„ხალხის ძალა“: გლობალური ომის პარტიის მთავარი საზრუნავი ნაცმოძრაობის ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა. ზურაბიშვილის მოხსენება სხვა არაფერი იყო, თუ არა ფსევდოშუაშისტური პარტიის დაფუძნების ანონსი
ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უკვე დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები. სხვებზე არანაკლებ აქტიურობს გლობალური ომის პარტია, რომლის მთავარი საზრუნავი ნაცმოძრაობის ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში წერია.
„კვლევები აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში 55-60%-ს მიიღებს, ნაცმოძრაობა - 15-20%-ს, ხოლო 10% გარანტირებულად დაიკარგება იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ. შესაბამისად, გასანაწილებელი რჩება დაახლოებით 15%, რომელიც დღეს 5-6 სუბიექტს შორის ისე არის დანაწევრებული, რომ 5%-იან ბარიერს ვერცერთი მათგანი ვერ ლახავს.
გლობალური ომის პარტიის მთავარი საზრუნავია, ეს 5-6 სუბიექტი ისე შეკრას, რომ ზემოხსენებულ 15%-ს ერთად მოუყაროს თავი, რათა ნაცმოძრაობამ და მისმა ფსევდოშუაშისტურმა დანაყოფმა რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაკარგონ და ერთად 30-35% მოაგროვონ. მართალია, არჩევნებს ისინი ვერც ასე და ვერც ისე ვერ მოიგებენ, მაგრამ 30-35%-ის პირობებში, აგონიაში მყოფ კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ გადაარჩენენ და ამით, ხელისუფლებაში მისი დაბრუნებისა და აგენტოკრატიის აღდგენის შანსს 2028 წლისთვის მაინც დაიტოვებენ.
გეგმის სათავეში სალომე ზურაბიშვილია მოაზრებული, რაც ადასტურებს, რომ გლობალურ ომის პარტიას გათვლებში ძალიან უჭირს. როდესაც ისინი მასთან ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას გაერთიანებას ფიქრობენ, ამით კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ გლობალურ ომის პარტიაში საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები ძალიან დაბალ დონეზე, ნაკლებად კომპეტენტური აგენტების მიერ მზადდება.
სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მოხსენება სხვა არაფერი იყო, თუ არა ფსევდოშუაშისტური პარტიის, ანუ „სალომეს ფანჩატურის“ დაფუძნების ანონსი. მისი გამოსვლის ტექსტს ზედაპირულადაც კი თუ გავაანალიზებთ, აშკარაა, რომ ის, ყველა წინა ტექსტისგან განსხვავებით, არა მისი ადმინისტრაციის „სპიჩრაითერის“, არამედ სპეცსამსახურების მიერ იყო დაწერილი.
ასეც და ისეც, ფსევდოშუაშისტური პარტიის შექმნას დიდი წარმატება არ უწერია. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან სექტემბერში როგორც კი გადადგება, ის იმ მინიმალურ ხიბლსაც დაკარგავს, რაც პრეზიდენტის სტატუსს სდევს თან. გარდა ამისა, დეპუტატობის კანდიდატის რანგში, მას იმაზე მეტი ლაპარაკი მოუწევს, ვიდრე ახლა უწევს. ყველას გვახსოვს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილმა რამდენი სისულელე თქვა, რის გამოც მან „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერის პირობებშიც კი, ხმების 40%-ზე ნაკლები მიიღო და კინაღამ მეორე ადგილზე გავიდა. ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ერთობა რომ ვერაფრით გაიყიდება არანაცურ გაერთიანებად, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
ასე რომ, „სალომეს ფანჩატურს“ დიდი პერსპექტივა არა აქვს. მთავარია, მან 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას 2028 წლისთვის ძალების აღდგენის მინიმალური შანსიც არ დარჩეს“, - წერია განცხადებაში.
ყველა სიახლე
20 ივლისი 2026, 13:28
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: კრემლს, პუტინს სჭირდება ახალი ესკალაცია, რაღაც ახალი გამარჯვება და ამ შემთხვევაში უახლოესი სამიზნე ბალტიის რეგიონი და პოლონეთია
მისი თქმით, ომი უკრაინაში ისე არ ვითარდება, როგორც ამას რუსეთი გეგმავდა - რუსები ვერ იმარჯვებენ, აფეთქებები დღეს უკვე თავად რუსეთშიც ისმის და საწვავის დეფიციტი შეინიშნება. კაუნასმა აღნიშნა, რომ რუსული საზოგადოება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრემლის რეჟიმს და კითხულობს, თუ რატომ ხდება ეს და სად არის დაპირებული გამარჯვება.
20 ივლისი 2026, 13:26
ეკონომიკა
Nasdaq Calypso-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ისტორიული პარტნიორობის დაწყების ფარგლებში, ხუთი წამყვანი ქართული კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას მოახდენს
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 13:22
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება
რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს.
