ირაკლი კობახიძე: სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით
ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენი ხედვები არის მკაფიო, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც აშშ-თან ასევე ჩინეთთან. ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ორივე არის ზესახელმწიფო, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ნიშნავს აშშ-ის ელჩთან შეხვედრამდე ჩინეთის ელჩთან შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, სახელმწიფოს პრიორიტეტების გადალაგებას.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ორმხრივია და პრიორიტეტებიც ამის მიხედვით განისაზღვრება. მისი თქმით, საქართველო ჩინეთისგან დიდ ინტერესს ხედავს, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც გამოიხატება.
„აშშ-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება.
რაც შეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული. ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული, მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩინური კომპანიები ჩართული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. ასევე იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, აღდგა კოვიდის შემდეგ პირდაპირი ფრენები ძალიან მალე, ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. ასევე თქვენ ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ, ამ სტრატეგიული პარტნიორობის მაქსიმალურად განვითარება და გაღრმავება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის მხრიდან, ბოლო წლებში სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით ინტერესი შესუსტებული იყო, რაც გამოიხატებოდა პროტოკოლურ საკითხებშიც. მისივე თქმით, აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე გამოიხატა ქვეყნებს შორის უფრო ინტენსიური ურთიერთობის დამყარების სურვილი.
„რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გამოვლინება იმისა, რომ თითქოს შესუსტებული იყო ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები ქვეყნებს შორის არ შემდგარა უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით ალბათ უკვე მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა აშშ-იდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა - რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც აშშ-თან ისე ჩინეთთან, დანარჩენი არის დამოკიდებული შესაბამის ქვეყნებზე. ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი, აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება პროცესები სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, გვინდა როგორც აშშ-თან ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ
„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 00:29
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.
10 სექტემბერი 2026, 00:25
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება
ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
09 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ
ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.
09 სექტემბერი 2026, 23:53
მსოფლიო
ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა და მიაჩნია, რომ მას უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.
09 სექტემბერი 2026, 23:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით
„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ, არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.
09 სექტემბერი 2026, 23:30
პოლიტიკა
კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: მათი რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება - პრორუსული - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა
სრული ლუსტრაცია მოხდა, თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
09 სექტემბერი 2026, 23:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება. ვიდეო
ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება.
09 სექტემბერი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია
დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ..
09 სექტემბერი 2026, 22:46
მსოფლიო
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა.
09 სექტემბერი 2026, 22:41
პოლიტიკა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. TİKA-ს მხარდაჭერით, ვეტერან ფერმერებს, სულ, 20 ხელის ტრაქტორი გადაეცათ.
09 სექტემბერი 2026, 22:15
ტექნოლოგიები
Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა - ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება
ოთხშაბათს კომპანია Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა. ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება და ის წიგნივით იხსნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფართო ეკრანს იღებს.
09 სექტემბერი 2026, 22:10
მსოფლიო
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია
TRIPP პროექტის („ტრამპის მარშრუტის“) შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
09 სექტემბერი 2026, 22:08
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესა და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა.
09 სექტემბერი 2026, 22:01
მსოფლიო
მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება
რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოცემა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
09 სექტემბერი 2026, 21:36
მსოფლიო
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.
09 სექტემბერი 2026, 21:30
კულტურა
ლევან კოღუაშვილის შავ- თეთრი ფილმი „გურია“-- მსოფლიო პრემიერა ვენეციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებულია ქართული კინოსთვის. ფესტივალის ერთ ერთ პრესტიჟულ სფოთლაით სექციაში, დღეს ლევან კოღუაშვილის შავ თეთრი ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
09 სექტემბერი 2026, 21:11
სამართალი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება
სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
09 სექტემბერი 2026, 20:57
რეგიონი
შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალს, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, ოთხ წელიწადში დასრულდება.
09 სექტემბერი 2026, 20:50
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებები და ერთმანეთის მხილება - ოპოზიციაში კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის დღის წესრიგის სრული რღვევა - კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. დაშლილი ალიანსები, პოლიტიკური ბრალდებები და ურთიერთმხილება. ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების მთავარი თემა, ამჯერად ფინანსური გაუმჭვირვალობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.


