imedi /  22 ნოემბერი 2023, 17:40 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ისევე როგორც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დროს, ჩვენ ახლაც ვამზადებთ სამოქმედო გეგმას ევროკომისიის ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დღევანდელი ფორმატი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ მაქსიმალური დიალოგი შედგეს ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, არამედ, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ მსგავს ფორმატებში წარიმართოს დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას შეეხება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილება მიულოცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამ კვირაში საბჭო უკვე დაადასტურებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მათ შორის, ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ საქართველოში ამით დასრულდება პოლარიზაცია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში პოლარიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები პერიოდია დარჩენილი და მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ გარემოში ჩატარდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ქვეყანამ განაცხადი ოცი თვის წინ შეიტანა და 2022 წლის 3 მარტიდან ხელისუფლებამ მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.

„ძალიან რთული 20 თვე გამოვიარეთ. თავიდან დაიწყო მუშაობა განაცხადის თანმხლებ დოკუმენტებზე, შემდეგ იყო ივნისის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რასაც საზოგადოებაში და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის მღელვარება მოჰყვა. ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო. ასევე მძიმე იყო ის, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების შეცვლის მცდელობისთვის იქნა გამოყენებული და ყველას გვახსოვს ის პროცესები, რომლებიც ივნისში განვითარდა და რომელიც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენ ნეგატიურ კამპანიას ვხედავდით და მასთან გვიწევდა ბრძოლა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, რომ ევროკომისიამ უკვე მიიღო დადებითი რეკომენდაცია და შესაბამისად, წარსულის დავიწყების და წინ გახედვის დროა.

„ახლა მთავარი პრიორიტეტი იმ 9 პუნქტის შესრულებაა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან არის წარმოდგენილი და ისევე როგორც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დროს, ჩვენ ახლაც ვამზადებთ სამოქმედო გეგმას მათ შესასრულებლად. უკვე შედგა კომუნიკაცია მთავრობისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის და მომავალი კვირის დასაწყისში ევროკომისიას შესაბამისი სამოქმედო გეგმა გადაეგზავნება“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

კობახიძემ ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციაზე შეფასებები გააკეთა და მათი შესრულების საკითხზე ისაუბრა.

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა არის პირველი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ზოგადად დეზინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში სერიოზული პრობლემაა არა მარტო ევროკავშირთან მიმართებაში, არამედ, ვიცით, რომ სიტყვის თავისუფლების სფეროში საქართველოში ძალიან ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს, რაც ერთი მხრივ, ძალიან კარგია თუმცა, მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით ის ფართო გზას უხსნის დეზინფორმაციის გავრცელებას. ლიბერალური კანონმდებლობიდან გამომდინარე დეზინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ჩვენი რესურსი დიდწილად შეზღუდულია, თუმცა, კანონმდებლობის ფარგლებში ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ვებრძოლოთ კონკრეტულად იმ დეზინფორმაციას, რომელიც ევროკავშირის და მისი ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული.

მეორე პრიორიტეტია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრა. აქ ჩვენ გარკვეული სპეციფიკური გამოწვევები გვაქვს, რაც დაკავშირებულია არაღიარების პოლიტიკასთან და კონკრეტულ თემებზე კონკრეტული არგუმენტები არსებობს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ხელისუფლება მაქსიმალურად იზრუნებს, რათა თანხვედრის პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდოს.

ბოლო კვირების განმავლობაში მთელი რიგი გადაწყვეტილებებია მიღებული და კვლავაც გაგრძელდება კონსულტაციები და მუშაობა, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ თანხვედრის მაღალ მაჩვენებლებს.

რაც შეეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას - რეკომენდაცია ძირითადად ოპოზიციურ პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობას უკავშირდება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური გაკეთდება და პროცესების ღიად წარმართვაზე ჩვენ საჯარო განცხადებებიც გავაკეთეთ. ჩვენ გარკვეული ნეგატიური გამოცდილება გვაქვს, მაშინ, როდესაც 12-პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობაზე უარი თქვა. იმედი გვაქვს, რომ 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით იგივე არ განმეორდება.

რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, საარჩევნო პროცესი პრიორიტეტების მიღმაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება ჩვენ ინტერესს წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საერთაშორისო მისიები, ეუთო/ოდირის მისიები დააკვირდნენ და წინასაარჩევნო პერიოდში რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება საქართველოში მით უკეთესია იმისათვის, რომ ეს პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს.

რეკომენდაციაში საარჩევნო რეფორმების დასრულებაზეც არის საუბარი და ჩვენ კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებს მოვამზადებთ და სამოქმედო გეგმაშიც ავსახავთ.

საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესების კუთხით, კანონმდებლობა მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ახალი კონსტიტუცია საპარლამენტო სუბიექტებს ფართო შესაძლებლობას ანიჭებს, რომ განახორციელონ საპარლამენტო ზედამხედველობა, მათ შორის, უსაფრთხოების სტრუქტურებზეც. ახლა მთავარია, რომ ბოლომდე პრაქტიკაში აისახოს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, როცა პრაქტიკაზეა საუბარი, ძირითადი აქცენტი ოპოზიციაზე უნდა გაკეთდეს, რადგან საპარლამენტო ზედამხედველობა, პირველ რიგში, ოპოზიციის ბერკეტია და მათ შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ ის ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს კონსტიტუციით და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ჩვენ მზად ვართ აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

სასამართლო რეფორმის დასრულების მიზნით გაცემულ რეკომენდაციაზე საუბრისას, უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესი გაგრძელდება, თუმცა აუცილებელია დაზუსტდეს თუ რა იგულისხმება იუსტიციის საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმაში.

„რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობას, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და დასკვნას, რომელიც 15 დეკემბერს გამოიგზავნება და როგორც კი გვექნება დასკვნა, შეგვეძლება განვაახლოთ მუშაობა ამ თემებთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია ინსტიტუციების საქმიანობის მონიტორინგი და ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაც.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის საბოლოო დოკუმენტი მზადება და გეგმის დამტკიცებამდე სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციები გაიმართება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას ან ზოგადად რაიმე დოკუმენტს, თუნდაც იმ კანონს, რომელიც შემუშავებული გვაქვს პერსონალიზებული მიდგომის საფუძველზე, შეუძლია ქვეყანაში ოლიგარქიზაციის პრობლემის გადაჭრა. საქართველოში არიან ოლიგარქები, რომლებიც ჩართულები არიან პროცესებში და არა მგონია, სამოქმედო გეგმამ რაიმე ცვლილება შეიტანოს ამ მოცემულობაში.

ბოლო, მეცხრე პრიორიტეტი ადამიანის უფლების დაცვას უკავშირდება. სტრატეგია უკვე დამტკიცებულია, მზადდება სამოქმედო გეგმა და მთავრობის მხრიდან უახლოეს პერიოდში განახლდება სამუშაო პროცესი. ასევე საუბარია გამოძიებებზე, 5 ივლისის დანაშაულის ორგანიზატორების დასჯაზე, რაც არსებითად სამართლებრივი საკითხია და ჩვენ გაგვიჭირდება ვიყოთ აქ მხარედ წარმოდგენილი. მხარე უნდა იყოს შესაბამისი საგამოძიებო სამსახური - შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა და მათთან უნდა შედგეს დისკუსია თუ რამდენად ექვემდებარებოდნენ კონკრეტული პირები დასჯას როგორც ორგანიზატორები.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებს, დღევანდელი ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ამ ფორმატში ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა და ყველა ის საკითხი განიხილება, რომლებიც 9 პრიორიტეტის შესრულებას და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას შეეხება“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 02:13

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:44

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძე

10 სექტემბერი 2026, 00:29

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ

ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.

დონალდ ტრამპი

09 სექტემბერი 2026, 23:53

მსოფლიო

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა და მიაჩნია, რომ მას უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით

„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ, არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: მათი რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება - პრორუსული - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა

სრული ლუსტრაცია მოხდა, თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

09 სექტემბერი 2026, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება. ვიდეო

ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია

დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ..

09 სექტემბერი 2026, 22:46

მსოფლიო

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა.

09 სექტემბერი 2026, 22:41

პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. TİKA-ს მხარდაჭერით, ვეტერან ფერმერებს, სულ, 20 ხელის ტრაქტორი გადაეცათ.

09 სექტემბერი 2026, 22:15

ტექნოლოგიები

Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა - ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება

ოთხშაბათს კომპანია Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა. ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება და ის წიგნივით იხსნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფართო ეკრანს იღებს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

09 სექტემბერი 2026, 22:10

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია

TRIPP პროექტის („ტრამპის მარშრუტის“) შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

09 სექტემბერი 2026, 22:08

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესა და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა.

დიმიტრი მედვედევი

09 სექტემბერი 2026, 22:01

მსოფლიო

მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება

რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოცემა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

09 სექტემბერი 2026, 21:36

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად

რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

09 სექტემბერი 2026, 21:30

კულტურა

ლევან კოღუაშვილის შავ- თეთრი ფილმი „გურია“-- მსოფლიო პრემიერა ვენეციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებულია ქართული კინოსთვის. ფესტივალის ერთ ერთ პრესტიჟულ სფოთლაით სექციაში, დღეს ლევან კოღუაშვილის შავ თეთრი ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

09 სექტემბერი 2026, 21:11

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

09 სექტემბერი 2026, 20:57

რეგიონი

შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალს, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, ოთხ წელიწადში დასრულდება.