პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ფოტო/ვიდეო
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
თქვენი ეს ვიზიტი, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით, თელავში, უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრეთის სამთავრობო გუნდის ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ორბანის ხელმძღვანელობით არის ისტორიული დღე საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, ჩემთვის დიდი პატივია და ამავე დროს სასიხარულოა, რომ გმასპინძლობთ დღეს საქართველოში. თქვენი ეს ვიზიტი, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას. დღევანდელი ფორმატი და უნგრეთის სამთავრობო გუნდის ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ორბანის ხელმძღვანელობით არის ისტორიული დღე საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მეგობრობა, ჩვენს ერებს შორის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. მე მინდა ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე − მის გუნდს, ჩვენს გუნდს, ქართულ დელეგაციას ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი ფორმატის მომზადება-ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები შედეგს გამოიღებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის პოლიტიკური ურთიერთობები გადაითარგმნება კონკრეტულ წარმატებაში”, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრობის განმტკიცება და ქრისტიანული წარსული არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს მომავალი ურთიერთობები.
“ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ გითხრათ, რა მიზეზით ჩამოვედით საქართველოში - ჩვენ გვინდოდა, პატივი გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მიერ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. თქვენ ნამდვილად ხართ შორს უნგრეთიდან და საკმაოდ დიდია ეს გეოგრაფიული დისტანცია, მაგრამ არანაირად არ ვგრძნობთ, რომ უცხო მიწაზე ვართ. ნამდვილად მიგვაჩნია, რომ სახლში ვართ. ეს არის იმის გამო, რომ ძალიან კარგად გვიმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა და მისმა კაბინეტმა. ასევე იმიტომ, რომ სახლში ვგრძნობთ თავს; ვიზიარებთ იმ ხალხის ბედს, რომელთაც რთული წარსული ჰქონდათ, საკუთარი ენა აქვთ, მაგრამ ორივეს ძალიან ოპტიმისტური მომავალი აქვთ. ჩვენ თქვენნაირად ვგრძნობთ თავს, ამიტომ, გვიხარია საქართველოში ყოფნა, თქვენთან მეგობრობის განმტკიცება და ეს ქრისტიანული წარსული არის ის საფუძველი, რომელსაც გვინდა დავაშენოთ მომავალი. ბევრი ასეთი ქვეყანა აღარ არის დარჩენილი დღესდღეობით. ამიტომ, ჩვენ ერთნაირად მოაზროვნე ქრისტიანული ერები ვართ და ბევრი გასაკეთებელი გვაქვს ერთდროულად. საბოლოო ჯამში, ბატონო პრემიერო, ჩამოვედით იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური მრწამსი ის არის, რომ ევროპა უნდა დაუკავშირდეს კავკასიას, რაც ისტორიული ამოცანაა. ევროპულ ოჯახს სჭირდება კავკასია და კავკასიელ ერებს − ევროპა. მართალი რომ გითხრათ, ევროკავშირს არ აქვს მომავალი, თუ არ იქნება დაკავშირებული ენერგეტიკულად, ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად კავკასიასთან. ისტორიისა და საერთო ფასეულობების, ამ გეოპოლიტიკური სტრატეგიის გამო სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით და სამართლიან, დამსახურებაზე დაფუძნებულ მოპყრობას მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისადმი − თქვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი!”, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
კომისიის სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ხელი მოეწერა ათ დოკუმენტს, მათ შორის „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას”. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა − ირაკლი ღარიბაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა − ვიქტორ ორბანმა მოაწერა.
გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა − მარტონ ნოჯიმ.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგრეთვე − საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა − ლაშა ხუციშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა − მიჰაი ვარგამ მოაწერა.
ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა − ჯუანშერ ბურჭულაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა − კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა − რატი ბრეგაძემ.
უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა − ბენცე ტუჟონმა მოაწერა.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა.
უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა − შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა − იანოშ ჩაკიმ მოაწერეს.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2024-2026 წლებისთვის „STIPENDIUM HUNGARICUM“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა − გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ.
უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა − პიტერ სიიარტომ მოაწერა.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა − ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა − ჩაბა ლანტოშმა მოაწერა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


