ანა წითლიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა, რომ ვუფრთხილდებით ჩვენგან წასულ ადამიანებს. სათქმელი იმდენი გვაქვს, მათ შორის დეკანოიძეზე, რომ შეიძლება არასდროს ჰქონდეთ სურვილი პოლიტიკური განცხადება გააკეთონ
ანი წითლიძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
როდესაც პარტიიდან მიდიხარ მერე უნდა გეყოს თავმოყვარეობა, რომ მსგავსი განცხადებები არ გააკეთო, თუ არადა უნდა გახსოვდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც პირადად შემსწრენი არიან ბევრი რაღაცის ამ პარტიაში და დღეს თუ ხმამაღლა საკადრის პასუხს ამაზე არ სცემენ არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდა გადატრიალება და თუ რამე დაზიანდა ამით, ეს იყო პროდასავლური ფლანგი და პირადად მიხეილ სააკაშვილი“.
როგორც წითლიძემ აღნიშნა, ხატია დეკანოიძეს პირადი წყენები არ უნდა აძლევდეს იმის თქმის უფლებას, რაც თქვა.
„ვთვლი, რომ ხატიას პირადი წყენები არ უნდა აძლევდეს იმის თქმის უფლებას, რაც ახლა თქვა. ალბათ ამის დროც დადგება, რომ კიდევ უფრო მეტს ნახავს ამომრჩეველიც და სხვაც. დღეს იცით რა არის ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ სიმძიმე?- არის პირადი პოლიტიკური ამბიციები, რომელიც უადგილოა მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას.
„ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომ ხშირ შემთხვევაში ვუფრთხილდებით ადამიანებს. იმ ადამიანებს, ვინც უსამართლოდ თავს ესხმიან „ნაციონალურ მოძრაობას“ მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულებს. ვუფრთხილდებით და ვითვალისწინებთ ჩვენს ამომრჩეველს, ვუფრთხილდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც არის ციხეში. ვუფრთხილდებით და კარგად ვაცნობიერებთ, რომ მოწინააღმდეგე არის “რუსული ოცნება” და არა ერთმანეთი, თორემ სათქმელი იმდენი გვაქვს, მათ შორის, კონკრეტულად ხატიასთან დაკავშირებითაც, რომ შეიძლება არასდროს ჰქონდეთ მათ სურვილი რამე ტიპის პოლიტიკური განცხადება გააკეთონ“-განაცხადა ანა წითლიძემ.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 14:43
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა
მინისტრს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპატრულო პოლიციის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.
02 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ნინო ენუქიძე: აქტიური პრივატიზაციის პროცესის შედეგად 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით, 170%-ით შესრულდა
2026 წლის იანვარ-მარტის საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააკეთა.
02 აპრილი 2026, 14:40
საზოგადოება
დეკანოზი ლევან ალადაშვილი: პატრიარქის არჩევა მოხდება წმინდა სინოდის წევრების მიერ და ეს მათი გადასაწყვეტია - პატრიარქის ფაქტორი, მისი ანდერძი, მისი არჩევანი, ალბათ, დიდწილად გათვალისწინებული იქნება.
პატრიარქის ეს გადაწყვეტილება შემდეგ განმტაცებდა, როდესაც მან რამდენიმეგზის მეუფე შიოს მან მადლობა გამოუცხადა იმის გამო, თუ როგორ უძღვებოდა ის მის მიერ დაკისრებულ მოვალეობას, - განაცხადა დეკანოზ ლევან ალადაშვილმა საპატრიარქოში ხვალ გასამართ წმინდა სინოდის სხდომაზე საუბრისას.
02 აპრილი 2026, 14:30
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი
ჩვენ გუშინ ვხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
02 აპრილი 2026, 14:28
მსოფლიო
Reuters: ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ნატოდან გასვლის მუქარის ფონზე, მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მოკავშირეების მწვავე კრიტიკისა და ალიანსიდან გასვლის მუქარის ფონზე, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონში მიემგზავრება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:28
საზოგადოება
თბილისის მერი გლდანის მეორე მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
გლდანის მეორე მიკრორაიონის N36-N37 კორპუსების მიმდებარედ ადგილობრივმა გამგეობამ სკვერის მოწყობა დაიწყო. სამუშაოები 3 000 კვ.მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.