20 ივლისი 2026, 13:11
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს ჩაიბარებს
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.
20 ივლისი 2026, 13:10
საზოგადოება
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო
2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავენ შესაბამის უწყებებს, ატესტატს განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.
20 ივლისი 2026, 13:07
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 12:58
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ივნისის თვეში არსებული ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი განპირობებულია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემოთი
ივნისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 50%-ზე მაღალი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასულ თვეში ექსპორტის კუთხით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.
20 ივლისი 2026, 12:55
მსოფლიო
გერმანიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ბავარიის პრემიერს პომიდორი ესროლა
თვითმხილველების თქმით, კაცი მოულოდნელად გამოხტა ბუჩქებიდან და ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელს პომიდორი ესროლა. ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერივნენ და თავდამსხმელი დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციამ ის პატიმრობაში აიყვანა.
20 ივლისი 2026, 12:49
ეკონომიკა
საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შუა აზიიდან 115,416 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
20 ივლისი 2026, 12:49
საზოგადოება
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 ივლისს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) ადიდა მდინარე და გადმოვიდა საავტომობილო გზაზე. ასევე, ამავე გზის 41-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე უსაფრთხოების მიზნით დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
20 ივლისი 2026, 12:34
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ჩვენი მიზანია ქართული სამშენებლო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ვაქციოთ
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარება, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზარზეც შეძლებენ კონკურენციას.
20 ივლისი 2026, 12:34
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი.
20 ივლისი 2026, 12:22
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ტანკერების აფეთქების შესახებ განაცხადა
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ ორშაბათს განაცხადა, რომ ორი ნავთობტანკერი მას შემდეგ აფეთქდა და გამოვიდა მწყობრიდან, რაც ჰორმუზის სრუტის სახიფათო სამხრეთ მარშრუტით სცადეს გავლა. კორპუსის განცხადებით, გემებს ამ გზით სარგებლობისკენ, სავარაუდოდ, ამერიკელმა სამხედროებმა უბიძგეს.
20 ივლისი 2026, 12:18
ეკონომიკა
6 თვეში ჩინეთიდან საქართველოში 55 ათასამდე ვიზიტი შედგა
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54,554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3.2% შეადგინა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 12:12
საზოგადოება
კახა კალაძე: კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთათვის ფართების გადაცემა იყო ღირსების, სამართლიანობისა და ადამიანების წინაშე აღებული სიტყვის შესრულების საკითხი
თბილისის მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად კოოპერატიული ბინათმშენებლობების დაუსრულებლობით დაზარალებულ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები გადასცა. ისინი ამიერიდან დიდ დიღომში, „ვივა დევიდსვილში“ იცხოვრებენ.
20 ივლისი 2026, 12:05
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვფიქრობ, დღევანდელ ადმინისტრაციას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, შესწევს იმის ძალა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები
დედაქალაქის მერი კახა კალაძე პოზიტიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპასუხო წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი და მიიჩნევს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შესწევს იმის ძალა, რომ მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები.
20 ივლისი 2026, 12:05
კულტურა
„ოდისეამ“ პირველ უქმეებზე მსოფლიო გაქირავებაში $264 მილიონი შეაგროვა. ეს ნოლანის ფილმებს შორის საუკეთესო სტარტია
სურათმა ნოლანის კარიერაში საუკეთესო სასტარტო მაჩვენებელი აჩვენა და გადააჭარბა ფილმის „ბნელი რაინდი: აღზევება“ (2012) შედეგს, რომელმაც პირველ უქმეებზე 249 მილიონი დოლარი დააგროვა.
20 ივლისი 2026, 12:02
პოლიტიკა
კახა კალაძე: სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს დადებს
ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა, - განაცხადა თბილისის მერმა მედიის კითხვაზე სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის არსებობის შესახებ.
20 ივლისი 2026, 11:49
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ყველა კეთილსინდისიერ და პროფესიონალ კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოს ვთავაზობთ
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ბოლო თვეებში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანიც სექტორის გაჯანსაღება და პროექტების განხორციელების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამის შესახებ მან სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 11:48
პოლიტიკა
რევაზ სოხაძე: ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, რომ ბიუჯეტის თანხებით შესრულებული თითოეული პროექტი იყოს ხარისხიანი
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი შუა დერეფნის განვითარების საკვანძო პროექტია. გასული წლის ბოლოს სრულად გაიხსნა რიკოთის მონაკვეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი იყო, რაც ჩვენს რეგიონში განხორციელებულა. რამდენიმე დღის წინ კი ავტოტრანსპორტისთვის გავხსენით სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დამატებითი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე დარჩენილ 3 კილომეტრზე, რომლის გახსნას ოქტომბერში ველოდებით“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.


