ჟოზეფ ბორელი: თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი შესრულდეს
ჟოზეფ ბორელი
ფოტო: AFP
თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და ევროკავშირი საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში.
„სამი ძირითადი გზავნილი მინდა გავაჟღერო, რადგან დროში შეზღუდულები ვართ ჩვენ დილიდან ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და მინდა დრო აღარ დავკარგო. თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული, რაც ჩვენი რეკომენდაციაა, ამისათვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში, აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა, მეორე გზავნილი ის არის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, იმიტომ, რომ ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს - მცირედით გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, ჩვენ ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში.
ასევე ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ მოვუწოდებ მთავრობას, რომ იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვნახოთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, მე უკვე ვახსენე არჩევნების პროცესი და მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა რაც განხორციელდება მომავალში მინდა, რომ იყოს მომდევნო არჩევნებისთვის მზადება, ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნეს განხორციელებული, თავისუფალი კონკურენტული პოლიტიკური არჩევნების უზრუნველსაყოფად. და ბოლოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას რაც ეკისრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ჩვენ გვყავს ევრო კომისარი საქართველოში, გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევა კეთდება ამ მიმართულებით.
ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თქვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ასევე გაძლიერდა ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით ძალისხმევა, კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა 3.9 მილიონი ევროს ფარგლებში და ეს წელს არის გათვალისწინებული.
ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ქვეყანასთან, თქვენი შემოთავაზების საფუძველზე მოხდება იმ მექანიზმების დაფუძნება რაც წლის ბოლოსთვის უკვე უნდა იყოს ასახული“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
ყველა სიახლე
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.
12 აპრილი 2026, 18:52
სპორტი
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
12 აპრილი 2026, 18:51
სპორტი
კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
12 აპრილი 2026, 18:15
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.
12 აპრილი 2026, 17:38
მსოფლიო
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა ხმა
უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემები გამოქვეყნდა. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.
12 აპრილი 2026, 17:03
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა
უნგრეთის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალი მონაცემები ქვეყნდება. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.


