24 ოქტომბერი 2023, 17:38 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტებისთვის უცხოელი დონორების ფინანსებით ჯარიმის გადახდაზე: ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს აძლევს პირდაპირ კარტ-ბლანშს ძალადობისთვის

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ეს ორგანიზაცია აფინანსებს „სირცხვილიას“ და მის იმ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას და ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, აი, ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და რომლებიც ძალადობენ აქციების დროს, აძლევს პირდაპირ კარტ-ბლანშს ძალადობისთვის, რაც თავისთავად არ ემსახურება ქართველი ხალხის სიკეთეს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტებისთვის უცხოელი დონორების ფინანსებით ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.

„უკვე მერამდენე სკანდალია, რომელშიც USAID-ი ეხვევა და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი განვითარების სფეროში და ძალიან კარგად ვიცი, თუ რა როლი აქვს ამერიკულ დახმარებას საქართველოში. სამწუხაროა, რომ როგორც ჩანს, რამდენიმე ჩინოვნიკი ადგილზე USAID-ში ასე უდიერად ეპყრობა იმ კეთილ სახელს, რომელიც ამერიკელი ხალხის დახმარებას აქვს საქართველოში და განმარტებებსაც არ ვისმენთ, რაღაც ერთწინადადებიანი განცხადებები, რომელიც წერილობით ქვეყნდება ხოლმე. დღემდე არ არის პასუხი, თუმცა ამ შემთხვევაში პასუხის არქონაც დადასტურება არის, რომ 2020 წლის არჩევნებში USAID-ი ერეოდა არჩევნებში იმით, რომ მისი დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებდა ყალბ შედეგებს პარალელური დათვლისა, ხოლო თავად USAID-ის ჩინოვნიკებმა იცოდნენ ეს და უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას. ამ კითხვას მე არ შევეშვები და რა თქმა უნდა ამაზე პასუხი საჭიროა მათი მხრიდან, თუმცა, კიდევ ერთხელ, დუმილიც რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში დადასტურება არის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი დაფინანსებით ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ სიტუაციას, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული შეკრული წრეა. ერთი მხრივ ხდება დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ უფრო რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ. შემდეგ ხდება მათი მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება და გვახსენდება ჩვენ განცხადებები ამ დროს სხვადასხვა უცხოელი აქტორების მხრიდან და საბოლოო ჯამში, ხდება მათი მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს. ეს არის, რეალურად ასეთი პროექტები, თუ ასეთი დაფინანსებები, ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ველით ჩვენ განმარტებებს, როგორც USAID-ის მხრიდან, ისე განსაკუთრებით გამოჩნდა ახლა კიდევ ერთხელ EED- ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც საქართველოში ფარულად მოღვაწეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი დაფინანსებები ასე შემთხვევით თუ გავიგებთ ხოლმე, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მალავდა, რომ მას ჰქონდა ამ ორგანიზაციის EED-ის დაფინანსება, მალავდნენ და მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გახდა ცხადი, რომ ასეთი პროექტები აქვს, მხოლოდ მას შემდეგ აღიარეს, რომ აქვთ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსება. ეს კიდევ უფრო უცნაური და ძალიან გულდასაწყვეტი საკითხია, როდესაც ერთი მხრივ, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს დეპოლარიზაციისკენ და მეორე მხრივ, ევროკავშირის ფული, მისი დაფუძნებული ორგანიზაცია EED-ის მეშვეობით, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ფულს, აი ეს ფული საქართველოში იხარჯება ექსტრემიზმის წახალისებაში. მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ევროკავშირის ამ ფონდის დაფინანსებას იღებს „დროა“, რომელიც არის არჩევნების უარმყოფელი ჯგუფი და ამავე დროს რადიკალიზმით გამოირჩევა. ამ ორგანიზაციამ გადაიხადა პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელიას გირაო. ეს ორგანიზაცია აფინანსებს „სირცხვილიას“ და მის იმ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზებას და ეს ორგანიზაცია, როგორც აღმოჩნდა, აი ამ ადამიანებს, რომლებიც არღვევენ კანონს და რომლებიც ძალადობენ აქციების დროს, აძლევს პირდაპირ კარტ-ბლანშს ძალადობისთვის, რაც თავისთავად არ ემსახურება ქართველი ხალხის სიკეთეს და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ევროკავშირის მხრიდანაც გვქონდეს განმარტებები, მათ შორის, წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, ევროკავშირის საელჩოს მხრიდან გვქონდეს განმარტებები რასთან გვაქვს საქმე. ეს ფარული დაფინანსებები საქართველოში რამდენად ჯდება ევროკავშირის ღირებულებებში და განსაკუთრებით, როდესაც ფული მიდის რადიკალურ ჯგუფებში, ემიჯნება ამას თუ არა ევროკავშირი, თუ ეს არის ის დაფინანსება, რომელიც ფიქრობენ, რომ არის სწორი.
კიდევ ერთხელ, ნებისმიერი ეს ცენტი დახარჯული საქართველოში არის ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ და რაც მთავარია, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ დახარჯული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2026, 15:30

