მიხეილ სარჯველაძე სამთავრობო პროგრამაზე: საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
მიხეილ სარჯველაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„არის გარკვეული მნიშვნელოვანი სიახლეები. საინტერესო იქნება ახალი პრემიერ-მინისტრის ხედვა იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია სამთავრობო პროგრამით. ვფიქრობ და მოველი, რომ საინტერესო იქნება იმ ხედვის მოსმენა, რომელსაც შემოგვთავაზებს ირაკლი კობახიძე“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
სამთავრობო პროგრამა - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, სამთავრობო პროგრამის მიზანია ეკონომიკის მეტად სტიმულირება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერება და საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
ყველა სიახლე
08 ივნისი 2026, 10:06
საზოგადოება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დღეს სრულდება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
08 ივნისი 2026, 09:49
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რობერტ ქოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ ცარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანნა მისი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კვლავ გაიმეორა მუქარა ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების შესახებ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ალიანს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა სამველ კარაპეტიანმა, ალიანს „სომხეთის“ ლიდერმა რობერტ ქოჩარიანმა და პარტია „აყვავებული სომხეთის“ თავმჯდომარემ“ გაგიკ ცარუკიანმა პასუხი უნდა აგონ.
08 ივნისი 2026, 09:40
მსოფლიო
ფილიპინებზე ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
ფილიპინებში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ფილიპინების მთავარი სამხრეთ კუნძულის, მინდანაოს ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
08 ივნისი 2026, 09:34
მსოფლიო
სტარმერმა, ზელენსკიმ, მაკრონმა და მერცმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად 5 პირობა ჩამოაყალიბეს
პირობები მოიცავს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მოლაპარაკებების დაწყებას ფრონტზე არსებული მიმდინარე პოზიციებიდან, ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების „მყარი“ გარანტიების შექმნას.
08 ივნისი 2026, 09:34
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთმა „გემოფესტს“ უმასპინძლა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთმა 6-7 ივნისს გემოფესტს უმასპინძლა. ორი დღის განმავლობაში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას და ისიამოვნეს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით.
08 ივნისი 2026, 09:27
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტების ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
08 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა
ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაფრთხილების ფონზე მოხდა. მან სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, ირანზე საპასუხო დარტყმებისგან თავი შეეკავებინა.
08 ივნისი 2026, 09:20
კულტურა
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში ბაროკოს მუსიკის საღამო გაიმართა
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ბაროკოს ეპოქის მუსიკა და საფორტეპიანო რეპერტუარის შედევრები სრულდება. ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში უკვე შედგა ბაროკოს მუსიკის საღამო. მსმენელის წინაშე კი ანსამბლი „ვაჩე ბაროკო“ წარდგა და მე-17-18 საუკუნეების ევროპული მუსიკალური კულტურის გამორჩეული ნიმუშები შეასრულა.
08 ივნისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუ სკანდალით დაასრულა
„თქვენ არ კორუმპირებული ხართ ან უბრალოდ სულელი. თქვენი არჩევნები გაყალბებულია. თავად ხართ კორუმპირებული და გადაცემა Meet the Press-იც კორუმპირებულია, ისევე როგორც ABC, CBS -ი და CNN-ი კორუმპირებული და მოსყიდული ტელექსელები. ამით დავასრულოთ. ჩემთვის საკმარისია. გმადლობთ, ძვირფასო“, - განაცხადა ტრამპმა.
08 ივნისი 2026, 09:10
მსოფლიო
სომხეთში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული. მათგან 43 რეგიონულ, 16 კი ერევნის საგამოძიებო დანაყოფებში. გავრცელებული ცნობით, სისხლის სამართლის 9 საქმე საარჩევნო უფლების ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების, ასევე საარჩევნო კომისიების მუშაობისა და არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილე პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლის მუხლითაა აღძრული.
08 ივნისი 2026, 09:06
საზოგადოება
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
თბილისის მერიის სოციალურ პროექტ, „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - www.kids.org.ge. ამავე საიტზეა ხელმისაწვდომი საზაფხულო ბაღების სია.
08 ივნისი 2026, 08:57
საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დედაქალაქში „მადლიერების მარში“ გამართეს
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა დედაქალაქში „მადლიერების მარში“ გამართეს. მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა. მშობლების თქმით, ისინი მადლობა უხდიან მხარდაჭერისთვის საზოგადოებას და ხელისუფლების წარმომადგენლებს.
08 ივნისი 2026, 08:49
საზოგადოება
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა ქართულ დიასპორასთან გამართა. მათ ტორონტოში არსებული ქართული სკოლა და მართლმადიდებლური ეკლესია მოინახულეს.
08 ივნისი 2026, 08:41
პოლიტიკა
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.
08 ივნისი 2026, 08:33
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით
დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. ამ კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - როგორ შეიძლება არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის, ასევე საქართველო-აშშ-ს შორის გაყინულ ურთიერთობებზე.
08 ივნისი 2026, 08:26
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა“, პარტია მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს
არჩევნების შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. მისივე თქმით, პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს.
08 ივნისი 2026, 08:17
მსოფლიო
სომხეთის ცესკო-ს თანახმად, ამ დროის მონაცემებით, ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ ხმების 50.86% მოიპოვა
წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. ხმების 56%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა ძალამ ხმების 50.86% მოიპოვა. ხმათა 23.19%-ით პარტიების ბლოკი ძლიერი სომხეთი მეორე ადგილზეა.
08 ივნისი 2026, 08:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
8 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
08 ივნისი 2026, 01:09
მსოფლიო
ტრამპი ირანს: საკმარისია. დაუბრუნდით მოლაპარაკებების მაგიდას
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
08 ივნისი 2026, 00:00
საზოგადოება
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება. ეს მარხვა ოთხშაბათისა და პარასკვის გარდა, თევზით ხსნილია.


