გია ცაგარეიშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: ახალი მაცოცხლებელი ძალა სჭირდებათ და მიადგნენ ძველ თემას, გააცოცხლეს და წინ წამოწიეს ისევ ბარიერი. ერთი, სამი, ექვსი თვის წინ რატომ არავის ახსოვდა ბარიერი?
გია ცაგარეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ფეხქვეშ მიწა გამოეცალათ იმის შემდეგ, რაც ფაქტიურად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და 15 დეკემბერს ეს ყველაფერი დამტკიცდება ევროსაბჭოს მიერ, საერთოდ თემის გარეშე რჩებიან ახალი მაცოცხლებელი ძალა სჭირდებათ და მიადგნენ ძველ თემას, გააცოცხლეს და წინ წამოწიეს ისევ ბარიერი. ერთი, სამი, ექვსი თვის წინ რატომ არავის ახსოვდა ბარიერი? - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
გია ცაგარეიშვილმა საზოგადოებას შეახსენა ოპოზიციის ლიდერების გამონათქვამები საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, რომლებიც, მისი თქმით, ერთხმად ამბობენ, რომ მათთვის ბარიერი პრობლემა არ არის.
„ალეკო ელისაშვილი: „ვეცდებით, 5%-იანი ბარიერი არ იყოს ჩვენთვის პრობლემა“;
იაგო ხვიჩია: „წელიწადნახევარია წინ და ამაში არაფერი ტრაგედია არ არის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ 5%-იანნი ბარიერი გადავლახოთ“;
ირაკლი კუპრაძე: „ჩვენ ბარიერის პრობლემა არ გაგვაჩნია“;
ანა ბუჩუკური: „პარტიას, რომელსაც არ აქვს ამბიცია, რომ 5%-იან ბარიერს გადალახავს, რა უნდა მას პარლამენტში“?;
თინათინ ბოკუჩავა: „ნაცმოძრაობისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, 2%-იანი ბარიერი იქნება თუ 5%-იანი ბარიერი“;
ანა დოლიძე: „ჩვენთვის 5%-იანი ბარიერი პრობლემა არ არის“;
ბადრი ჯაფარიძე: „ლელოს ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა“;
ლევან ხაბეიშვილი: „ბარიერის თემა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება“;
სერგო ჩიხლაძე: „5%-იან ბარიერს შევეცდებით, რომ ყველა ვარიანტში გადავლახოთ“;
მიხეილ დაუშვილი: „იმ პარტიებს, რომლებსაც ბარიერის გადალახვა უჭირთ, უნდა გაძლიერდნე“ნ;
დავით უსუფაშვილი: „ჩვენთვის ეს საკითხი არ არის პრინციპული, ჩვენ ვემზადებით არსებული 5%-იანი ბარიერის პირობებში გამარჯვების მისაღწევად და ა.შ.
მე ჩამოვთვალე ყველა ე.წ. მსხვილი მოთამაშე ჩვენ პოლიტიკურ ველზე, ეს ადამიანები ერთხმად ამბობენ, რომ მათთვის ბარიერი პრობლემა არ არის, მაშინ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? ადამიანები ერთს ამბობენ, შემდეგ კულუარებში მეორეს წუწუნებენ, სტუდიებში მესამეს ამბობენ და ა.შ. მათ ლოგიკას ადამიანი ვერ გაყვება ვერანაირად“ - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ცინიზმის უმაღლესი მწვერვალია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ - პარტია, რომელმაც არჩევნების გაყალბების მწვერვალები დაიპყრო, თუ რამე არსებობდა, სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებზე საუბრობს.
„ეს პერიოდი ჩვენ უკან მოვიტოვეთ. არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების“ დროს ჩატარდა გამოირჩეოდა იმით, რომ ის იყო თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ყველა ამოსავალი პრინციპი, რაც სამართლიან არჩევნებს ახასიათებს, დაცული იყო. ამ გზაზე მივდივართ და მივაღწიეთ ახალ სიმაღლეს, ეს არის ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარება. რაც შეეხება ბარიერს და ზოგადად საარჩევნო თემას, ადამიანებს ჭირთ უთემობა, ფეხქვეშ მიწა გამოეცალათ იმის შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსის მივიღეთ ფაქტიურად და 15 დეკემბერს ეს ყველაფერი დამტკიცდება ევროსაბჭოს მიერ, საერთოდ თემის გარეშე რჩებიან, სჭირდებათ ახალი მაცოცხლებელი ძალა და მიადგნენ ძველ თემას, გააცოცხლეს და წინ წამოწიეს ისევ ბარიერი. ერთი, სამი, ექვსი თვის წინ რატომ არავის ახსოვდა ბარიერი? იცით რისი მოლოდინი ქონდათ? მოიტანდნენ ტრიბუნას პარლამენტის წინ, ამხედრდებოდნენ ამ ტრიბუნაზე, შექმნიდნენ დროებით გარდამავალ მთავრობას, დაამხობდნენ ხელისუფლებას, მოლოტოვის კოქტეილს ესროდნენ პოლიციელს, აიღებდნენ შტურმით საქართველოს პარლამენტს, მოაწყობდნენ ამ ქვეყანაში სისხლიან ბალაგანს, თუ ჩვენ არ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. ეს გეგმა იწერებოდა, ეს ხომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ არშემდგარ რევოლუციონერებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, დარჩნენ პირში ჩალაგამოვლებული და რაზე ვიზრუნო, ჩალა მივაწოდო კიდევ? შემიძლია დიდი რაოდენობით, მოიპოვება საქართველოში მათთვის ჩალა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 09:24
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.
28 მაისი 2026, 09:22
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
28 მაისი 2026, 09:08
საზოგადოება
დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება
დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge) 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
28 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა
ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 08:57
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში
28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
28 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად
საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
28 მაისი 2026, 08:19
საზოგადოება
სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა
ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.
28 მაისი 2026, 08:16
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.
28 მაისი 2026, 08:08
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს
მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.
28 მაისი 2026, 08:05
პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
28 მაისი 2026, 08:03
პოლიტიკა
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.
28 მაისი 2026, 08:02
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან
გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.
28 მაისი 2026, 08:00
სამართალი
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 03:18
მსოფლიო
ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
28 მაისი 2026, 03:07
მსოფლიო
პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.
28 მაისი 2026, 02:36
სპორტი
„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
28 მაისი 2026, 01:44
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.
28 მაისი 2026, 00:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 00:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.
28 მაისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.


