ირაკლი ღარიბაშვილი: 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ომი არ მოხდებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2008 წელს მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ომის თავიდან არიდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი წესები, რომელზეც არის დაფუძნებული მთელი მსოფლიო და ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
„დღემდე გრძელდება დამანგრეველი ომი უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო უკრაინაში რუსეთის ფედერაციამ, უკრაინის ტერიტორიის 20% უკვე არის ოკუპირებული და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ომი არ წყდება. ასი ათასობით ადამიანი უკვე დაიღუპა ამ ომის შედეგად, მილიონობით ადამიანმა დატოვა უკრაინის ტერიტორია, 10 მილიონზე არის საუბარი, 10 მილიონმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ერთი ამდენივე, 10 მილიონზე არის საუბარი, რომ შიდა მიგრაცია, გადაადგილება მოხდა. ეს არის ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარეთ და ვეხმარებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, ჩვენს უკრაინელ მოძმე ერს გავუწოდეთ დახმარების ხელი, ძალიან ბევრ ლტოლვილს უკრაინიდან ჩვენ დავეხმარეთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო, მაგრამ, ასევე მინდა აღვნიშნო , რომ ამ ომის შედეგად, იცვლება ის მთავარი, ასე ვთქვათ წესები, რომელზეც არის დაფუძნებული ზოგადად მთელი მსოფლიო და ზოგადად, ის წესრიგი, რომელიც შექმნილი იყო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენ ამის მცდელობას ვხედავთ. მცდელობას იმისა, რომ შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი.
არავინ არ იცის, ზუსტად როგორ დასრულდება ეს ომი და რა შედეგები ექნება ამ ომის დასრულებას მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე, ჩვენს რეგიონზე. როგორ ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი. გამოწვევა სახეზეა, ჩვენ ეს გამოვიარეთ 2008 წელს.
აგვისტოს ომი იყო რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა. ახლა, რატომ ვამბობ ამას, მეგობრებო. ჩვენ კარგად ვიცით და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებას ღიად ვესაუბრებოდით იმ რისკების შესახებ, რომლის წინაშეც გვიწევდა ჩვენ გამკლავება. საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში. მე ფაქტებს აღარ გაგახსენებთ, ყველამ კარგად ვიცით ყველაფერი.
ამიტომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ძვირფასო მეგობრებო, საზოგადოებავ, მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ უნდა ითქვას სიამაყით, ჩვენ ვინაიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ერს, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას დაატყდეს თავს, არის ომი, ეს ყველაზე დიდი განსაცდელი თავიდან ავარიდეთ და ავირიდეთ. ავიცილეთ ომი და მშვიდობიანად, გონივრულად და მტკიცედ გავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. ჩვენ ეს გამარჯვება ერთად მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული, ბუნებრივია ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.
ყველა სიახლე
18 ივლისი 2026, 14:03
რეგიონი
სამტრედია-გრიგოლეთის საერთაშორისო მაგისტრალის დამატებით 6-კილომეტრიანი გზა იხსნება. LIVE
პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვა პირები ესწრებიან.
18 ივლისი 2026, 13:35
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ საქართველოში ისეთი გარემო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის
შანხაის ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩაერთოს ხელოვნური ინტელექტის განვითარების, პასუხისმგებლიანი მმართველობისა და უსაფრთხოების გლობალურ დიალოგში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
18 ივლისი 2026, 13:01
საზოგადოება
გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მონაწილეობდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
18 ივლისი 2026, 12:52
მსოფლიო
ირანის არმია აცხადებს, რომ ბაჰრეინში მდებარე საჰაერო ბაზას დაარტყა
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო იერიში მიიტანეს ბაჰრეინში მდებარე შეიხ ისას საჰაერო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ძალები იყენებენ. ირანული მხარის განცხადებით, ეს ქმედება ამერიკული დარტყმების საპასუხოდ განხორციელდა.
18 ივლისი 2026, 12:01
კულტურა
აჭარის ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა და ის ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება
დამთვალიერებელს სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ნამუშევრების ნახვა 24 ივლისის ჩათვლით შეუძლია. წარმოდგენილი ფერწერული ტილოები უმეტესად ზღვის თემატიკას ასახავს.
18 ივლისი 2026, 12:00
მსოფლიო
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა
18 ივლისის ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რუსული გამოცემა ASTRA-ს, მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის, მოსკოვის მერ სერგეი სობიანინისა და უკრაინული ტელეგრამ-არხის, Exilenova+-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნოგინსკსა და ელექტროსტალში ხანძარი გაჩნდა.
18 ივლისი 2026, 11:55
საზოგადოება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
წელს უნივერსიტეტს 3 298 კურსდამთავრებული ჰყავს. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული სტუდენტები წარჩინების სიგელებით დააჯილდოვეს.
18 ივლისი 2026, 11:40
რეგიონი
მდინარე თელავისხევის კალაპოტის 14 კმ-იანი მონაკვეთი აქტიურად იწმინდება
გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, ასევე მიმდინარეობს გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა. სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად გაეცნო.
18 ივლისი 2026, 11:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის საელჩო ხარ და შენი მიზანი, წესით, უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ დროს, პირიქით, ძალადობრივ აქციებს აფინანსებ და თან ორი წლის წინანდელ ქარდს აზიარებ, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ კრიზისში ხარ
გურამ მაჭარაშვილი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ ქარდის გაზიარების ფაქტს ეხმიანება და მას თავის მართლებად აფასებს. „სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩო, რაც უფრო მეტად ცდილობს, რომ თავი „გაიმართლოს“, მით უფრო მეტდ იძირება. ანუ, ჭაობის პოზიციაშია პირდაპირი გაგებით - რაც უფრო მეტად მოძრაობ, მით უფრო მეტად იძირები.
18 ივლისი 2026, 11:07
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს
ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.
18 ივლისი 2026, 11:06
კულტურა
თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარადგინა
თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარმოადგინა.
18 ივლისი 2026, 11:04
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით
დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.
18 ივლისი 2026, 11:01
თავდაცვა
შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დანაშაულზე ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსზე: ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოხდარ დანშაულტან დაკავშირებით ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.
18 ივლისი 2026, 10:58
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს
„საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.
18 ივლისი 2026, 10:53
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა.
18 ივლისი 2026, 10:40
სამართალი
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
18 ივლისი 2026, 10:34
სამართალი
კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა.
18 ივლისი 2026, 10:29
სამართალი
პოლიციამ თბილისში მუქარისა და ძარცვის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
18 ივლისი 2026, 10:26
მსოფლიო
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5069-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა პარასკევს საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 16 740-ს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა 17 907 მოქალაქე.
18 ივლისი 2026, 10:20
საზოგადოება
ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო.


