შალვა პაპუაშვილი: შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გახსოვთ, რომ 2020 წლის არჩევნების წინ ქართული ოცნება იყო ერთადერთი პარტია, რომლის მთავარ საარჩევნო დაპირებას 2024 წლისათვის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანა წარმოადგენდა,’’ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი შეასრულა.
,,ახლა უკვე 2024 წელია და შეგვიძლია ამაყად განვაცხადოთ, რომ არა მარტო მივმართეთ ევროკავშირს წევრობისათვის, არამედ კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ. ეს ისტორიული მონაპოვარი ქვეყნის ინტერესების დაზიანების, დემოკრატიის შესუსტების და ეკონომიკის შემცირების გარეშე შევძელით. საქართველოს პარლამენტმა ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში ეროვნულ ინსტიტუტებს შორის ფლაგმანის როლი იტვირთა. საპარლამენტო კომიტეტებში, სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ სხდომებზე მოხერხდა ასამდე, თვისებრივად უმნიშვნელოვანესი კანონისა და რეგულაციის მიღება, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული კანდიდატის სტატუსით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გავაძლიერეთ საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ინსტრუმენტები; შევქმენით უფრო ძლიერი, უფრო ეფექტიანი, უფრო მეტად ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე ანტიკორუფციული, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემა; ავირჩიეთ ახალი სახალხო დამცველი და სრულად დავაკომპლექტეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ყველაზე დიდ გაერთიანებასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან, გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, არაერთი ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა საქართველოს წინსვლის შესახებ ყველა გადაწყვეტილების მიმღები მხარე ინფორმირებული ყოფილიყო.
,,შემოვიარეთ ევროკავშირის ყველა დედაქალაქი, საქართველოს წინსვლის შესახებ ხმა მივაწვდინეთ ყველა გადაწყვეტილების მიმღებს. ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათ პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ფორმატში. მსგავსი მოტივაციით, ვიცე-სპიკერებმა, მეგობრობის ჯგუფებმა, კომიტეტებმა და მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა ასობით შეხვედრა გამართეს ევროკავშირელ კოლეგებთან. საქართველოში ვუმასპინძლეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცხრა პარლამენტის თავმჯდომარეს, სლავკოვის ფორმატში ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის სპიკერებს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესიას. ეს ყველაფერი ერთი მიზნით - ევროკავშირში საქართველოს წევრობის საქმეში საპარლამენტო აგურის დასადებად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დაფასდა ხალხისა და ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევა და საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი -
„მინდა, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს და უცხოელ პარტნიორებს, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ყველას, ვინც თავისი შრომით, ემოციით, გულშემატკივრობით თავისი წვლილი შეიტანა ამ მიზნის მიღწევაში. ამავე დროს, ქალბატონებო და ბატონებო, კანდიდატის სტატუსის მოპოვების საგა ის ქვიშის მარცვალი იყო, რომელშიც კარგად გამოჩნდა მთელი ქართული პოლიტიკური სამყარო. კერძოდ, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, კარგად დაინახა, რომ ოპოზიცია დაუნანებლად იყენებდა თავის პოლიტიკურ არსენალს - დეზინფორმაციის და რადიკალიზაციის სახით - რათა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების გზით, არაკანონიერი მეთოდებით ხელში ჩაეგდო ძალაუფლება. და რადგან ერთიც და მეორეც მიმდინარე წელს ალბათ უხვად გვექნება, მინდა საზოგადოებას გავაცნო დეზინფორმაციისა და რადიკალიზაციის ტალღების ანატომია. დაე, ყველასთვის ეს იყოს გაკვეთილი, რათა მიმდინარე წელს არ დავდგეთ იმავე გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ყველა სიახლე
24 მაისი 2026, 03:31
მსოფლიო
სროლა თეთრ სახლთან: ორმხრივი ცეცხლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი თავდამსხმელია
შაბათს საღამოს თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
24 მაისი 2026, 02:41
მსოფლიო
CNN: თეთრ სახლთან ათობით გასროლის ხმა გაისმა
თეთრი სახლის მიმდებარედ ათობით გასროლის ხმა გაისმა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
23 მაისი 2026, 23:02
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
,,ძალიან თბილი შეხვედრა გამოგვივიდა მაღალმთიანეთში მოსახლეობასთან. კურორტი გოდერძი ნათელი მაგალითია იმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მთაში ინვესტიციების მოზიდვას. ამ პროცესის პარალელურად, აქტიურად გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა სოფლების გაზიფიცირება, გზების მოწესრიგება და გარემოს დაცვა - მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ტყესა და ბუნებრივ რესურსებს, რადგან სწორედ ტყის გაჩეხვა იწვევს ზვავსაშიშროებას და შესაბამისად, მასიურ მიგრაციას მუნიციპალიტეტებიდან.“.
