25 ოქტომბერი 2023, 09:28 / სანდო წყარო

გურამ მაჭარაშვილი: ხათუნა სამნიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილი სტატუსის მოპოვებაში ხელს უშლის საქართველოს

გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

აქ რომ მოუწიათ აღიარება, სტატუსის გადავადებას რომ ითხოვდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ ევროკავშირში რას ეუბნებოდნენ საქართველოზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ხათუნა სამნიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელს უშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

მაჭარაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირები, ევროკომისრები და დასავლელი ლიდერები მხარდაჭერას ჰპირდებიან საქართველოს, ქართული ოპოზიცია კი ყველანაირად უშლის ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„სამნიძემ პირდაპირ თქვა, ოპოზიციის გარკვეული წარმომდგენლები ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსის გადავადება სჯობს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სჯობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა გადავადდეს, რადგან თურმე რაღაც პირობები გვქონია შესასრულებელი.
წარმოიდგინეთ, ევროკომისრები, მათ შორის, ოლივერ ვარჰეი, რომელიც არის ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, ამბობს, რომ საქართველოს მათგან ექნება მხარდაჭერა. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოს ექნება მხარდაჭერა. იმავეს ამბობენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ხოლო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება უნდა გადაგვივადდეს. ამ დროს პრეზიდენტი გვიმტკიცებს, რომ თურმე ის დადის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, მაშინ, როდესაც ის აშავებს თავის ქვეყანას. ოპოზიციაც გვიმტკიცებს, რომ თითქოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამ დროს თვითონვე პირდაპირ ეთერში საჯაროდ აღიარებენ, რომ ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხზე, ანუ ევროკავშირი ამბობს, რომ მხარს დაგვიჭერს, ხოლო ესენი ეუბნებიან, გადაგვივადეთო. ამაზე მეტი ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი ქმედება, რა უნდა იყოს. თან, პარლამენტში დებატებში გამოდიან და საუბრობენ საწინააღმდეგოს, რომ თურმე ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.
როგორც კი დარწმუნდნენ, რომ დიდი ალბათობით, მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, გადაგვივადეთ სტატუსის მოცემა, რადგან ჩვენ პირობებს არ ვასრულებთო. ეს არის მათი რეალური სახე. ამის შემდეგ თუ კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია არის მავნებლური პოლიტიკური ძალა და პირდაპირ, საჯაროდ ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს, ამის შემდეგ ასეთი ადამიანიც საკუთარი ქვეყნის მოღალატე იქნება. ეს ადამიანები, რომლებიც უცხოეთში დადიან თითქოსდა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ახლა გამოჩნდა, რისთვისაც იბრძოდნენ.
აქ რომ მოუწიათ აღიარება, სტატუსის გადავადებას რომ ითხოვდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ ევროკავშირში რას ეუბნებოდნენ საქართველოზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით? რეალობა არის ის, რომ რადიკალური ოპოზიციის გაკოტრებაზე საუბარიც აღარ არის. ის უბრალოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური არენიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ 2024-ში ქართველი ამომრჩეველი ამას გააკეთებს. ერთხელაც ვიტყვი, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას, ის პოლიტიკურად გაზრდილია - შეიძლება, „ხალხის ძალას“, ან „ქართულ ოცნებას“ არ უჭერდეს მხარს, მაგრამ ამ პოლიტიკურ მავნებლებს არ დაუჭერს მხარს, რადგან ყველამ დაინახა, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას კი არ ებრძვიან, არამედ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. თვეების განმავლობაში რომ ჭიკჭიკებდნენ, ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ და არ გვაინტერესებს ხელისუფლებაო, ახლა ხომ გამოჩნდა, რაზე იყვნენ წასულები უცხოეთში და რა ჰქონდათ გულში? ჰქონდათ ის, რომ მოხდეს რევოლუცია და ამ გზით შეცვალონ ხელისუფლება,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.სპორტის მინისტრი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მთამსვლელებს შეხვდა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ვეტერან მოყვარულ ალპინისტებს: ავთანდილ ჩხიკვაძეს (86 წელი), თამაზ შარაშენიძესა (69 წელი) და ვაჟა ჩაგელიშვილს (80 წელი) შეხვდა. შეხვედრაზე მყინვარწვერის ექსპედიციასა და ქართული ალპინიზმის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

