დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის სააკაშვილის კლასტერი და მახინჯი მცდელობა, დაყოფის შედეგად მარტივად შეძლონ პატარ-პატარა ჯგუფებად გადაპარვა და საარჩევნო ბარიერის გადალახვა
დავით მათიკაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ნიკანორ მელია, ნიკა გვარამია, სალომე ზურაბიშვილი, გიორგი გახარია, ეს არის ერთი დიდი კლასტერი, რომელიც რა თქმა უნდა არის სააკაშვილის კლასტერი თავიდან ბოლომდე და არის მახინჯი მცდელობა დაყოფის შედეგად მარტივად შეძლონ პატარ პატარა ჯგუფებად გადაპარვა, საარჩევნო ბარიერის გადალახვა და შემდგომ იქ კოალიციის შექმნა, რაც არის აბსურდი. დღეს მათ, არც ხვალ და ზეგ მითუმეტეს, როცა არჩევნები მოახლოებული იქნება არანაირი შანსი არ ექნებათ ამის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციას სურს სალომე ზურაბიშვილისგან შექმნან მიზიდულობის ცენტრი და ამით შექმნან ილუზია, რომ არის გარკვეული ძალა, რომელიც არ არის „ნაციონალურ მოძრობასთან“ დაკავშირებული.
„სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება მიზიდულობის ცენტრი, მაგრამ ის მისი საქციელით თუკი გადადგამს ამ ნაბიჯს და გადადგება დაკავებული თანამდებობიდან და მთლიანად უკვე არსებითად გადაინაცვლებს ოპოზიციაში, რა თქმა უნდა ეს იქნება მცდელობა იმის, რომ გალიდერებით შექმნან ილუზია, რომ თითქოს არის გარკვეული ძალა, რომლის სათავეში დგას სალომე ზურაბიშვილი, თუ ვინმე კიდე სხვა, რომელიც არ არის „ნაციონალურ მოძრობასთან“ დაკავშირებული. ეს არის ტყუილი და აქ არის მზაკვრული გეგმა იმ ძალებისა, ვისაც აქვთ სურვილი გადააპარონ 5%-იან ბარიერს ცალ-ცალკე დაშლილი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდგომ პარლამენტში მოხდეს ამ კონსტრუქციის თავიდან აწყობა. „ლეგო“ რომ არის თამაში, რომ შლი პატარ-პატარა ნაწილებად, პატარა ნაწილების გადაპარვას უფრო მოხერხებულად ფიქრობენ რომ შეძლებენ და შემდგომ უნდა მოხდეს ვითომ კოალიციურ ერთობაში ამ ძალების გაერთიანება, რაც არის სრული აბსურდი.
ნიკა გვარამია, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, ვინმემ მართლა სერიოზულად დაიჯეროს აი თუნდაც იმ ნაწილმა ელექტორატმა, რომელიც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე, მაგრამ ვთქვათ პირობითად „ქართულ ოცნებასაც“ არ აძლევს ხმას. როგორ შეიძლება ყოფილი იდეოლოგი, ყოფილი პროკურორი და ჯალათი დაიჯერო, რომ დღეს ის, რომელიც დღენიადაგ სააკაშვილთან კონტაქტზეა და ზოგადად ესეც რომ არ იყოს, მისი პროპაგანდისტული სულისკვეთება დღემდე არსებული გაქრა? ხომ არ არსებობს ასეთი რაღაცა, ეს არის დაუჯერებელი ფაქტი, ვერავინ ვერავის ვერ მოატყუებს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 22:33
მსოფლიო
რუბიო 2020 წლის საპროტესტო აქციებზე აშშ-ში: ალბათ ყველას გახსოვთ ეს, გავლენიანი საინფორმაციო სააგენტოს წამყვანი დგას ცეცხლის ალში გახვეულ უბანში, ხოლო ეკრანის ქვედა ზოლზე წარწერა ამბობს, რომ პროტესტი „ძირითადად მშვიდობიანია“ - ეს იყო რაღაც ორმაგ სტანდარტზე უარესი, ეს ეპოქა უნდა დასრულდეს
პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 2020 წლის ზაფხულის მოვლენები გაიხსენა და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის მიმართ არსებული ორმაგი სტანდარტები მკაცრად გააკრიტიკა.
16 ივლისი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს გვერდით მინისტერიალის დაწყებამდე გადაღებულ ერთობლივ ფოტოზე
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს მინისტერიალში „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“.
16 ივლისი 2026, 21:48
მსოფლიო
რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილი მინისტერიალის მონაწილეებს: აქ იმიტომ იმყოფებით, რომ თქვენს ქუჩებში პოლიტიკურ ლიდერებს თავს ესხმიან და ესვრიან - იმიტომ, რომ თქვენი ბიზნესები ააფეთქეს, რკინიგზაზე საბოტაჟი განახორციელეს, პოლიციელებს კი სასტიკად გაუსწორდნენ და დაწვეს
პოლიტიკური ტერორიზმის ხელახლა გააქტიურების თემისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მკაცრად გააკრიტიკა დასავლურ ქვეყნებში მზარდი პოლიტიკური ძალადობა და განაცხადა, რომ დროა, „ეს ბოროტება ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს“.
16 ივლისი 2026, 21:26
მსოფლიო
POLITICO: ევროკომისია ესპანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაასრულოს საკანონმდებლო პროცესი ლობირების სფეროს რეფორმირების კუთხით, მათ შორის ლობისტთა სავალდებულო საჯარო რეესტრის შემოღების გზით
ევროკომისია ესპანეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები რეფორმების დასაჩქარებლად, რაც მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას, გამჭვირვალობის სტანდარტების ამაღლებასა და ანტიკორუფციული მექანიზმების განმტკიცებას, - წერს გამოცემა POLITICO.