02 აპრილი 2026, 14:24
თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, თურქეთის შეიარაღებული ძალების კიბერთავდაცვის სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა
თურქეთის კიბერთავდაცვის სარდლობის მეთაურს, პოლკოვნიკ მეთინ დურმაზსა და კიბერმხარდაჭერის ბატალიონის მეთაურს, მაიორ ჩაღრი ქაიოღლუს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე შეხვდნენ.
02 აპრილი 2026, 14:23
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს. მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ანანიძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
02 აპრილი 2026, 14:22
რეგიონი
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ქალაქში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ბათუმის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რათა ტურისტულ სეზონს ქალაქი გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდეს.
02 აპრილი 2026, 14:21
სამართალი
ემზარ გაგნიძე: კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, რადგან ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვება სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველა მეწარმესა თუ საჯარო მოხელეს - კეთილსინდისიერად განახორციელონ საქმიანობა, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
02 აპრილი 2026, 14:17
პოლიტიკა
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს მოუსმინეს
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებულ საიდუმლო საქმიანობასა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
02 აპრილი 2026, 14:13
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო
შოთა რეხვიაშვილმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გოჩა ქავთარაძესთან და ახალგორის გამგებელთან გელა შერმადინთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.
02 აპრილი 2026, 14:12
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: არცერთი ბრალდება, მუქარა ან ცილისწამება, რომელიც მიმართულია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებს საკუთარ მოვალეობას, არ დარჩება რეაგირების გარეშე
შინაური ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა უკვე ერთი წელია წარმატებით მიმდინარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
02 აპრილი 2026, 14:10
რეგიონი
რუსთავში ახალი პარკის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
პროექტის მიხედვით უნდა მოეწყოს, ასევე, არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.
02 აპრილი 2026, 14:08
სამართალი
სუს-ის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტები გამოვლინდა.
02 აპრილი 2026, 14:05
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და შვეიცარიულ აგრარულ სკოლას „კავკასია“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრარულ სექტორში ახალი შესაძლებლობების შექმნას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების უზრუნველყოფას, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 14:03
პოლიტიკა
კახა კალაძე შვეიცარიის ფედერალური საბჭოს გადაწყვეტილებაზე: როდესაც საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, პასპორტების თემა უადგილოა
„ქართული ოცნება“ არის ის ხელისუფლება, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და იცავს ქართველ ხალხს. მე დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ რომ არ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ყოფილიყო ის მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელიც დღეს ვითომ რაღაც ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი, საქართველოში გვექნებოდა უბედურება. შესაბამისად, ხალხი ამას ხედავს და აანალიზებს, აფასებს და შემდეგ არჩევნებზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მარტივი მოცემულობა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს გარედან და დავალებების მიცემით, თითის ქნევით ვიღაცა თავს დახრის და სისულელეებს გააკეთებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯებს, ეს არ მოხდება. ეს ყველამ უნდა გაიგოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
02 აპრილი 2026, 14:02
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-თან ურთიერთობაზე: მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან
„მოლოდინი გულისხმობს იმას, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან - საქართველოს ხელისუფლება მზადაა ამისთვის“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რას გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კონტექსტში გამოთქმული პოზიტიური მოლოდინი, რომელზეც მერმა გუშინ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.
02 აპრილი 2026, 14:01
პოლიტიკა
კახა კალაძე: მიუსაფარ ცხოველებს ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს და ამ საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები სიცრუეს მიზანმიმართულად ავრცელებენ.
02 აპრილი 2026, 14:00
პოლიტიკა
ვარლამ წიკლაური ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაში მონაწილეობდა
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარული სესია დასრულდა, რომელშიც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ქართულ დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


