01 დეკემბერი 2023, 21:45 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: სასაცილოა, რომ დღეს არესტოვიჩმა იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რასაც „ხალხის ძალა" წელიწადნახევარია თავის წერილებში ამბობდა

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ საქართველო, როგორც მეორე სიმძიმე, ისე ჩამოყალიბებულიყო მეორე ფრონტის სახით, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებას, მმართველ გუნდსა და შემდეგ საზოგადოებას თავისი ჩართულობით, ეყო ჭკუა, რომ აერჩია მყარი პოზიცია - არ ჩართულიყო ომში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეაფასა.

მისი თქმით, უახლოეს წარსულში, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის მძიმე ინტერვენცია მოხდა, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ იქ ომი არ დაწყებულიყო. შედეგად, სახეზეა რთული ვითარება ქვეყანაში და ამ რეალობის შეფასებისას სახეზეა გადაბრალების პოლიტიკა.

„ახლა გამოჩნდება არესტოვიჩი, პოდოლიაკი, დანილოვი, არახამია... გადაბრალებებიც ბევრი იქნება და აღიარებებიც. მეღიმება, არესტოვიჩი ბოლო ჟამს რასაც ამბობს და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებებს ვაქვეყნებდით, სადღაც მისი მონაწილეობაც ხომ არ იყო. მაშინ სხვა სიმღერას მღეროდა და დღეს საუბრობენ იმ რისკებზე, რაზეც ჩვენ ვწერდით. მაშინ, მიუღებელი იყო ეს ყველაფერი და რუსეთუმეობის იარლიყის მიწებება ხდებოდა ყველაზე და ყველაფერზე, მაგრამ ახლა თავად საუბრობდნენ.

იმაზე, თუ როგორ წამოგვცდა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომს აგებდა, დღეს მაღალი თანამდებობის პირები საუბრობენ. დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა ღიად განაცხადა, რომ ის არ მიაწვდის იარაღს უკრაინას. არესტოვიჩი ღიად საუბრობს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შესაძლებელი იყო ეს სიმძიმე აეცილებინათ უკრაინისთვის, მაგრამ გარე ფაქტორების გათვალისწინებით (სხვათა შორის, მაშინ ჩვენც გვახსოვს, რომ უკრაინამ სცადა მოლაპარაკებებში შესვლა), მათ ღიად მიანიშნეს, რომ არ იყო ომის დასასრულისკენ წასვლის დრო. ეს ყველაფერი გვახსოვს. სამწუხაროდ, ძალიან რთულად ვითარდება პროცესები. ცუდია, მძიმეა, მაგრამ რეალობაა, რომ მეორე პლანზე გადაინაცვლა უკრაინის სიმძიმის თემამ“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

მისი თქმით, იყო მცდელობა, რომ იგივე სიმძიმის მოვლენები საქართველოშიც განვითარებულიყო.

„თუ ჩვენ გავავლებთ პარალელებს და იმავეს გავაკეთებდით, რასაც გვთხოვდნენ, აქაც იგივე სიმძიმე იქნებოდა. საზოგადოება ამას სწორად აფასებს და იმიტომ არის ალბათ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ომის პარტიის აქაურ წარმომადგენლებს ის ქუჩაში არ მიჰყვება და სწორსაც აკეთებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

01 მარტი 2024, 11:29

ეკონომიკა

„მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024-ის“ მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის შეფასების „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024-ის“ მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია.

ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბექერი

01 მარტი 2024, 11:23

სამართალი

ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ საქართველომ უკან ჩამოიტოვა ძალიან მძიმე წარსული, ციხეებში პატიმრებს ეპყრობიან პატივისცემით, ზრუნავენ მათ რესოციალიზაციაზე

ჩვენი აქ ჩამოსვლის და შეხვედრების გამართვის მთავარი მიზანი იყო, რომ დაგვენახა ის პროგრესი, რაც საქართველომ სამართლებრივი სახელმწიფოს მხრივ განვლო, რადგან ევროკავშირთან დაახლოების პროცესში აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვა და წარმატების მიღწევა, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბექერმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

