18 დეკემბერი 2023, 19:46 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 000-ზე მეტი საქმე, წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ, 147-მდე

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 000-ზე მეტი საქმე, წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ, 147-მდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ ათწლეულში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში რადიკალური გარდაქმნა და მთელი სისტემის რეალური ტრანსფორმაცია მოხდა.

„ახლა რაც შეეხება, ძალიან მოკლედ მოგახსენებთ, ციხეებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს რამდენად აუტანელი იყო ის მდგომარეობა რომელიც არსებობდა ციხეებში. სისტემური იყო ეს დანაშაული, სისტემური იყო წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება და ა.შ. ადამიანის მკვლელობა ხდებოდა პირდაპირ ციხეებში ათეულობით ადამიანი კვდებოდა, კლავდნენ პირდაპირ უნდა ითქვას ციხეებში ყოველწლიურად. 2012 წლის შემდეგ სასამართლოს საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, მე ვგულისხმობ ევროპის სასამართლოს, არც ერთი საქმე არ მიუღია, მაშინ როცა, მოგეხსენებათ კარგად, რომ ასობითა და ათასობით საქმე შედიოდა საქართველოდან და აქედან ძალიან ბევრი გაგზავნილი იყო სწორედ პენიტენციური დაწესებულებიდან. ეს იყო საშინელი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა თუ სისტემური დანაშაული, რომელიც დამკვიდრებული იყო ციხეებში.

მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგ, არაერთმა მინისტრმა და ყველა მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა პენიტენციურ დაწესებულებაში. შედეგად გაუმჯობესდა პატიმართა საცხოვრებელი პირობები, მსჯავრდებულთა დასაქმებაში, ხელსაქმეში დაფუძნდა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრები, მათ შორის ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტი და ძალიან ბევრი, კარგი ჰუმანური, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩვენი მთავრობის მიერ და მინისტრების მიერ.

განახლებაში მთლიანად, მთელი ინფრასტრუქტურის განახლებაში 180 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული. თითქმის ყველა ციხის თუ პენიტენციური დაწესებულების განახლება მოხერხდა ბოლო 10 წელიწადში, დაინერგა ძალიან, ვფიქრობ ინოვაციური მოწყობილობა პრობოქსი, ქვეყნის მასშტაბით 20 ახალ ლოკაციაზე განთავსდა პრობაციონერებისთვის, ვფიქრობ ეს საინტერესო ინოვაციაა რომლითაც დაინტერესდა ძალიან ბევრი, მათ შორის ჩვენი ევროპელი სახელმწიფო, ჩვენი მეგობრები და მათი სურვილი არის ამ გამოცდილების გაზიარება.

წელს მიღებული იქნა ახალი პენიტენციური კოდექსი, რომელთა მიზნები არის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის გარანტიების კიდევ უფრო მეტად გამყარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. პენიტენციური სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესება, თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაფართოება და ამდენად ერთ ათწლეულში შეიძლება ითქვას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში შეიძლება ითქვას რომ რადიკალური გადატეხა მოხდა და რადიკალური გარდაქმნა მოხდა, რეალური ტრანსფორმაცია მოხდა მთელი სისტემის როგორც იტყვიან. რომელიც მოგეხსენებათ რომ ადრე სახე პენიტენციური სამსახურის იყო, წარმოადგენდა სიმბოლოს ადამიანის წამების და არაადამიანური მოპყრობის შემზარავი მეთოდებით ამის თაობაზე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და საზოგადოებამ ნახა, თუ როგორი მეთოდებით ექცეოდნენ ისინი პატიმრებს, ამაზე უღირსი საქმე, საქციელი არ შეიძლება, რა შეიძლება იყოს, როცა პატიმარს ექცევი, აწამებ და საშინლად ეპყრობოდნენ ჩვენს პატიმრებს და ჩვენს ადამიანებს, მოქალაქეებს.