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

რევაზ სოხაძე

18 ივლისი 2026, 15:23

რეგიონი

რევაზ სოხაძე: გზა შეიძლება, გაიხსნას ადრე ან გაიხსნას სწორად - ჩვენ ყოველთვის სწორ გზას ვირჩევთ

დღეს გავხსენით მორიგი 6-კილომეტიანი მონაკვეთი იმ მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს მომავალს განსაზღვრავს. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს სტრატეგიული ინფრასტუქტურა, უკეთესი ცხოვრების, რეგიონებში ახალი სიცოცხლის გაჩენის და ბიზნესის უკეთეს პირობებში კეთების შესაძლებლობად იქცა, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

საბა სვანიძე

18 ივლისი 2026, 15:23

ეკონომიკა

საბა სვანიძე: გასულ წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროში გავიარე სტაჟირება, რის შემდეგაც საავტომობილო გზების დეპარტამენტში დავსაქმდი, დღეს იმ ადამიანებთან ერთად ვმუშაობ, ვისგანაც პირველი პროფესიული გამოცდილება მივიღე და მიხარია, რომ უკვე რეალური პროექტების განხორციელებაში ვმონაწილეობ

დღეს ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომელი, მონაწილეობას მივიღებდი ახალი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაში, - განაცხადა საგზაო ინჟინერმა საბა სვანიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

თამარ იოსელიანი

18 ივლისი 2026, 15:20

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: მნიშვნელოვანია როგორც სარკინიგზო, ასევე სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის ისეთი შერწყმა, რომელიც იქნება ოპერირებისთვის ეფექტიანი და სწრაფი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება რეგიონისთვის წამყვანი სტრატეგიული ობიექტი

დღეის მდგომარეობით, ვმუშაობთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის გენგეგმის გადახედვაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

დიმიტრი სამხარაძე

18 ივლისი 2026, 15:09

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: ცალკეული პირები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას”უსამართლოდ აკრიტიკებენ, კვლავაც იღებენ დაფინანსებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდიდან - მქონდა შესაძლებლობა მეკითხა, პასუხი კი ისეთი მივიღე, როგორიც მხოლოდ სამშობლოს მოყვარე ადამიანს შეუძლია გასცეს:„ამ ხალხის ღვაწლი, ქვეყნის აღიარებაში შეტანილი წვლილი დასაფასებელია. როდესაც შესაძლებლობა გაქვს, უნდა დაეხმარო. მთავარი ეს არის და არა მისი პოლიტიკური გემოვნება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მისამართით გავრცელებულ მორიგ კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში “ქართული ოცნების” კრიტიკაში არიან, კვლავ იღებენ დაფინანსებას ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდიდან.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2026, 15:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სასტუმრო „საქართველოზე“: ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად - ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში მეწარმე სუბიექტები ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ მდარე მანიპულაციებს მიმართავენ კონკრეტული მედიასაშუალებები, თუმცა ამას მიჩვეულები ვართ როგორც „მონიტორისგან“, ისე „ტვ პირველისგან

ყველა ქონებრივი ობიექტი გადის აუქციონზე, არც ერთ შემთხვევაში არ ხდება პირდაპირი წესით ქონების გასხვისება და არავითარ შემთხვევაში არ ხდება სიმბოლურ ფასად - ყველაფერი გადის აუქციონზე და კონკრეტულ, გამჭვირვალე პირობებში მეწარმე სუბიექტები ყიდულობენ შესაბამის ობიექტებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2026, 14:58

პოლიტიკა

პრემიერი: როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, როდესაც უცხოური აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - „დიფ სთეითის“ ლოგიკით, შენს აგენტურას არ უნდა დაეხმარო, რომ ძლიერად არ იგრძნოს თავი