23 მაისი 2026, 22:10
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა უპირველესად არის ის, რომ სახელმწიფოს ეპიცენტრში არის ადამიანი, როგორც ღირსებადაცული - ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები, ეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
23 მაისი 2026, 22:07
პოლიტიკა
მეტრეველი: როგორც ირკვევა, აქტივისტები თანხას აგროვებენ არა წამლის შესაძენად, არამედ ეტლების, ყავარჯნების და სხვა სამედიცინო აქსესუარების შესაძენად. ვინც არ იცის: სახელმწიფო უკვე წლებია აფინანსებს ამ ბავშვების საჭიროებებს და მხოლოდ წელს, სამი მილიონი ლარია გამოყოფილი - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერა არ უნდა გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ახლა ირკვევა, რომ აქტივისტები თანხას არა წამლისთვის, არამედ, ყავარჯნებისთვის, ეტლებისა და იმ საჭიროებებისთვის აგროვებენ, რასაც უკვე წლებია, სახელმწიფო აფინანსებს.
23 მაისი 2026, 22:07
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენით დაავადებულ პაციენტებზე: სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. სულ ახლახან კი ამ დამხმარე საშუალებებს კიდევ ერთი სიახლე - პერსონალური ამწეები დაემატა
საქართველოში იშვიათი ნევრ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პირებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერისა და სამედიცინო სერვისების პაკეტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, — აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ განაცხადა.
23 მაისი 2026, 22:02
პოლიტიკა
ჩიხელიძე: კეთილშობილური იდეა მანიპულაციისთვის გამოიყენეს, კამპანიის მთავარ მიზნად არა წამლების შეძენა, არამედ დიუშენით დაავადებულთა საჭიროებებისთვის აუცილებელი ინვენტარის შესყიდვა გამოაცხადეს. რეალობა სხვაა - სახელმწიფო უკვე წლებია, აღნიშნული დაავადების მქონე ადამიანებისთვის ყოველწლიურად გამოყოფს რამდენიმე მილიონ ლარს
ჩიხელიძე აკრიტიკებს ოპოზიციას და ამტკიცებს, რომ ისინი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. მისი თქმით, მოთხოვნა „წამალი ბავშვებს“ არარეალისტური იყო, რადგან ამ ეტაპზე ამ დაავადების განკურნებადი წამალი არ არსებობს.
23 მაისი 2026, 21:59
პოლიტიკა
ზაალ ანჯაფარიძე: სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს დიუშენით დაავადებულებისთვის საჭირო ნივთების შესაძენად, ასე რომ არ გამოვა ხრიკი, თითქოს, სახელმწიფო დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს
ილიაუნის მიერ დაწყებულ დიდწილად პროპაგანდისტულ კამპანიაზე - დიუშენის სინდრომით დაავადებულთათვის საჭირო ნივთების შესასყიდად თანხების მობილიზება, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი განმარტება მინდა გავაკეთო, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყოველ წელს 3 მილიონს ხარჯავს ამ ყველაფრის შესაძენად მათთვის. მისივე თქმით, არ გამოვა მათი ხრიკი, რომ თითქოს, სახელმწიფო ამ ბავშვებისთვის არაფერს აკეთებს. ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რაც კი შეუძლია, უბრალოდ არ ყვირის ამაზე.
23 მაისი 2026, 21:53
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ისედაც აფინანსებს სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ყოველწლიურად 3 მილიონით - ეტლები, მასაჟები და ა.შ., მაშ, რას მოითხოვენ „ნაცმანქურთები“ სხვების შეცდომაში შეყვანითა და ბილწი პოლიტტექნოლოგიური შულერობით?!