01 მარტი 2024, 11:23

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ინიციატივაზე: საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს არა მხოლოდ ინტერესი, არამედ კონკრეტული შეხედულებები. ბუნებრივია, ამ თემაზე საუბრის გახსნა, დისკუსია და საკითხის რეგულირება არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის

საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს არა მხოლოდ ინტერესი, არამედ კონკრეტული შეხედულებები. ბუნებრივია, ამ თემაზე საუბრის გახსნა, დისკუსია და საკითხის რეგულირება არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

01 მარტი 2024, 11:20

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საქართველო შეუერთდა იმ სახელმწიფოთა რიგს, რომელშიც პერსონალური მონაცემების დაცვა ყველაზე მაღალი დონით, ევროპული დონით განხორციელდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების ფონზე, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 14 ივნისის კანონზე ისაუბრა, რომელიც მონაცემთა დაცვის ეფექტიან და თანამედროვე სტანდარტებს შეიცავს

გურამ მაჭარაშვილი

01 მარტი 2024, 11:19

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ლგბტ პროპაგანდის წარმოება არ შეიძლება საქართველოში, ეს სულ სხვა რამეა და ეს უნდა შეიზღუდოს და აიკრძალოს, პირადი ცხოვრების დაცვის უფლება სულ სხვა რამეა, რასაც ისედაც ვაკეთებთ

ლგბტ პროპაგანდა რომ არ შეიძლება და პროპაგანდის წარმოება არ შეიძლება საქართველოში, ეს სულ სხვა რამეა და ეს უნდა შეიზღუდოს და აიკრძალოს, პირადი ცხოვრების დაცვის უფლება სულ სხვა რამეა, რასაც ისედაც ვაკეთებთ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

01 მარტი 2024, 11:15

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი პრეზიდენტზე: რომ ვამბობთ ხოლმე, რომ ამ ქალის არსად გაშვება არ შეიძლება, ფაქტია - ჯერ ვნახეთ, რომ მიუნხენში თავს ესხმოდა ქართულ დემოკრატიას. ესეც არ იკმარა და ლონდონში თავს დაესხა ჩვენს დედა ეკლესიასა და უწმინდესს

სალომე ზურაბიშვილმა განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს, ვინაიდან მან ლონდონიდან სცადა თავს დასხმოდა ქართულ ეკლესიასა და ჩვენს უწმინდესს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

კახა კალაძე

01 მარტი 2024, 11:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის, პატრიარქის მიმართ კეთდება ამ შინაარსის განცხადებები, თუმცა პრეზიდენტისგან გამაოგნებელი იყო ის, რაც მოვისმინეთ

სამარცხვინო განცხადება იყო რაც მოვისმინეთ. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეკლესიის, პატრიარქის მიმართ კეთდება ამ შინაარსის განცხადებები, თუმცა პრეზიდენტისგან გამაოგნებელი იყო ის, რაც მოვისმინეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

01 მარტი 2024, 11:01

საზოგადოება

განათლების სამინისტრო: უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ბაკალავრიატის 3-წლიანი პროგრამები განახორციელონ

უწყების ინფორმაციით, 180-კრედიტიანი საბაკალავრო პროგრამების არსებობა ევროპის უმაღლესი განათლების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა, რაც ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს საერთო ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და უნივერსიტეტებს საშუალებას აძლევს, უფრო მოქნილი საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ სტუდენტებს.

01 მარტი 2024, 10:35

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 2 პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 63 წლის მამაკაცი. გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებული დაზარალებული ქალი სასიყვარული/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 1960 წელს დაბადებულ ბრალდებულთან, რომელიც მათ შორის არსებულ სქესობრივ კავშირს მობილური ტელეფონით იღებდა. ამავე პერიოდში, დაზარალებული ბრალდებულს თავისი ინტიმური შინაარსის ფოტოებსაც უგზავნიდა. მას შემდეგ რაც დაზარალებულმა აღარ მოინდომა ურთიერთობის გაგრძელება ბრალდებულთან, ამ უკანასკნელმა, შურისძიების მოტივით, 2024 წლის თებერვლის თვეში, აპლიკაცია „Whatsapp”-ის გამოყენებით, ზემოაღნიშნული ინტიმური შინაარსის მასალა დაზარალებულის ოჯახის წევრს გადაუგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ზურაბ აზარაშვილი

