კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს.
ოთხმა კომიტეტმა კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.
კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში საერთაშორისო ჩემპიონატების/ტურნირების საქართველოში მასპინძლობის აქტიური მხარდაჭერა გაგრძელდება.
მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტსმენების, მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალის ფინანსურ მხარდაჭერას.
„სპორტსმენების სტიპენდია საშუალოდ 50%-დან 70%-მდე იზრდება, მწვრთნელების და ექიმების 35%-დან 50%-მდე, რაც ნიშნავს, რომ 36 ფედერაცია, 400-მდე მწვრთნელი, 600-ზე მეტი სპორტსმენი და 80 ექიმი ჯამში 1073 ბენეფიციარი ისარგებლებს საანგარიშო პერიოდში მოცემული ხელშეწყობით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კულტურის დარგზე საუბრისას თეა წულუკიანმა დაგეგმილ კულტურულ ფესტივალებსა და გამოფენებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდება ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროცესი. ასევე, გაგრძელდება ხელოვნების მუზეუმში ხელოვნების ნიმუშთა კვლევის ლაბორატორიის მხარდაჭერა. 2024 წელს დასრულდება ანსამბლ „ერისიონის“ შენობის რეაბილიტაცია და გაგრძელდება ანსამბლ „სუხიშვილების“ სარეპეტიციო სივრცეების რეაბილიტაცია.
თეა წულუკიანის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება დმანისისა და მესხეთის თეატრების რეაბილიტაცია.
„ამჟამად მიმდინარეობს და გაგრძელდება ქუთაისის ოპერის რეაბილიტაცია და ქუთაისი მიიღებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტის თეატრს, რომელიც დიდ შესაძლებლობას მისცემს როგორც ქართველ ხელოვანებს, ასევე საერთაშორისო დონის დასებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, გასულ წლებთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი და 2024 წელს 2,508.0 მლნ ლარს მიაღწია.
მისივე თქმით, სამინისტრო გააგრძელებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმას, რაც საჯარო და კერძო ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას გულისხმობს. ასევე, გაიზრდება სკოლების ავტონომიურობის ხარისხი. ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით, ყველა არაქართულენოვან საჯარო სკოლაში დაინერგება ბილინგვური განათლება.
გიორგი ამილახვარმა მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება.
„2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით. საშუალოდ 500 ლარით და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
მან საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
პროფესიულ განათლებაზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. მისი თქმით, 2025 წლის ბოლომდე, ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად, განახლდება ყველა პროფესიული სტანდარტი.
უმაღლეს განათლებაზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს და გაგრძელდება უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე მუშაობა. გარდა ამისა, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით განხორციელდება ერთობლივი და ორმაგი ხარისხის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები.
მისივე ინფორმაციით, ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება და მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება.
მინისტრობის კანდიდატმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება.
როგორც ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილი სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ არსებობის 10 წლის განმავლობაში მოსახლეობის 95%-თვის აუცილებელ მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყო“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას.
ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, გასული წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გულისხმობს ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებას.
მინისტრობის კანდიდატმა ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისში, თურქეთიდან პროაქტიული რეჟიმით გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი ქვეყანაში, რამაც გააუმჯობესა კონკურენცია ბაზარზე და შეამცირა მედიკამენტების ფასები.
„2023 წლის იანვრიდან დღემდე 6 000-ზე მეტ მედიკამენტზე უკვე დაწესებულია რეფერენტული ფასი, რომელზე უფრო მაღალ ფასად რეალიზაცია ფარმაცევტულ კომპანიებს აეკრძალათ. გატარებული რეფორმების შედეგად, საშუალოდ, 45%-ით შემცირდა ფასები მედიკამენტებზე, რასაც ასევე, მოწმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც, 2023 წლის განმავლობაში, მაგალითად, ანტიბიოტიკების ჯგუფზე 41%-იანი ფასის კლება დაფიქსირდა ქვეყანაში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, მინიმალური ხელფასის პოლიტიკის საშუალებით, ექიმებს, ექთნებს და სხვა სამედიცინო პერსონალს, 21 ათასზე მეტ ადამიანს, სისტემაში ხელფასი გაეზარდა.
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, იგეგმება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური ახალი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მშენებლობა.
„საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გამოსვლების შემდეგ, მინისტრობის კანდიდატებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
25 აგვისტო 2026, 03:24
მსოფლიო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
25 აგვისტო 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.
25 აგვისტო 2026, 02:40
მსოფლიო
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.