16 ივლისი 2026, 21:09
მსოფლიო
The Telegraph: თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის პოპულარული მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რამაც მთავრობისა და სამხედრო ელიტის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა გამოიწვია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელმაც უკრაინელები ზელენსკის წინააღმდეგ განაწყო“.
16 ივლისი 2026, 20:51
პოლიტიკა
მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება - 8 ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
16 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
გვარამია ომისკენ - უკრაინის მძიმე რეალობის სასურველად წარმოჩენის ავტორი მედიასთან არ ჩანს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ტრილიონიანი სესხი ომის ნანგრევებისთვის. უკრაინის მძიმე რეალობის სასურველად წარმოჩენის ავტორი მედიასთან არ ჩანს.
16 ივლისი 2026, 20:46
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა.
16 ივლისი 2026, 20:40
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს მინისტერიალზე, რომლის ინიციატორი და მასპინძელია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო. დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე
დაახლოებით 60 ქვეყანა იყო მოწვეული და მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართულობა ასეთ პლატფორმაზე, - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის მინისტერიალთან დაკავშირებით, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი ესწრება.
16 ივლისი 2026, 20:35
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტ ხე სიაოცუენს შეხვდა.
16 ივლისი 2026, 20:33
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრიარქის, ასევე ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საჯაროდ შეურაცხყოფისათვის მოქალაქეები დაჯარიმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასამართლოს გადაწყვეტილებით პატრიარქის, ასევე ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საჯაროდ შეურაცხყოფისათვის მოქალაქეები დაჯარიმდნენ. დღეს კიდევ რამდენიმე პროცესი შედგა.
16 ივლისი 2026, 20:25
მსოფლიო
მარკო რუბიო პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების მინისტერიალზე: პოლიტიკურ ტერორიზმს მიმართავენ ისინი, ვინც ვერაფერს აშენებს, ვინც ვერ ქმნის და ვინც უუნაროა, მიაღწიოს დიდ მიზნებს
ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უმასპინძლა შეერთებული შტატების მინისტერიალს პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების თემაზე.
16 ივლისი 2026, 20:24
პოლიტიკა
აშშ-ში მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვაშინგტონში პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ მინისტერიალი სახელმწიფო მდივანმა გახსნა. შეხვედრას 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის, მარკო რუბიოს მიწვევით, საქართველოს პირველი დიპლომატი. მაკა ბოჭორიშვილი დღეს სიტყვით გამოვა.
16 ივლისი 2026, 20:23
ეკონომიკა
შანხაი-თბილისი-შანხაი - პირდაპირი ავიამიმოსვლა და დიდი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებისკენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი ეტაპი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაში და ისტორიული ავიარეისი. საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია შემოვიდა.
16 ივლისი 2026, 20:18
პოლიტიკა
თურქმენეთის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში და ახალი ეტაპი სახელმწიფოთა ურთიერთობაში - უკვე შედგა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ჩატარდა ერთობლივი ბიზნესფორუმი და გაფორმდა კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი, „ქრონიკის“ სიუჟეტი
თურქმენეთთან საქართველოს მზარდი სავაჭრო ბრუნვა ეკონომიკური კავშირების მნიშვნელობას ადასტურებს. ასევე მნიშვნელოვანია ცენტრალურ აზიაში ამ სახელმწიფოს წამყვანი როლი დაკავშირებადობის და შუა დერეფნის პროექტისთვის
16 ივლისი 2026, 19:39
მსოფლიო
The Kyiv Independent: ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკი ომის მიმდინარეობის რუსეთის სასარგებლოდ შემოტრიალების რისკს ქმნის - კორუფციაში, არაკომპეტენტურობასა თუ მართვის ხარვეზებში მხილებული ჩინოვნიკები ზელენსკის მხრიდან ხშირად ბევრად მეტი შემწყნარებლობით, ზოგჯერ მფარველობითაც კი სარგებლობენ, თუკი ისინი მის რეიტინგს საფრთხეს არ უქმნიან
2022 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად, უკრაინამ ომის მიმდინარეობა საკუთარ სასარგებლოდ შემოატრიალა, ფრონტის ხაზიდან დაწყებული, სტრატეგიული სიღრმის ჩათვლით - შესაძლოა, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის ამ ომში მიღებული ყველაზე მცდარი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პირი, რომელიც საომარ ვითარებაში მომხდარი ამ გარდატეხის მთავარი შემოქმედი იყო, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი სარედაქციო სტატიაში სათაურით „ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებით, ზელენსკი ომის მიმდინარეობის რუსეთის სასარგებლოდ შემოტრიალების რისკს ქმნის“.
16 ივლისი 2026, 19:27
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი
„2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების საერთო ტონაჟი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ივანე აბაშიძე.
16 ივლისი 2026, 19:22
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით
„საქართველოსა და თურქმენეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ორ რეგიონს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი გააქტიურების მიმართულებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 19:07
ეკონომიკა
სერდარ ბერდიმუჰამედოვი: ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად უნდა ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, გვინდა, მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე, თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ
ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად უნდა ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 19:05
მსოფლიო
Reuters: იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ მთავრობის სადავო გეგმას მხარი დაუჭირა - ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ჯორჯია მელონის მცდელობაა, 2027 წლის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს და ძალაუფლება შეინარჩუნოს
ხუთშაბათს იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ მთავრობის სადავო გეგმას მხარი დაუჭირა - ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მცდელობაა, 2027 წლის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს და ძალაუფლება შეინარჩუნოს, - წერს სააგენტო Reuters-ი.