ასევე მინდა ვთქვა, შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო მიღებული საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3 000-ზე მეტი საქმე წელს უკვე ეს რიცხვი შემცირდა 20-ჯერ 147-მდე შემცირდა და რა თქმა უნდა, ესეც არის მთავარი ინდიკატორი იმისა, თუ როგორ სწორად იმართება დღეს პენიტენციური სამსახური და კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რატი ბრეგაძესა და მის გუნდს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

16 აპრილი 2026, 19:16

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

16 აპრილი 2026, 19:00

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს

კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.

16 აპრილი 2026, 18:56

სპორტი

ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა

თბილისში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

16 აპრილი 2026, 18:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის შენარჩუნება

მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატები გაიმართოს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი

რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს.

16 აპრილი 2026, 18:46

ეკონომიკა

„საქაერონავიგაციის“ წარმომადგენელი: აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის დაწესებით საჰაერო მარშრუტები არ უქმდება, ხდება მხოლოდ საჰაერო ნაკადების გადამისამართება. საჰაერო მოძრაობის მართვის უსაფრთხოება დაცულია

შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ავალიშვილი აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ შეზღუდვის დაწესებისას სრულად იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.

16 აპრილი 2026, 18:43

რეგიონი

ელისო ბოლქვაძემ უმაღლეს საბჭოს აჭარის კულტურის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

16 აპრილი 2026, 18:40

საზოგადოება

დედამიწის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა. თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება დედამიწის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, მეცნიერების დაკავშირებას ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა-გაანალიზებას, ეკოსისტემის გაჯანსაღების საქმიანობაში ჩართვას.

თამარ იოსელიანი:

16 აპრილი 2026, 18:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რომ შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს“, - განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გააკეთა.

16 აპრილი 2026, 18:34

მსოფლიო

Reuters: გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება

გერმანიის მთავრობამ 2026 და 2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა, ხოლო ინფლაციის მოლოდინი გაზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მიზეზად ირანის ომის გამო ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების მატება სახელდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:33

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები, არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალური ოპოზიცია - არ ვიცი გზა ევიწროებათ თვითმფრინავების გადასაფრენად, თუ რატომ აქვთ ეს პრობლემები

საკმარისი მარშრუტებია საქართველოში თვითმფრინავების გადასაფრენად. რაც მთავარია არ ჩივიან ავიაკომპანიები და არ ჩივიან პილოტები და რატომღაც ჩივის რადიკალურ ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აბასთუმნის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ოპოზიციის აჟიოტაჟზე.

16 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის - მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის მთავრობაზე: თუ ჰგონიათ, ქართველ ხალხს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი „აიტიშნიკი“ ვერ მოძებნეს, ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და იმას გვედავებიან, უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარლამენტში „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებული ინფორმაცია იყო და აღინიშნა, რომ ვებგვერდზე ინფორმაციის განახლება ტექნიკური ხარვეზის გამო არ ხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე: ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების

ეს აჩვენებს ერთ რამეს, თუ რამდენად სწორედ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოქმედებს საკუთარი ხალხის ინტერესებით და არა სხვა ქვეყნების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია.

პიტ ჰეგსეტი

16 აპრილი 2026, 18:19

მსოფლიო

ჰეგსეტი აცხადებს, რომ ჩინეთმა აშშ დაარწმუნა, რომ ირანს იარაღს არ გაუგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩინეთი ირანისთვის იარაღის მიწოდებას გეგმავს. მისი თქმით, აშშ-მა მიიღო გარანტია, რომ ეს არ მოხდება.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას

ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს რამდენი რევოლუციაც უნდა იმდენი. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 18:03

პოლიტიკა

გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სერბეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, ენეს ბუჰიჩს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

გიორგი გაბუნია

16 აპრილი 2026, 17:56

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი. აქტიური კონტაქტები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან და აქტივისტებთან, რომლებიც ასევე თავიანთი ძალადობრივი აქტებით არიან ცნობილი

ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ბლაჟევიჩი, ის არის ერთ-ერთი მსხვილი მასშტაბის „ენჯეოშნიკი“, რომელიც წლების განმავლობაში მსგავსი საქმიანობით იყო და არის დაკავებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

16 აპრილი 2026, 17:55

რეგიონი

ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობა იწყება

პროექტების ფარგლებში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.