25-30 აგვისტოს, ქართული ეროვნული ალპინიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის, 86 წლის ავთანდილ ჩხიკვაძის, ხელმძღვანელობით საქართველოს მოყვარული ალპინისტების რვაკაციანმა ჯგუფმა - ავთანდილ ჩხიკვაძე, თამაზ შარაშენიძე, ვაჟა ჩაგელიშვილი, ზურაბ ტაკიძე, გიორგი ბერიანი, დავით სალდაძე, ვასილ რევიშვილი, ლუკა კვარაცხელია - მყინვარწვერზე წარმატებული ექსპედიცია განახორციელა.

გარდა ამისა, სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, ქართული ალპინიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში მთამსვლელთა ფესტივალი გაიმართა. მყინვარწვერზე მასობრივი ექსპედიცია 3-7 ოქტომბერს მოეწყო და მასში 30 მთამსვლელი მონაწილეობდა.
ღონისძიებას 100-ზე მეტი სტუმარი ჰყავდა. ფესტივალი გრანდიოზული კონცერტით დამთავრდა.

შეგახსენებთ: წელს 100 წელი გავიდა მყინვარწვერზე ქართველთა პირველი ასვლიდან. ექსპედიციები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმს, 1923 წლის აგვისტოში - გიორგი ნიკოლაძის, ხოლო სექტემბერში ალექსანდრე დიდებულიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

ყველა სიახლე

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 08:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვაკეთში პრეზიდენტის ვიზიტზე: განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე გვექნება საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ზოგადად უსაფრთხოების გამოწვევებზე

სლოვაკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არის ძალიან დადებითი დინამიკა და ეს ვიზიტიც არის ერთ-ერთი გამოხატულება ამ დინამიკისა და ურთიერთობებისა, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ.

02 აპრილი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 აპრილს საქართველოში

2 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

02 აპრილი 2026, 08:20

რეგიონი

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მან დამსწრეებს დეტალურად გააცნო სემეკის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფი, ასევე ტარიფის სახელმწიფოს მიერ სუბსიდირების მოქმედი სქემა, რომელიც მიზნად ისახავს ფერმერების მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სარწყავი სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებულ საკითხებს და სარწყავი ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას.

02 აპრილი 2026, 08:18

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა თბილისში, გლდანის დიდი ტბის მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

02 აპრილი 2026, 08:06

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც ილია მეორის საფლავია, ხალხის ნაკადი არ წყდება - ტაძარი დილის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-16 დღეა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის მოსახსენიებელი პანაშვიდი ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მიხეილ ყაველაშვილი

02 აპრილი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები სლოვაკეთთან. რა თქმა უნდა, პოტენციალი ბევრად უფრო მეტია. გვექნება შეხვედრები სლოვაკეთის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. იქნება შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან და ვიცე პრემიერთან, სადაც იქნება განხილული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.

02 აპრილი 2026, 07:09

მსოფლიო

NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ

NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:56

მსოფლიო

ტრამპი მაკრონზე: მას ცოლი საშინლად ეპყრობა - ის ჯერ კიდევ ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან გონს მოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირად სადილზე ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს, ბრიჟიტ მაკრონს დასცინა. მან მკაცრად გააკრიტიკა ნატოს მოკავშირეები იმის გამო, რომ ისინი არ ჩაებნენ ირანის წინააღმდეგ ომში.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:32

მსოფლიო

ტრამპი ამერიკელებს ირანში მიმდინარე ომზე: ეს არის ნამდვილი ინვესტიცია თქვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვისას ირანთან მიმდინარე კონფლიქტი თანამედროვე ისტორიის სხვა დიდ ომებს შეადარა. პრეზიდენტი შეეცადა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ამერიკელები, რომ სამხედრო მოქმედებები რეალურად მომავლისთვის გაღებული მნიშვნელოვანი „ინვესტიციაა“.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:17

