ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი თავისი ტექსტით გუშინ გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე
ფოტო: ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის ტექსტი კიდევ ერთხელ შეაფასა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა იყო არა მარტო შეურაცხმყოფელი ინსტიტუტების მიმართა, არამედ ზრდილობის ზღვარს მიღმა გადასულ პასაჟებს შეიცავდა.
„განსაკუთრებით მძიმე იყო ის პასაჟი, რომელიც უკავშირდებოდა შვილების თემას. ყველაზე საინტერესო იყო, რომ, მოგვიანებით ვნახე, ის ამას კითხულობდა. შეიძლება, რაღაც წამოგცდეს, როგორც მაგალითად, ანა ნაცვლიშვილს წამოსცდა ორიოდე თვის წინ, მაგრამ ეს იყო დაწერილი ტექსტი, პავლიკა მოროზოვის ტექსტი მას ჰქონდა დაწერილი ქაღალდზე და ამას კითხულობდა. სინამდვილეში, გუშინ თავისი ტექსტით სალომე ზურაბიშვილი გამოგვეცხადა, როგორც პავლიკა მოროზოვი, რომელმაც გაყიდა ნიკო ნიკოლაძე. ეს იყო ამ ტექსტის ერთადერთი რელევანტური შეფასება“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია კი 90-მა დეპუტატმა გაიარა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია - ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 23:33
მსოფლიო
კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.
22 სექტემბერი 2026, 23:25
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს
იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.
22 სექტემბერი 2026, 23:09
საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე: აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები
აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.
22 სექტემბერი 2026, 22:52
სამართალი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.
22 სექტემბერი 2026, 22:48
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც, დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან
„მათ მთლიანად ჩამოიხსნეს ნიღაბი და წარმოაჩინეს ანტიქართული, ანტიეროვნული, უსამშობლოო სახე, რაც სინამდვილეში საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად იცის. ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდება მათი განულებით და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
22 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს შეხვდნენ. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან უკრაინაში Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს.
22 სექტემბერი 2026, 22:08
მსოფლიო
ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის - მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“.
22 სექტემბერი 2026, 22:02
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება, ევროკავშირის დამცირება და ევროპელებს შორის განხეთქილება
უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ.
22 სექტემბერი 2026, 21:58
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა
აღმაშფოთებელია, რომ ასე ფარულად, მალულად და როგორც ჩანს კანონის დარღვევით ხდება საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.
22 სექტემბერი 2026, 21:43
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ბელგიაში ვიზიტზე: გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში
გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და მკაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ დღევანდელი არსებული მდგომარეობა არ არის არც ჩვენს ინტერესში და არც ევროკავშირის ინტერესში, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო დელეგაციის ბელგიაში ვიზიტთან დაკავშირებით.
22 სექტემბერი 2026, 21:37
მსოფლიო
POLITICO: რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება
რუსეთის ორ ყველაზე მდიდარ ადამიანს, შესაძლოა, მალე კვლავ მიეცეს ევროკავშირში თავისუფლად ოპერირების უფლება, - წერს გამოცემა POLITICO.
22 სექტემბერი 2026, 21:16
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სერბეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „ახალი ერა“
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სვეტოზარ მილეტიჩის ფონდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში - „ახალი ერა“, რომელიც სერბეთში გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 21:14
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
22 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
რუბიო: ტრამპი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის ღიაა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ზოგადად ღიაა „ყველასთან“ შეხვედრისთვის, მათ შორის ირანის პრეზიდენტთან, მასუდ პეზეშკიანთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ტელეკომპანია NBC News-ის ეთერში განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 21:05
ეკონომიკა
ყურძნის კონდიციურობის მიხედვით ახალი ფასები განისაზღვრა - სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს. ცვლილებები შევიდა დაბალკონდიციური ყურძნის ფასებშიც. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
22 სექტემბერი 2026, 21:03
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩმა „კორძის“ კონცერტის შესახებ „ქრონიკის“ კითხვას არ უპასუხა და გადაწყვეტილებას არ გაემიჯნა
ევროკავშირის ელჩი „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. პაველ ჰერჩინსკი საუდის არაბეთის სამეფოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე - კითხვა, რომელიც „კორძის“ კონცერტს და ევროკავშირის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ელჩმა უპასუხოდ დატოვა. ის ამ გადაწყვეტილებას არ ემიჯნება.
22 სექტემბერი 2026, 21:03
საზოგადოება
ბავშვების თემით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია - დედაქალაქის მერი საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გახმიანებულ ცილისწამებას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბაღების შემოწმებას განაგრძობს. ინსპექტირების ჯგუფები ამოწმებენ საკვებ პროდუქტებს და ბაღებისთვის სურსათის მიმწოდებელი კომპანიების პროდუქციას.
22 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 20:55
პოლიტიკა
ახალაიას მეუღლე „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოში, ჩერგოლეიშვილის ბრალდებები კუპრაძეს, დაპირისპირება აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებს შორის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა და განმარტა, რომ შეთავაზება ლევან ხაბეიშვილისგან მიიღო. ოპოზიცია კი ისევ ურთიერთმხილების რეჟიმშია. არ დაგვავიწყდეს ნაყიდი, ყალბი პოლიტიკის და ნაყიდი, ყალბი ტელემედიის შედეგი. ათობით უდანაშაულო, გაბრიყვებული ადამიანი ციხეში და რეჟიმის ყიჟინი მონანიებაზე.
22 სექტემბერი 2026, 20:54
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
გენერალური დებატების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი თემაა - “ნდობის აღდგენა, ტრანსფორმაციის მართვა: გაერო, რომელიც ყველასთვის შედეგიანად მუშაობს”.


