გურამ ოქროპირიძე: ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა კოალიციაზე და კოალიციურ მთავრობაზე ვისმენ განცხადებებს იმ გუნდის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც საკუთარ გუნდში ერთი დიდი მიზნის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლეს
გურამ ოქროპირიძე
ფოტო: საკრებულოს პრესსამსახური
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ოქროპირიძემ, განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყანა მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს 2024 წელს - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით და დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.
გურამ ოქროპირიძემ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა.
„ერთი რაღაც გვავიწყდება, კახა კალაძე ამ ქალაქში იმ პრობლემებს შეეხო, რომლებსაც, ფაქტობრივად, ათეულობით წელია არავინ შეხებია. არავის გიხსენებიათ ის, რომ მიწის ზედა სამუშაოები ძალიან მალე შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ რა მდგომარეობაში იყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, ამას არავინ ახსენებს. ამის არშეცვლა და ისე დატოვება იქნებოდა დანაშაული. დედაქალაქის მერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ გამზირის რეაბილიტაცია პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
როგორც გურამ ოქროპირიძემ განაცხადა, ძალიან ცუდი ტენდენციაა, როცა ვიღაცის ოჯახის წევრების სახელებს და გვარებს ახსენებენ.
„2024 წელს დედაქალაქში 1 963 000 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს. წლის განმავლობაში ეს ციფრი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. მთავარი მიზანი საკრებულოში, ჩემი აზრით, არის ის, რომ ამ თანხის რაციონალურ ხარჯვაზე ვიმსჯელოთ და არა პოლიტიკური შოუები და იაფფასიანი პიარ სტრატეგიები ვიხილოთ“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
დღესვე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩემთვის ცოტა უცნაურია, როცა კოალიციაზე და კოალიციურ მთავრობაზე ვისმენ განცხადებებს იმ გუნდის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც საკუთარ გუნდში ერთი დიდი მიზნის გარშემო გაერთიანება ვერ შეძლეს. ხომ იყო თქვენი მიზანი ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ როგორც კი ფული და ძალაუფლება გამოჩნდა, მაშინვე დაიშალეთ“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
გურამ ოქროპირიძემ სტაჟირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის“ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა. მისი თქმით, 2022 წლიდან სტაჟირება საჯარო სამსახურში სამუშაო გამოცდილებად ითვლება, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კი სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა.
„ის, რასაც თქვენს ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდებით, უკვე შესრულებულია. სანამ რაღაცას ჩაწერთ დაპირებებში, ჯერ საკანონმდებლო ბაზას გაეცანით. გასულ წელს 4000-ზე მეტმა სტუდენტმა დედაქალაქის მერიისგან მიიღო დაფინანსება. 5000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებში. იწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რამდენიმე მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნება. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ სიკეთეებისა, რომლებსაც მუნიციპალიტეტი გვთავაზობს“, - განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 08:44
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
წვიმიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
29 აპრილი 2026, 08:31
რეგიონი
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა
„ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის“ ინიციატივით, დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთო მოპოვებითი სამუშაოების ტერიტორიაზე შეხვედრა გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:30
საზოგადოება
კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
29 აპრილი 2026, 08:27
რეგიონი
რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“ დაიწყო
მათგან ყველაზე მოტივირებულები კი, მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით, რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ მუნიციპალიტეტს.
29 აპრილი 2026, 08:24
რეგიონი
ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. მუნიციპალიტეტის მერიისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
29 აპრილი 2026, 08:23
ჯანდაცვა
გიორგი ვოლსკი გერმანიის მთავრობის ქმედებაზე: პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით
პოლიტიკური დემარში, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გერმანიის საგარეო უწყების ქმედებას, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ განთავსებული ინფორმაცია 2024 წლის შემდეგ, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით არ შეცვლილა.
29 აპრილი 2026, 08:16
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ
მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითაც შეიძლება აისახოს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, პოლიტიკურ ალერგიას მართებთ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
29 აპრილი 2026, 08:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას
ნებისმიერი ადამიანისთვის, როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნებაა, როდესაც თავის მხრივ, მამუკა მდინარაძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.
