25 ნოემბერი 2023, 11:20 / სანდო წყარო

ცესკო „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეფასების დოკუმენტს განცხადებით ეხმიანება

ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაცია ISFED-ის მიერ საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა გადამწყვეტ ეტაპზეა და ამ პროცესის წარმატებით განხორციელება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად იქნება საზოგადოება ინფორმირებული ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ. ამდენად საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოზიციაა, რომ ის უყურადღებოდ არ დატოვებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გავრცელებულ არც ერთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საზოგადოებაში გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებდეს.

სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე გვინდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს „ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კენჭისყრის პროცესში: საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შეფასება“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. არსებულ აპარატებზე თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ფუნქციის დამატება შესაძლებელია, შესაბამისად, საჭიროა დაიწყოს მის დანერგვაზე მუშაობა.“

განვმარტავთ, რომ ვერიფიკაციის აპარატში პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მოწმდება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ფოტოსურათით. თითის ანაბეჭდის დამატება არანაირ ფუნქციურ უპირატესობას არ წარმოადგენს, რადგან “პირველადი გასაღები” ქართულ მოდელში არის პირადი ნომერი, რაც თითის ანაბეჭდის მსგავსად არის უნიკალური.

ხმის მრავალჯერადად მიცემა გამორიცხულია - ვერიფიკაციის აპარატით ამომრჩევლის რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ უბანზეა შესაძლებელი, სადაც ის რეგისტრირებულია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, იქნება ეს მეორედ ვერიფიკაციის გავლის თუ სხვა უბანზე რეგისტრაციის მცდელობა, აპარატი გამოსცემს სიგნალს და არ გაატარებს ასეთ ამომრჩეველს რეგისტრაციაში.

ერთი ამომრჩეველი ორჯერ ვერ ხვდება სიაში და აღნიშნულს ადასტურებს 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე განხორციელებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნაც, რომლის თანახმადაც „ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად“.

გარდა ამისა, გაუგებარია, რას ემსახურება ორგანიზაციის მხრიდან ხმის მთვლელი აპარატის მოძველებულ ტექნოლოგიად გამოცხადება. მაშინ როდესაც აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ტექნოლოგიის მოძველებულად შერაცხვამ შესაძლოა საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობა გააჩინოს და დააზიანოს ელექტრონული არჩევნების დანერგვის უმნიშვნელოვანესი პროცესი. გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკი“ მოემსახურება, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა. 2000 წლიდან კომპანია, რომელიც თავადვე აწარმოებს შესაბამის ტექნიკას, გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ.

აქვე, გვინდა შევეხოთ დოკუმენტში ნახსენებ ბათილობისა და ბიულეტენის საარჩევნო უბნიდან შესაძლო გატანის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონულ აპარატზე გადასვლით ბათილობის პროცენტი არ გაზრდილა. ხოლო ბიულეტენებზე, რომელიც გამოყენებული იქნება ელექტრონულ არჩევნებში დატანილია დამცავი მექანიზმი, ინდივიდუალური ე.წ. QR კოდი და კონკრეტული ბიულეტენი მხოლოდ კონკრეტულ, ერთ საარჩევნო უბანზე შეიძლება იყოს გამოყენებული, სხვა საარჩევნო უბანზე ამ ბიულეტენს მანქანა უბრალოდ არ მიიღებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის გასაკვირია ISFED-ის მხრიდან მსგავსი შეფასებების და სხვა აპარატების გამოყენების სურვილის დაფიქსირება სწორედ ახლა, მას შემდეგ, რაც კონსოლიდირებული ტენდერი უკვე დასრულებულია, აპარატურის შემოტანა დაწყებული და გადაწყვეტილია, თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე რეჟიმში არაერთი არჩევნები ჩატარდა და ISFED ყოველთვის იყო ჩართული როგორც სადამკვირვებლო მისიაში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრებში, ტექნოლოგიებთან მიმართებაში მსგავსი შეფასება და მოსაზრებები ორგანიზაციას აქამდე არ დაუფიქსირებია. სწორედ ამიტომ, ამ დოკუმენტის და მასში გამოთქმული შეფასებების სწორედ ახლა გამოქვეყნება გვაფიქრებინებს, რომ ეს ქმედება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და ელექტრონული არჩევნებისადმი უნდობლობის გაჩენას.

გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ამომრჩევლის 90 %-თვის იქნება ხელმისაწვდომი. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ტიმ კარი

26 აგვისტო 2026, 20:36

ტაბლოიდი

80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა

80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 20:32

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.

26 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

26 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი

რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.

26 აგვისტო 2026, 20:18

ეკონომიკა

მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.

26 აგვისტო 2026, 20:13

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.

26 აგვისტო 2026, 19:42

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:20

მსოფლიო

ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.

26 აგვისტო 2026, 19:08

მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.

დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2026, 19:01

მსოფლიო

CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.

26 აგვისტო 2026, 18:23

მსოფლიო

Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:19

სამართალი

ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 18:17

მსოფლიო

ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.

26 აგვისტო 2026, 18:02

რეგიონი

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.

26 აგვისტო 2026, 17:57

პოლიტიკა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.

26 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა

მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 17:35

მსოფლიო

Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯაბა ხუბუა

26 აგვისტო 2026, 17:26

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“

​ვახტანგ ცინცაძე

26 აგვისტო 2026, 17:16

ეკონომიკა

​ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

26 აგვისტო 2026, 17:10

საზოგადოება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.