მსოფლიო

ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოკავშირეებს მოუწოდა, ნავთობი აშშ-ისგან შეიძინონ და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის იმპორტს აღარ განახორციელებს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:11

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ უკიდურესად ძლიერად დავარტყამთ მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში - ჩვენ მათ დავაბრუნებთ ქვის ხანაში, სადაც მათი ადგილია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ მზად არის „მომდევნო ორი-სამი კვირის“ განმავლობაში გააძლიეროს სამხედრო პასუხი ირანის წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 06:00

მსოფლიო

ტრამპი მოკავშირეებს: მიდით ჰორმუზის სრუტესთან, უბრალოდ აიღეთ იგი, დაიცავით და გამოიყენეთ თქვენთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებს დაეკისრებათ. მან მოუწოდა მათ, „მოიკრიბონ აქამდე დაგვიანებული სიმამაცე“ და სათავეში ჩაუდგნენ ოპერაციას ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან სანაოსნო გზაზე კონტროლის აღსადგენად.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 05:51

მსოფლიო

ტრამპმა ქვეყნისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელებს განუცხადა, რომ ირანის ომი „დასასრულს უახლოვდება“. მისი პროგნოზით, პროცესში ჩართულობა კიდევ ორიდან სამ კვირამდე გაგრძელდება.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია

წმინდა სინოდს აქვს ძალიან კარგი და ძლიერი ზურგი, ხალხის ზურგი იმისთვის, რომ თავიანთი შეხედულებისამებრ გადაწყვიტონ ის ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახალი პატრიარქის არჩევა ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

ნანა ჩაჩუა

02 აპრილი 2026, 00:37

საზოგადოება

ნანა ჩაჩუა: უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის

უწმინდესის გარდაცვალება ეს იყო მძიმე ზარი ყოველი ჩვენგანისთვის, პირველი შეგრძნება, რაც იყო, ეს იყო ყოველისმომცველი საფრთხის შეგრძნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ. გლოვის დღეებში წამოწყებულ კამპანიაზე საუბრისას ფსიქოლოგმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია II-სთან ზუსტი პარალელები არსებობს.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:37

პოლიტიკა

წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს შორის სადავოდ აქცია საკითხი - არიან თუ არა ეს ენჯეოები და ადამიანები საერთოდ მსხვერპლნი გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ. რა თქმა უნდა ისინი ამაზე ბევრს არ საუბრობენ, რადგან არ აწყობთ

მათთვის მთავარია, რომ ქართული ოცნება აღარ არსებობდეს და იყვნენ თვითონ, მაგრამ თვითონ ვერ არიან და ვერ იქნებიან ასე თუ გააგრძელეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა ოპოზიციაზე საუბრისას. წულუკიანის თქმით, ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.

თამთა მეგრელიშვილი

02 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას - სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, - წერს სოციალურ ქსელში “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ უფრო და უფრო აქტიურად ისმის ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას

მოდით, ევროპარლამენტის ყველა წევრს ერთ კალათაში ნუ მოვათავსებთ იმიტომ, რომ იქ ისმის, უფრო და უფრო აქტიურად ალტერნატიული აზრიც, რომლებიც იცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, იცავენ ჩვენს თავისუფლებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:07

პოლიტიკა

წულუკიანი რუბიოს ზარზე: ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება

ეს ზარი და თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ფრთხილი იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდება. სხვაგვარად ვერც იქნება, ეს დროის საკითხია, ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს რაც შეიძლება მალე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის შემდგარ სატელეფონო ზარზე საუბრისას. თეა წულუკიანი მარკო რუბიოს ზართან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციებსაც გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

02 აპრილი 2026, 00:06

პოლიტიკა

თეა წულუკიანი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: მიზანია, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ - ეს სანქცია პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებების კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას

ჩემი აზრით, მიზანი ის არის, რომ მორიგ ჯერზე დახურონ „იმედი“ მორიგ ჯერზე შემოიჭრან თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობაში იგივე ძალები, ვინც მანამდე „იმედში“ ნიღბებით შემოიჭრა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თეა წულუკიანმა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ.