www.imedi.ge /  29 ნოემბერი 2023, 23:52 / სანდო წყარო

ნიკოლოზ სამხარაძე: დისტანციურად ელექტრონული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლება საკუთარი სახლიდან ინტერნეტით მისცეს ხმა. ასეთი არჩევნები თითქმის არსად ტარდება

ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

სპეციალურად ხდება ტერმინების არევა იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას თავგზა აურიონ. დისტანციურად ელექტრონული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეეძლება საკუთარი სახლიდან ინტერნეტით მისცეს ხმა. ასეთი არჩევნები თითქმის არსად ტარდება. გამონაკლისი არის 2-3 სახელმწიფო მსოფლიოში. იმიტომ არ ტარდება, რომ ასეთი არჩევნების დროს ძალიან დიდი რისკია ჰაკერული თავდასხმის და იმის, რომ საერთოდ არჩევნების შედეგები თავდაყირა დააყენოს იმ ძალამ, რომელსაც ეს არ აწყობს, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა თუ რა საფრთხეებს შეიცავს ელექტრონულად დისტანციურად ჩატარებული არჩევნები.

„ჩვენს ემიგრანტებს აქვთ უფლება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. მათ აქვთ ეს უფლება იმ ქვეყნებში არსებულ საელჩოებში და საკონსულო დაწესებულებებში, სადაც არის საქართველოს საელჩოები და საკონსულოები. ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი არის ან ევროპაში ან აშშ-ში. აქ ჩვენ თითქმის ყველგან გვაქვს საელჩო და თითქმის ყველგან გვაქვს საკონსულო წარმომადგენლობა. ყველა ქალაქში, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა, არის დედაქალაქებში და არის დიდ ქალაქებში. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ყველა ქალაქში არ გვაქვს საკონსულო, ვერ შეცვლის იმ რისკს, რა რისკიც დგება დისტანციურად ხმის მიცემის შემთხვევაში. როდესაც ადამიანი ხმას აძლევს სახლიდან ინტერნეტით, ეს ინტერნეტი არ არის დაცული. როდესაც ჩვენმა არაკეთილმოსურნემ იცის რა პერიოდში ტარდება არჩევნები და არსებობს სერვერი, სადაც მიდის ეს ხმები, შეიძლება ამაზე მოხდეს თავდასხმა და არჩევნების შედეგების გაყალბება. სწორედ ამ მიზეზით არ ატარებს მსოფლიოს ქვენების 99% დისტანციურ არჩევნებს. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე და ვერ უზრუნველყოფენ არჩევნების სანდოობას“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ყველა სიახლე

22 თებერვალი 2024, 10:54

ეკონომიკა

ივნისიდან Jazeera Airways ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს

,,Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. მას შემდეგ რაც ორწლიანი მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ წარმატებით დაასრულა. ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

22 თებერვალი 2024, 10:41

კულტურა

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები დასახელდნენ🌊📷

კონკურსის მთავარი პრიზი და წლის წყალქვეშა ფოტოგრაფის წოდება ალექს დოუსონს გადაეცა - მის ფოტოზე ასახულია დაივერი, რომელიც ფსკერზე ვეშაპების ჩონჩხებს იკვლევს.

22 თებერვალი 2024, 10:35

თავდაცვა

ირაკლი ჩიქოვანი: ნატოში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის. „ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს მისიებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

22 თებერვალი 2024, 10:28

რეგიონი

რუსთავში ქორეოგრაფიული ფესტივალი ,,ქართული” ჩატარდება

ფესტივალ ,,ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა დღეს რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

გემოფესტი

22 თებერვალი 2024, 10:16

საზოგადოება

მესტიაში 24-25 თებერვალს „გემო ფესტი“ ჩატარდება

გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.

22 თებერვალი 2024, 10:15

ჯანდაცვა

Telegraph: დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ცნობით, ტრანსგენდერების რძე ისეთივე სასარგებლოა, როგორც დედის რძე - ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო სრულად დაუჭერს მხარს

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადებით, იმ ტრანსგენდერების მიერ გამომუშავებული "დედის რძე", რომლებიც დაბადებისას მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ, ისეთივე კარგია ჩვილებისთვის, როგორც დედის რძე. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Telegraph-ი წერს.

22 თებერვალი 2024, 10:14

რეგიონი

ქვემო ქართლში, 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 11 სოფელი ( ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო), ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.

22 თებერვალი 2024, 10:11

მსოფლიო

ესპანეთში აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს

ესპანეთში, აღლუმზე გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა სექსუალური თეთრეულითა და „პრაიდის“ დროშებით გამოწყობილმა ბავშვებმა მიიღეს. ვიდეოები ინტერნეტში ვრცელდება და კრიტიკის საგანი გახდა. კადრები გადაღებულია ყოველწლიურ კარნავალზე ტორევიეხაში, სამხრეთ ესპანეთში მდებარე ქალაქში, რომელსაც ქვეყნის „არაოფიციალურ გეი დედაქალაქს“ უწოდებენ.

22 თებერვალი 2024, 10:01

მსოფლიო

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სამშობლოს ღალატის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთისა და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდა ქალი დააკავა. სპეცოპერაცია ეკატერინბურგში ჩატარდა. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება. უწყება განმარტავს, რომ 33 წლის ქალი უკრაინული ორგანიზაციისთვის აგროვებდა სახსრებს, რომელიც საბოლოოდ უკრაინულ არმიას უნდა მოხმარებოდა. დაკავებულს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 თებერვალი 2024, 09:18

მსოფლიო

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ

ისრაელის ქნესეთმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შუამდგომლობა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივი აღიარების წინააღმდეგ. მთავრობის მიერ მიმდინარე კვირის დასაწყისში მიღებულ დეკლარაციას მხარი 120-დან 99-მა დეპუტატმა დაუჭირა. ისრაელის პოზიციაა, რომ პალესტინელებთან ნებისმიერი მუდმივი შეთანხმება მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით უნდა იქნას მიღწეული და არა საერთაშორისო ზეწოლით.

22 თებერვალი 2024, 08:58

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ომის 729-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. მე-3 შემტევი ბრიგადის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, რუსებს ავდიივკიდან საკუთარი შენაერთები ფრონტის სხვა მონაკვეთებზე გადაჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარკოვსა და სამხრეთის ფრონტზე ვითარება უკიდურესად გართულდება. უკრაინის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლუგანსკის აღება სურს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა და ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება აქვს დაგეგმილი.

22 თებერვალი 2024, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 თებერვალს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მამუკა ხაზარაძე

22 თებერვალი 2024, 08:20

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით. მე როგორც დავპირდი ჩემს მოქალაქეებს, ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების“ მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის, ამას მე გპირდებით. შესაბამისად, დადგება ეს მომენტი. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შალვა პაპუაშვილი

22 თებერვალი 2024, 08:03

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით წარდგება

პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით დღეს წარდგება. შალვა პაპუაშვილის მიერ ყოველწლიური ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის წარმოდგენის შემდეგ, რეგლამენტი პოლიტიკური გამოსვლების გამართვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში ამბობენ რომ 2023 წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი წელი იყო და პარლამენტმა მოცულობითი სამუშაო გაწია რომ საქართველოს არსებითი პროგრესი ჰქონოდა ევროინტეგრაციის გზაზე.

რობერტ ჰაბეკი

22 თებერვალი 2024, 03:07

მსოფლიო

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

22 თებერვალი 2024, 01:41

მსოფლიო

თეთრი სახლი: ზიანი, რომელსაც „რესპუბლიკელები“ აქტიურად აყენებენ ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, ყოველდღიურად იზრდება

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ენდრიუ ბეითსმა გააკრიტიკა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი უკრაინისათვის დამატებითი დახმარების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე არგატანის გამო.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 თებერვალი 2024, 01:01

მსოფლიო

ზელენსკი: ვამზადებთ უსაფრთხოების სფეროში ახალ შეთანხმებებს ჩვენს პარტნიორებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებთან უსაფრთხოების სფეროში ახალი შეთანხმებები გამოაცხადა.

22 თებერვალი 2024, 00:51

კულტურა

Linkin Park-ი ჩესტერ ბენინგტონის ვოკალით აქამდე უცნობ სიმღერას გამოუშვებს

ჩესტერ ბენინგტონმა თავი 2017 წლის 20 ივლისს მოიკლა. ამის შემდეგ ჯგუფს ახალი მასალა არ გამოუშვია, მაგრამ შარშან ალბომ Meteora-ს იუბილეს აღსანიშნავად, ჩესტერთან ერთად ჩაწერილი აქამდე უცნობი სიმღერა და ვიდეორგოლი გამოუშვეს.

22 თებერვალი 2024, 00:30

კულტურა

სემ მენდესი The Beatles-ის წევრებზე ფილმებს გადაიღებს

მენდესი ასევე პროექტის პროდიუსერი იქნება. პროექტის იდეა მენდესს 1 წლის წინ გაუჩნდა. მას უნდა 4 სურათში ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, რინგო სტარისა და ჯორჯ ჰარისონის ისტორიები გადმოსცეს, რომლებიც ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. რეჟისორს უკვე აქვს ეკრანიზაციის უფლებებიThe Beatles-ის სტუდიისგან Apple Records, მაკარტნისგან, სტარისგან და გარდაცვლილი ლენონისა და ჰარისონის ოჯახებისგან.

რიანა და A$AP Rocky

22 თებერვალი 2024, 00:12

კულტურა

A$AP Rocky-ს განცხადებით, რიანა ახალ ალბომზე მუშაობს

რეპერმა A$AP Rocky-მ განაცხადა, რომ მისმა პარტნიორი რიანა ახალ ალბომზე მუშაობს. ვიდეო, რომელშიც მუსიკოსი ამაზე საუბრობს სოციალურ ქსელში Х გამოქვეყნდა.