რეალურად არის ქვეყნები, რომელთა რეალური დახმარებაც შეუძლია ევროპულ ბიუროკრატიას, თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ. როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, შენ ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემიერი: როდესაც გინდა, დაეხმარო ქვეყანას, ფული უნდა ჩაასხა ამ ქვეყნის ეკონომიკაში, ეს ერთადერთხელ გააკეთა ამერიკის ძველმა ადმინისტრაციამ და ევროპულმა ბიუროკრატიამ 2009-2011 წლებში, როდესაც უცხოური აგენტურა, სააკაშვილის რეჟიმი იყო გადასარჩენი - „დიფ სთეითის“ ლოგიკით, შენს აგენტურას არ უნდა დაეხმარო, რომ ძლიერად არ იგრძნოს თავი

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2026, 14:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური თვალსაზრისით, ისე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ეკონომიკურ ჭრილში, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით ჩქაროსნული ავტომაგისტრალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ძალიან სწრაფი ტემპით გრძელდება, ჩვენ დღეს გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთი, მომავალი წლისთვის გაიხსნება უკვე მთლიანად ეს მაგისტრალი, რომელიც შეადგენს 52 კილომეტრს, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

18 ივლისი 2026, 14:46

თავდაცვა

საერთო საჯარისო ცენტრი დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, გრიგოლ გიორგაძემ პირად შემადგენლობას ცენტრის იუბილე მიულოცა, მის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამხედროების დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.

18 ივლისი 2026, 14:44

რეგიონი

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებით 6 კმ-იან მონაკვეთზე მოძრაობა გაიხსნა

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.

გურამ მაჭარაშვილი

18 ივლისი 2026, 14:40

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ქვეყანაა, აქედან გამომდინარე, გარკვეული დრო იყო საჭირო, რომ საქართველოსთან გადატვირთვის ურთიერთობები ნელ-ნელა დაწყებულიყო და ეს არის ზუსტად ბუნებრივი შედეგი

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელ წერილს ეხმიანება.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2026, 14:36

პოლიტიკა

პრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ურთიერთობები, აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან და ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ასეთი დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

ცოტნე ანანიძე

18 ივლისი 2026, 14:34

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: პრემიერისთვის გამოგზავნილი ტრამპის წერილით, ლამის „წერილი წაიღო” ოპოზიციამ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ.

მიხაილო ფედოროვი

18 ივლისი 2026, 14:30

მსოფლიო

The New York Times: ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკიმ პოლიტიკურ ასპარეზს ჩამოაშორა პოტენციური მეტოქე, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო

დრონების ომის პოპულარიზაციისკენ მიმართული თავდადებული ძალისხმევით, უკრაინის თავდაცვის ახალგაზრდა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა თავადაც ფართო აღიარება მოიპოვა - პოლიტიკური ანალიტიკოსებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებით, შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა მისი გადაყენება, როდესაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს სამხედრო მეთაურთან დაპირისპირებისას მის საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.

18 ივლისი 2026, 14:30

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი როტერდამის ნავსადგურის მართვის სისტემას, მულტიმოდალური ტერმინალების ოპერირებას და საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ლოგისტიკის ინტეგრირებულ მუშაობას გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ვიზიტის მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების ახალი მოდელის განხორციელების პროცესში მსოფლიოს საუკეთესო საპორტო გამოცდილებისა და საერთაშორისო პარტნიორების ექსპერტიზის გამოყენება.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2026, 14:22

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება, დაკავშირებადობის კუთხით ჩვენი ფუნქციის განვითარება და ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2026, 14:21

რეგიონი

ირაკლი კობახიძე: სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე

სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

18 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც, გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის

გარდა ეკონომიკური დატვირთვისა ჩქაროსნულ გზებს აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. ბუნებრივია გზები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან დასახლებებს და ეს ყველაფერი ქმნის განვითარების უკეთეს პირობებს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

18 ივლისი 2026, 14:03

რეგიონი

სამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება

პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწრებიან.

ირაკლი ნადარეიშვილი

18 ივლისი 2026, 13:35

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის

შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პასუხისმგებლიანი მმართველობისა და უსაფრთხოების გლობალურ დიალოგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.