24 იანვარი 2024, 18:18 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ 11 წელი კი არ დაგვიკარგავს, არამედ ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევით საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები დაიდო სააკაშვილზე, „ნაცმოძრაობაზე“ და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

როდესაც „ხალხის ძალამ“ პირველად დასვა ეს საკითხი, საზოგადოებიდან დაისვა კითხვები, „ნაცმოძრაობის“ გასამართლება, სამართლიანობის აღდგენა რატომ არ მოხდა აქამდე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არა მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, არამედ ის პოლიტიკური პარტიებიც უნდა გასამართლდნენ, რომლებიც არიან ხელშემწყობი იმ დამნაშავე ორგანიზაციების, რომლებიც დაამატეს დანაშაული მიმდინარე 11 წლის განმავლობაში.

„ეს არის მთავარი პასუხი იმ საზოგადოებისადმი, რომელიც გვისვამს კითხვებს. როდესაც „ხალხის ძალამ“ პირველად დასვა ეს საკითხი, საზოგადოებიდან დაისვა კითხვები - „ნაცმოძრაობის“ გასამართლება იყო ჩვენი მოთხოვნა 2012 წლისთვის, ასევე, სამართლიანობის აღდგენა და რატომ არ გააკეთეთ ეს აქამდე? ახლა რატომ იწყებთ და რატომ დაკარგეთ 11 წელი? ამ საზოგადოებას ვპასუხობთ ზუსტად, რომ 11 წელი არ დაგვიკარგავს, 11 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი, საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა, საერთაშორისო დასკვნებს ელოდებოდნენ სააკაშვილზე, ნაცმოძრაობაზე, აგვისტოს ომზე, მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, ეს იყო გირგვლიანი თუ სხვადასხვა. ამ ყველაფრის შემდეგ გვაქვს უფლება, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დავაყენოთ ამ პარტიის მიმართ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ დააკისრო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, შენ უნდა გქონდეს ამის ფაქტობრივი მასალები. ეს უნდა ეთქვა სტრასბურგს, ჰააგასა და საერთაშორისო დონეზე უნდა ყოფილიყო აღიარებული. მათ უკვე ეს თქვეს, სწორედ ამის შემდეგ გვაქვს გზა ხსნილი, ყველა ამ მასალაზე დაყრდნობით, მოვითხოვოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა პარლამენტში, გამოძიების დაწყება პროკურატურაში და ა.შ.

აი ეს არის პასუხი იმ საზოგადოების მიმართ, რომელიც გუშინ, დღეს კითხვას გვისვამს, რატომ დაკარგეთ 11 წელიო? 11 წელი არ დაგვიკარგავს, ჩვენ ვიმუშავეთ საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, რომ მოგვეპოვებინა ყველა მასალა. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ უკვე არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“, არამედ იმ პოლიტიკური პარტიების გასამართლებას, რომლებიც არიან ხელშემწყობი იმ დამნაშავე ორგანიზაციების და რომლებმაც დაამატეს დანაშაული მიმდინარე 11 წლის განმავლობაში. ყველაზე დიდი დანაშაული ქვეყნის წინაშე არის ის, რომ გინდოდეს საკუთარი ქვეყნის სრული განადგურება. 2008 წლის ომი იქნებოდა ჟურნალი იმისი, რაც შეიძლება ამ ბოლო ორ წელიწადში მომხდარიყო საქართველოში. აქ აღარ იყო საუბარი მხოლოდ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე, აქ საუბარი მთლიანად საქართველოს დაკარგვაზე იყო, რომელსაც საუკუნეები დაჭირდებოდა ალბათ, რომ საქართველოს თავისი თავი დაებრუნებინა, თუკი, რაღაც ფორმით მაინც გადარჩებოდა“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 23:55

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 23:19

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.

ირაკლი ნადარეიშვილი

24 აგვისტო 2026, 22:19

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.

სკოტ ბესენტი

24 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 21:54

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

24 აგვისტო 2026, 21:38

ეკონომიკა

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.

24 აგვისტო 2026, 21:14

საზოგადოება

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.

24 აგვისტო 2026, 21:00

ეკონომიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს

„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იური იგნატი

24 აგვისტო 2026, 20:55

მსოფლიო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან

უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.

24 აგვისტო 2026, 20:50

საზოგადოება

ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.

24 აგვისტო 2026, 20:48

საზოგადოება

სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.

24 აგვისტო 2026, 20:43

პოლიტიკა

უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.

24 აგვისტო 2026, 20:38

პოლიტიკა

ოპოზიციური ერთობის ილუზია - პოლიტიკური ტაიმაუტიდან დაბრუნებული თაკო ჩარკვიანი და მძიმე პოლიტიკური ბრალდებები სააკაშვილზე თავდამსხმელების წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისა და ოპოზიციური გავლენების გარშემო ატეხილი ხმაური, ფრაგმენტირებულ სპექტრს კიდევ უფრო აქუცმაცებს. ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს ღია იერიშებით, პერსონალური შეურაცხყოფებითა და მძიმე პოლიტიკური ბრალდებებით უპირისპირდებიან.

24 აგვისტო 2026, 20:31

პოლიტიკა

ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 აგვისტო 2026, 20:29

პოლიტიკა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება - ახალი ბრალდება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას განხორციელებულ კორუფციულ სქემას, რამაც სახელმწიფოს თითქმის შვიდი მილიონი ლარის ზიანი მიაყენა.

24 აგვისტო 2026, 20:24

სამართალი

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და მათზე ფიზიკურად ძალადობდა.

24 აგვისტო 2026, 20:12

პოლიტიკა

მორიგი პოლიტიკური შეტევა აბასთუმანში განხორციელებულ ქველმოქმედებაზე - ფაქტები პოლიტიკური თავდასხმის პირისპირ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მორიგი პოლიტიკური შეტევა ქველმოქმედებაზე - ვიდრე ოპოზიციური ფლანგი აბასთუმანში მილიონიან საქველმოქმედო პროექტებს, ულტრათანამედროვე ფილტვის ცენტრსა და მასშტაბურ ინფრასტრუქტურას თავს ესხმის, ადგილობრივები და მედიკოსები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე ლაპარაკობენ.

ენდი ბერნემი

24 აგვისტო 2026, 20:08

მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერი: რუსეთი უკრაინის მოკავშირეების დაშინებას ვერ შეძლებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა „მსურველთა კოალიციის“ სხდომაზე უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთს უფლებას არ მისცემს, იგი დააშინოს.

24 აგვისტო 2026, 20:07

კულტურა

„ღამის სერენადების“ მონაწილეები აღტაცებულმა მაყურებელმა ბისზე რამდენჯერმე მიიწვია

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აგვისტო 2026, 19:43

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან და ევროპასთან ერთად შემუშავდა წინადადებების პაკეტი უკრაინაში ომის დასასრულებლად, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევის მთავრობის დამხობამდე გააგრძელებს.