01 მარტი 2024, 10:31

ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა

რობინ ბრუქსი

01 მარტი 2024, 10:30

მსოფლიო

რობინ ბრუქსი: 2023 წლის დეკემბერში, პოლონეთიდან ბელარუსში ექსპორტმა ახალ, ყველა დროის რეკორდს მიაღწია. არ არის აუცილებელი რაკეტის მეცნიერი იყო იმის მისახვედრად, რომ ეს ყველა მასალა რუსეთში მიდის

2023 წლის დეკემბერში, პოლონეთიდან ბელარუსში ექსპორტმა ახალ, ყველა დროის რეკორდს მიაღწია. არ არის აუცილებელი რაკეტის მეცნიერი იყო იმის მისახვედრად, რომ ეს ყველა მასალა რუსეთში მიდის, - ამის შესახებ „საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის“ ყოფილი მთავარი ეკონომისტი რობინ ბრუქსი X-ზე წერს.

01 მარტი 2024, 10:24

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თურქეთში გამართულ სამეცნიერო ფორუმში „თევზის ფორუმი 2024“ მიიღეს მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართულ ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვაში მეთევზეობის სამეცნიერო ფორუმში „თევზის ფორუმი 2024“ მიიღეს მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

01 მარტი 2024, 10:19

კულტურა

კულტურის სამინისტრო: ბეილერის ფონდისგან მივიღეთ სამადლობელი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ბეილერის ფონდისგან მიიღო ოფიციალური სამადლობელი წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ 19 კვირის განმავლობაში ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის საგამოფენო სივრცეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 85 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. ვიზიტორთა უმეტესობამ პირველად შეიტყო ქართველი მხატვრის შესახებ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

01 მარტი 2024, 10:16

სამართალი

რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მჭიდრო სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება ევროპელ კოლეგებთან.

01 მარტი 2024, 10:04

რეგიონი

ოთარ შამუგია დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ანნა ჩერნიშოვამ და მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, ენერგოეფექტური ღუმელების ახლად გახსნილი საწარმო მოინახულეს.

01 მარტი 2024, 09:44

რეგიონი

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწიათ

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული მეომრების დედებს ფინანსური დახმარება გაეწია

ალექსანდრე გოგინავა

01 მარტი 2024, 09:31

ჯანდაცვა

ალექსანდრე გოგინავა: ქვეყანაში ძირითადად გრიპის ვირუსი ცირკულირებს, თუმცა ფიქსირდება „კოვიდ 19“-ის შემთხვევებიც

რესპირაციულ-ვირუსული ინფექციები ქვეყანაში კვლავ აქტიურია. მედიკოსების განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად „ა“ გრიპის ორი სეროტიპი ცირკულირებს. თუმცა გრიპის ვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა რესპირაციულ- ვირუსული ინფექციები, მათ შორის კოვიდ 19-ის შემთხვევები.

01 მარტი 2024, 09:12

საზოგადოება

დღეიდან სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება

დღეიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა, რომელიც აგრესიული ესემეს მარკეტინგული კამპანიის შეზღუდვას ითვალისწინებს. კერძოდ, სარეკლამო შეტყობინებებს მოქალაქეები, თანხმობის გარეშე, აღარ მიიღებენ

ლევან ნიკოლეიშვილი

01 მარტი 2024, 09:06

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილზე: ინსტრუქციას ელოდებიან პატრონებისგან, საკუთარი აზრი ხომ არ გააჩნიათ - ამიტომ არიან ტრავოლტას გიფივით

მონათა ბაზარს პოლიტიკურ ფლანგზე და NGO სექტორში ვადევნებ თვალს გუშინდელი საღამოს შემდეგ და სრული დაბნეულობა და დუმილია, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ოლაფ შოლცი

01 მარტი 2024, 09:01

მსოფლიო

ოლაფ შოლცის თქმით, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, Taurus-ი სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“

გერმანიას უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემა არ სურს. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, Taurus-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ არასწორად გამოყენების შემთხვევაში სამიზნეს შესაძლოა „სადღაც მოსკოვში მოხვდეს“.