თამარ ჩიბურდანიძე: სხვა რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პრეზიდენტმა? კაცს ხომ არ მოკლავდა? ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლებოდა ჩაედინა, ჩაიდინა - რაზედაც ფიცი დადო, ის დაარღვია
თამარ ჩიბურდანიძე
ფოტო: ხალხის ძალა
სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს (ამხელა რანგის ინსტიტუტს) დეპუტატებს და ამ დროს, თან ითხოვდა პატივისცემას მის მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. წარმოიდგინეთ, გუშინ პრეზიდენტის როგორ პარადოქსულ სიტუაციაში იყო, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა.
როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, არავის არ უნდა დაავიწყდეს, სალომე ზურაბიშვილი ის პრეზიდენტია, რომელსაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაუდგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია.
„იცით რა იყო პარადოქსული? სალომე ზურაბიშვილი საუბრობდა და შეურაცხყოფას აყენებდა საკონსტიტუციო სასამართლოს (ამხელა რანგის ინსტიტუტს) დეპუტატებს და ამ დროს, თან ითხოვდა პატივისცემას მისი მიმართ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. წარმოიდგინეთ, გუშინ პრეზიდენტის როგორ პარადოქსულ სიტუაციაში იყო. ძალიან დიდი ხანია რაც იგი საქართველოში ჩამოვიდა, მას შემდეგ ვუყურებ, ვიცნობ კიდეც და სიმართლე გითხრათ, მე ასეთი აღელვებული და განერვიულებული პრეზიდენტი არ მინახავს, ის იყო აბსოლუტურად წყობიდან გამოსული, რაც ბუნებრივია.
მაგრამ მე მაქვს კითხვა - არ ელოდა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას? რა იყო მოულოდნელი ამ ვერდიქტში? როდესაც ვუსმენდით და ვუყურებდით ყველანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს, რომელიც საჯარო და ღია იყო ყველასთვის, პირველკურსელებისათვისაც მარტივად გასაგები იყო, ის რასაც იქ ამბობდნენ. თავად პრეზიდენტის წარმომადგენლებმა - ჩუგოშვილმა და კოპალეიშვილმა, თავიანთი გამოსვლებით დაადანაშაულეს პრეზიდენტი. მათი გადმოცემით, რასაც ისინი ჰყვებოდნენ და რა ფაქტებიც მოჰყავდათ, პირველ რიგში, თავად გამოუტანეს ვერდიქტი პრეზიდენტს და თავად თქვეს, რომ ფაქტობრივად, პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.
სასამართლოს ვერდიქტამდე გამოიტანეს მათ განაჩენი, თავიანთი წამგზავნელისგან, ეს იყო ყველაზე სასაცილო იმ პროცესებში.
ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იცით რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე მაგალითად, არ მახსოვს, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია ოდესმე ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო, თავისი სათქმელი ეთქვა, რომ განსაკუთრებული გადაწყვეტილება მიეღო და დაგვენახა, გარდა იმისა, რაც ფურცელზე წერია, რომ ეს არის კონსტიტუციის დამცველი და ყველაზე მაღლა მდგომი სასამართლო. პირველად ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თურმე ჰქონია ფუნქცია და მან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კონსტიტუციის დარღვევა არ აპატია თვით კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით ყველაზე მაღალ პირს - პრეზიდენტს და გამოუტანა დადანაშაულების ვერდიქტი.
რა მოხდება ხვალ პარლამენტში? ეყოფათ თუ არა ხმები, დარჩება თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მე მაგალითად, მის ადგილზე რომ ვიყო, ძალიან შემრცხვებოდა. თუმცა გავანებოთ თავის სალომე ზურაბიშვილს და შიდა პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც ნამდვილად არ აქვს თავმოყვარეობა (ამ ოპოზიციის დიდ ნაწილზე ვსაუბრობ და არა ყველაზე). მე მაინტერესებს, საერთაშორისო ორგანიზაციები, უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო ეს პოლიტიკური ლიდერშიპი, რომელთა დიდი ნაწილი ოპოზიციის ლობისტები არიან, რომელი გაბედავს, რომელს ეყოფა ვაჟკაცობა და ბრალდებულ პრეზიდენტთან ისევ დაიწყებენ პოლიტიკურ ურთიერთობას.
რა თქმა უნდა, მათ ექნებათ მიზეზი და იტყვიან, რომ ის პრეზიდენტია, მას იმპიჩმენტი ვერ მოუწყვეს (თუკი ხვალ ხმები არ ეყოთ პარლამენტში) მაგრამ ეს ის პრეზიდენტია, რომელსაც ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ დაუდგინა, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია. სხვა რა დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს პრეზიდენტმა? კაცს ხომ არ მოკლავდა? ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლებოდა ჩაედინა, ჩაიდინა - რაზედაც ფიცი დადო, ის დაარღვია“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 10:25
სამართალი
პოლიციამ თბილისში მძევლად ხელში ჩაგდებისა და ყაჩაღობის ბრალდებით 7 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოსა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული 7 პირი დააკავეს.
03 აპრილი 2026, 10:17
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 10:08
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:54
მსოფლიო
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა თანამდებობა დატოვა
აშშ-ის სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა, გენერალმა რენდი ჯორჯმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას პენტაგონის წარმომადგენელი, შონ პარნელი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:40
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2004 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ი. ცხელ კვალზე დააკავეს.
03 აპრილი 2026, 09:32
მსოფლიო
ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ ემუქრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით კიდევ ერთხელ დაემუქრა და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ მოუწოდა.
03 აპრილი 2026, 09:25
საზოგადოება
სეს: ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, ზუგდიდში დააბრუნებენ. ძაღლები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან აბაშაში და ვანშიც
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების მიზნით ზუგდიდიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველებიდან თავშესაფარში დარჩენილია მხოლოდ 17, რომლებსაც დღეს, 3 აპრილს, ზუგდიდში დააბრუნებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 09:10
მსოფლიო
რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში
ისრაელში ღამით საჰაერო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული. თელ-ავივის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფარში გაატარა. ისრაელზე იერიშები ირანის პარალელურად „ჰუსიტებმაც“ მიიტანეს და განაცხადეს რომ თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“იყო კოორდინირებული.
03 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა
გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 08:59
საზოგადოება
„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.
03 აპრილი 2026, 08:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ
ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:35
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს
გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.
03 აპრილი 2026, 08:27
საზოგადოება
მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან
„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.
03 აპრილი 2026, 08:21
საზოგადოება
დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
დღეს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.
03 აპრილი 2026, 08:12
პოლიტიკა
სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა
03 აპრილი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.
03 აპრილი 2026, 02:27
მსოფლიო
TIME: ტრამპი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება
დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა ირანის ომის მესამე კვირას, როდესაც მისი ყველაზე სანდო მრჩევლების ჯგუფი არასასიამოვნო ამბის მისატანად მივიდა - მისი დიდი ხნის სოციოლოგი, ტონი ფაბრიციო ატარებდა კვლევებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, - წერს ამერიკული ჟურნალი TIME-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მიერ ირანის ომიდან გამოსავლის ძიების შიდა სამზარეულო“.
03 აპრილი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ისრაელზე: ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი - ისინი გაჩერდებიან მაშინ, როდესაც მე გავჩერდები
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა TIME-თან ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა.
03 აპრილი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე
გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
03 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები
დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.


