ილია დარჩიაშვილი: ორმხრივ ფორმატებში მაქსიმალურად ვმუშაობთ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა აღნიშნული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს
ილია დარჩიაშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო ყოველთვის იყენებდა მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმს, რათა მოგვეხდინა ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად წარმოჩენა და გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა პარტნიორებთან იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არის ჩვენს რეგიონსა და მის მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოში მოიწვია.
მისი თქმით, ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა აშშ-ის დელეგაციასთანაც. ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს. ასევე, ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან.
მისივე განცხადებით, პარალელურად იმართება ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
„მქონდა გაცნობითი შეხვედრა ახალ დანიშნულ ფრანგ კოლეგასთან. საფრანგეთი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და სწორედ მასთან თანამშრომლობა და კიდევ უფრო მეტი დინამიკა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალ გზაზე, რათა გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან“, - განაცხადა საქართველოს პირველმა დიპლომატმა.
მინისტრის განცხადებით, იგი ასევე შეხვდება მიუნხენის უსაფრთხოების ფორუმის ხელმძღვანელს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება გზები, თუ როგორ შეიძლება საქართველო კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი ამ უმნიშვნელოვანესი პლატფორმის ფორმატებში, რაც, დარჩიაშვილის განცხადებით, ახალ შესაძლებლობებს მოიტანს.
ყველა სიახლე
10 აპრილი 2026, 09:40
სპორტი
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში დღეს თურქეთის ნაკრებს შეხვდება
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება. მერვედფინალური მატჩი დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში კანადისა და უკრაინის ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
10 აპრილი 2026, 09:33
კულტურა
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 14 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ერევნის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში. ფესტივალი გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი.’’ სპექტაკლი ფარაჯანოვის უკანასკნელი კინოსცენარის მიხედვითაა დადგმული.
10 აპრილი 2026, 09:20
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: The Wall Street Journal-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოცემა The Wall Street Journal-ი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და არაზუსტი „სარედაქციო საბჭოა“.
10 აპრილი 2026, 09:18
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
10 აპრილი 2026, 09:09
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
10 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპის მტკიცებით, ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას არ ასრულებს, - „ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულვართ!“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ირანის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თეირანი შეთანხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ და უსაფრთხო ნაოსნობას არ უზრუნველყოფს.
10 აპრილი 2026, 08:53
მსოფლიო
კაია კალასი: ევროპაში ჩვენ გვაქვს რუსეთის ომი და არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება იქ, არ შეიძლება ეს იყოს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა
ტრამპის ადმინისტრაციისა და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ოფიციალური პირის კრიტიკა იმის შესახებ, რომ ევროპამ საკმარისი არ გააკეთა ირანთან ომის დროს მათ მხარდასაჭერად, უსამართლოა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.
10 აპრილი 2026, 08:41
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჯეი დი ვენსი და სხვა თანამდებობის პირები მოლაპარაკებებში რომ მონაწილეობდნენ, ალბათ, უფრო ღრმად გაერკვეოდნენ, რა არის „მიწის ნაკუწი” და რა არის უკრაინის ტერიტორია
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ჯეი დი ვენსი მოლაპარაკებებში თავად რომ მონაწილეობდეს, უფრო ღრმად გაერკვეოდა, რა არის მიწის ნაკუწი და რა არის უკრაინის ტერიტორია.
10 აპრილი 2026, 08:33
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნატოს ერთიანობა შენარჩუნდეს და შეერთებულმა შტატებმა ალიანსი არ დატოვოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
10 აპრილი 2026, 08:23
საზოგადოება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.
10 აპრილი 2026, 08:15
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა და შესრულდება მსახურება
ამ დღეს ტაძრებში ტარდება დილაობით დიდი ჟამნობა, 14:00 საათზე იქნება მწუხრის ჟამნი, რის შემდეგაც გამობრძანდება გარდამოხსნა, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
10 აპრილი 2026, 08:10
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს
სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარება წაიკითხეს. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა. 12 ვნების სახარება ტრადიციულად დიდი ხუთშაბათის საღამოს იკითხება.
10 აპრილი 2026, 08:03
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
10 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი.
10 აპრილი 2026, 01:53
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა სარკისებური ნაბიჯების შესახებ კრემლის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადების საპასუხოდ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა სარკისებური ნაბიჯების შესახებ კრემლის მიერ სააღდგომო ზავის გამოცხადების საპასუხოდ.
10 აპრილი 2026, 01:36
მსოფლიო
The New York Times: გზა ომისკენ - როგორ მიიღო დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილება
ამერიკული გამოცემა The New York Times-ი აქვეყნებს ვრცელ საგამოძიებო სტატიას სათაურით „როგორ მიიყვანა ტრამპმა აშშ ირანთან ომამდე“, რომელიც დეტალურად აღწერს თეთრ სახლში მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს, რამაც რეგიონი უმძიმეს სამხედრო კონფლიქტში ჩაითრია. მასალა ეფუძნება შიდა წყაროებსა და სიტუაციური ოთახიდან გამოჟონილ ინფორმაციას.
10 აპრილი 2026, 00:19
პოლიტიკა
სტეფანო ახოკე: ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს
ამერიკის პოზიციაა, რომ უნგრეთი არის მეგობარი და მოკავშირე. ეს ცვლის თამაშის წესებს. ეს მაგალითად ქმნის უნგრეთს სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ტრადიციულ მმართველობას უჭერენ მხარს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა სტეფანო ახოკემ უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას.
10 აპრილი 2026, 00:17
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით
9 აპრილის გმირების მემორიალთან დღეს განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია.
10 აპრილი 2026, 00:12
პოლიტიკა
უნგრელი მკვლევარი: ვხედავთ არჩევანს იმ მთავრობებს შორის, რომელსაც სურს უნგრეთმა დამოუკიდებელი კურსით იაროს, რომელიც თავს არ უხრის ბრიუსელს. ან მეორე მთავრობა, რომელიც დაეთანხმება ყოველივეს, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იტყვის
ჩვენ ვხედავთ არჩევანს იმ მთავრობებს შორის, რომელსაც სურს უნგრეთმა დამოუკიდებელი კურსით იაროს, იყოს წევრი ევროკავშირის მაგრამ პარტია, რომელიც თავს არ უხრის ბრიუსელს. ან მეორე მთავრობა, რომელიც დაეთანხმება ყოველივეს, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იტყვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დუნაის უნივერსიტეტის ევროპული პოლიტიკის მკვლევარმა, სტეფანო ახოკემ უნგრეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით.
10 აპრილი 2026, 00:11
მსოფლიო
ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ირანი მოწადინებულია „შური იძიოს“ მოკლული მამის გამო
ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანი კვლავ მოწადინებულია „შური იძიოს“ მისი მოკლული მამისა და ომში დაღუპული ყველა ადამიანის გამო - ნათქვამია მის ახალ განცხადებაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადების შემდეგ გავრცელდა.
10 აპრილი 2026, 00:08
საზოგადოება
დღეს წითელი პარასკევია
ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.


