიც, რომ საქართველოსთან დიალოგის ფორმატის გახსნა მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოს დელეგაციის სლოვაკეთში ვიზიტის შეჯამებისას.
03 აპრილი 2026, 22:04
მსოფლიო
მაკრონი ჩინეთსა და აშშ-ზე: ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები
ჩვენი მიზანია, არ ვიყოთ ორი ჰეგემონიური სახელმწიფოს ვასალები, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სეულის იონსეს უნივერსიტეტის სტუდენტებთან სიტყვით გამოსვლისას.