29 აპრილი 2026, 08:03
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.
29 აპრილი 2026, 08:00
ჯანდაცვა
დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს
კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.
29 აპრილი 2026, 02:16
მსოფლიო
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის
FBI-ის ყოფილ დირექტორს, ჯეიმს კომის ბრალი წარედგინა დონალდ ტრამპის მისამართით მუქარის გამოქვეყნებისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კაროლინას აღმოსავლეთ ოლქის ფედერალური სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში.
29 აპრილი 2026, 01:50
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: უკრაინას ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სჭირდება
აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხაზი გაუსვა უკრაინის „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ აუცილებლობას გლობალური არასტაბილურობის ფონზე.
29 აპრილი 2026, 01:44
მსოფლიო
Financial Times: უკრაინაში აშშ-ის ელჩი პრეზიდენტ ტრამპთან არსებული უთანხმოების გამო თანამდებობას დატოვებს
უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებითი რწმუნებული, ჯული დევისი თანამდებობის დატოვებას გეგმავს. როგორც Financial Times-ი იუწყება, ამის მიზეზი დონალდ ტრამპთან არსებული უთანხმოება და ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება გახდა.
29 აპრილი 2026, 01:31
მსოფლიო
მეფე ჩარლზი აცხადებს, რომ ლოცულობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ალიანსის გაგრძელებისთვის, რათა მათ კვლავაც „დაიცვან საერთო ღირებულებები“
გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ღრმა ურთიერთობა არის „შერიგებისა და შესანიშნავი პარტნიორობის“ მაგალითი, - განაცხადა მეფე ჩარლზმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირი ორმხრივ რწმენაზე დაფუძნებით მომავალშიც გაგრძელდება.
29 აპრილი 2026, 01:25
მსოფლიო
მეფე ჩარლზი: ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალებისა და მისი მოკავშირეების ერთგულება და გამოცდილება ნატოს საფუძველია
მეფე ჩარლზმა კონგრესში სიტყვით გამოსვლის ნაწილი ნატოს შექებასა და იმ როლის ხაზგასმას დაუთმო, რომელსაც თავდაცვის ალიანსი ასრულებს მოქალაქეებისა და საერთო ინტერესების დაცვაში.
29 აპრილი 2026, 01:06
სპორტი
კვარაცხელიას PSG-მ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა - ქართველმა დუბლი შეასრულა
კვარაცხელიას PSG-მ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა. შეხვედრაში ქართველმა დუბლი შეასრულა - კვარაცხელიამ „ბაიერნის“ კარში გოლები 24-ე და 56-ე წუთებზე გაიტანა.
29 აპრილი 2026, 00:20
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. თამაშის 56-ე წუთზე ქართველის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ PSG მიუნხენის „ბაიერნს“ 4:2 უგებს.
28 აპრილი 2026, 23:28
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ მიუნხენის „ბაიერნს“ გაუტანა
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნის“ კარში გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ ანგარიში PSG-ბაიერნის შეხვედრის 24-ე წუთზე გაათანაბრა.
28 აპრილი 2026, 22:30
მსოფლიო
ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ამბობს - გასაკვირი არაა, რომ გერმანიას საქმეები ასე ცუდად მისდის, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივაც
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა მისაღებია - მან არ იცის, რას ამბობს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენბტმა, დონალდ ტრამპმა.
28 აპრილი 2026, 22:22
მსოფლიო
CNN: წყაროების ცნობით, მოსალოდნელია, რომ ირანი მალე წარადგენს სამშვიდობო წინადადების განახლებულ ვერსიას
პაკისტანელი შუამავლები უახლოეს დღეებში ირანისგან ომის დასრულების თაობაზე განახლებულ წინადადებას ელიან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მანამდე არსებულ ვერსიას არ მიიღებდა - ამის შესახებ CNN-ს მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყაროებმა განუცხადეს.