უსამშობლო მანიპულატორების მოთხოვნებში თავიდან იყო - „წამალი ბავშვებს", „მთავრობას ფული ენანება". დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია თანხების შეგროვებისთვის. ნაცგაიძვერებმა იციან, რომ ჯერ არ არსებობს აპრობირებული ჯადოსნური მედიკამენტი და ახლა მოითხოვენ, რომ მობილიზებული თანხებით დაავადებულ ბავშვებს შეუძინონ ეტლები და მიაწოდონ ჯანდაცვის აუცილებელი სერვისები - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
23 მაისი 2026, 21:49
პოლიტიკა
ირაკლი მელაშვილი: ძალიან კარგად მესმის, რომ ხელისუფლებაში რომ ხარ, რომ გლანძღავენ, სასიამოვნო არ არის, მაგრამ ხელისუფლებისა და მიტინგზე მდგომი ადამიანების პასუხისმგებლობა არის ჯერადობით განსხვავებული
მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოპონენტებს დღევანდელი საუბრისათვის, - განაცხადა პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. მელაშვილმა აღნიშნა, რომ სიძულვილის ენის გაქრობა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
23 მაისი 2026, 21:38
პოლიტიკა
კოტე კემულარია სიძულვილის ენაზე: ეს პრობლემა ნამდვილად არის და „იმედის“ მრავალრიცხოვანი მაყურებელი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ამ პრობლემაზე წყნარი, კომპეტენტური მსჯელობა მოისმინოს
ეს პრობლემა [სიძულვილის ენა] ნამდვილად არის და „იმედის“ მრავალრიცხოვანი მაყურებელი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ამ პრობლემაზე წყნარი, კომპეტენტური მსჯელობა მოისმინოს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, დიპლომატმა კოტე კემულარიამ. მისივე თქმით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებულ თემებზე სამეცნიერო კონფერენციებია საჭირო.
23 მაისი 2026, 21:37
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა
ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, რომელიც სტრასბურგში წასულიყო და იქ დადგენილიყო, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა. ასეთს ვერ დაასახელებთ. ამაზე ობიექტური შემფასებელი არ არსებობს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
23 მაისი 2026, 21:30
პოლიტიკა
„დაიცავი ილიაუნის" წევრის დავით მშვენიერაძის თქმით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა არა მედიკამენტების, არამედ სპეციალური ეტლებისა და დამხმარე აღჭურვილობის დაფინანსებას მოხმარდება, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნულ საჭიროებებს წლიურად 3 მილიონი ლარით უკვე აფინანსებს
„დაიცავი ილიაუნის“ წევრი დავით მშვენიერაძე აცხადებს, რომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეგროვებული თანხა მედიკამენტების შესაძენად არ არის განკუთვნილი.
23 მაისი 2026, 21:25
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის ის მუხლიც, რომლის აღსასრულებლადაც იქმნება სპეციალური ქვედანაყოფი შსს-ში და თქვა, რომ კანონი შესაბამისობაშია ევროპულ კონვენციასთან
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგლე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ისაუბრა.
23 მაისი 2026, 21:24
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა ასეთი რამე იკადრო და ასეთ სიცრუეზე მოაწერო ხელი
თანადგომა, ქველმოქმედება, დახმარება, ეს ისეთი ცნებებია, რომელზე ჰუმანურიც კაცობრიობას ჯერ არ მოუგონია. ნურავის ეგონება, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების გასაჭირი გარდა ოპოზიციისა, არავის მიუტანია გულთან, მითუმეტეს ხელისუფლებას და განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროს - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, სახელმწიფოს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის გამოყოფილი აქვს წელიწადში 3 მილიონი ზუსტად იმ საჭიროებისთვის, რისთვისაც ვითომ თანხა გროვდება.
23 მაისი 2026, 21:20
სამართალი
ბექა ძამაშვილი: გადაწყვეტილება, უნდა დაჯარიმდეს თუ არა კონკრეტული პირი, მიღებული იქნება მხოლოდ სასამართლოს მიერ
სამართლებრივ სახელმწიფოში ნეიტრალური პირი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებს შორის ბალანსის დაცვას, არის მოსამართლე, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატების ფორმატში.
23 მაისი 2026, 21:19
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის
ევროპული სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სასამართლოებმა, მათ შორის, საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლებებს შორის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა.
23 მაისი 2026, 21:17
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ისაუბრა.
23 მაისი 2026, 21:12
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: სასამართლოზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს სოლომონ ბრძენის სასამართლო გვაქვს
სასამართლოზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს სოლომონ ბრძენის სასამართლო გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, არის საქართველოს სასამართლო სისტემა კატასტროფული კრიტიკის ქვეშ არის.
23 მაისი 2026, 21:10
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა
დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.


