imedi /  20 ოქტომბერი 2023, 16:47 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ექნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მით უკეთესი იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წელს მიღებულ რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, იაპონიასთან და კორეის რესპუბლიკასთან საგარეო, ეკონომიკური, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. ამ ტექსტით პარლამენტმა დაავალა მთავრობას, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმუშაოს ამ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველო-ჩინეთთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

მისი თქმით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ისედაც ჰქონდა ღრმა პარტნიორული ურთიერთობა. მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც გულისხმობდა, რომ ახალ დონეზე აგვეყვანა ეს ურთიერთობა. „ის რომ მთავრობას სჭირდებოდა ამის პარლამენტთან შეთანხმება - არის უადგილო, რადგან პარლამენტს მთავრობისთვის ეს პირდაპირ ჰქონდა დავალებული“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, ჩინეთთან ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას გააჩნია სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიული შეთანხმებები.

„ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა ეს არის ნიშნავს, რომ ერთადერთი პრიორიტეტია. ჩვენი პრიორიტეტი ასევე არის არაღიარების პოლიტიკა, დეოკუპაცია, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაცია საქართველოს ინტერესებისთვის და ასევე, სხვადასხვა რეგიონთან პარტნიორობის განვითარება, რაც ასევე ღიად გვიწერია საგარეო პოლიტიკის რეზოლუციაში და ეს არ ეწინააღმდეგება არც ევროკავშირში და არც ნატო-ში გაწევრიანების მიზანს“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ დატოვა 17+1 ინიციატივა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი და ეს ინტერესი გადის შუა დერეფანზე და ანაკლიის პორტზე.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის გამოხატული ნება არის, რომ ვიმუშაოთ 2030-ის მდგრადი განვითარების მიზნებზე, რაც შეთანხმებაშია ჩაწერილი.

საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირსა და ჩინეთს, ასევე აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არის უწყვეტი ზრდა და ჩინეთი ევროკავშირისთვის არის მესამე უმსხვილესი პარტნიორი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.

„ჩინეთთან არათუ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, არამედ პოლიტიკურ ურთიერთობებზეც არავინ ამბობს უარს და „ნიანგის ცრემლების“ ღვრა იმაზე, რომ საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით ევროპულ კურსს გადაუხვია, აზრსა და ლოგიკას მოკლებულია. ასევე, აზრს მოკლებულია ის, რომ ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. პირიქით, რაც უფრო მეტი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ექნება საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მით უკეთესი იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, მულტივექტორული პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვამბობთ ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებაზე.

„ევროკავშირი მსოფლიოს ხედავს სწორედ მულტილატერალიზმის პრინციპით და სწორედ მულტილატერალიზმზე დაფუძნებული მსოფლიო დღის წესრიგისკენ მიილტვის, შესაბამისად, ჩვენ ევროკავშირის პოლიტიკასთან არათუ აცდენა გვაქვს, არამედ სწორედ ვეხმიანებით ამ პრინციპს. ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პრიორიტეტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე, არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. მაშინ როდესაც, ხუთიდან ერთი წევრი უხეშად არღვევს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გვჭირდება ყველა დანარჩენი წევრის მხარდაჭერა, მანამ სანამ მოხდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირება“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულების გარდა, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობა.

„ჩინეთი არის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე და პარტნიორი. ტერიტორიული მთლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩინეთთან ძალიან აქტიური და მჭიდრო ურთიერთობები“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ყველა სიახლე

თაკო ჩარკვიანი

28 აგვისტო 2026, 22:46

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი ჩერგოლეიშვილზე: ეს ფეიკ „ოპო“-ბოკერიას ცოლი, თავად გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს“, ბედავს და ახალგაზრდებს ამუნათებს- მთელი ცხოვრება გაჰკივიან დასავლეთი გვინდაო და მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ

ჩერგოლეიშვილი, ახალგაზრდებს ამუნათებს - შეწყალებაზე რომ დათანხმდენენ ეს ოცნებას გაუხარდებაო, ანუ თავად “ეს „გაზპრომს რომ ბიზნესი მიჰყიდა და პირდაპირ პუტინის „მაყუთით гулян-კობს”, ეს „საბოტაჟნიკი“ ცოლ-ქმარი, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში. ჩარკვიანი ჩერგოლეიშილი-ბოკერიაზე ამბობს, რომ სინამდვილეში ისინი მუდამ რუსულ საქმეს აკეთებენ.

ეთერ ლიპარტელიანი

28 აგვისტო 2026, 22:37

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ლოზანის „გრანდ სლემის“ ფინალში ეთერ ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკე დაამარცხა.

28 აგვისტო 2026, 22:32

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მონტენეგრო დაამარცხა

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მონტენეგროს ნაკრებს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 101:74 დაამარცხა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 აგვისტო 2026, 21:58

მსოფლიო

დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:42

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:35

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.

გვიდო კროზეტო მიხაილო ფედოროვი

28 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.

28 აგვისტო 2026, 21:13

კულტურა

ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.

28 აგვისტო 2026, 21:11

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

კირილო ბუდანოვი

28 აგვისტო 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.

28 აგვისტო 2026, 20:53

მსოფლიო

ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა

ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.

28 აგვისტო 2026, 20:47

საზოგადოება

ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.

გორდონ ბრაუნი

28 აგვისტო 2026, 20:47

მსოფლიო

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია

უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

28 აგვისტო 2026, 20:45

რეგიონი

მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

28 აგვისტო 2026, 20:35

საზოგადოება

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.

28 აგვისტო 2026, 20:31

რეგიონი

ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

28 აგვისტო 2026, 20:29

მსოფლიო

Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

28 აგვისტო 2026, 20:28

სამართალი

ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

28 აგვისტო 2026, 20:21

რეგიონი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.

28 აგვისტო 2026, 20:15

პოლიტიკა

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.