„ხალხის ძალა“: მთავარია, ხალხი აღიჭურვოს სიმართლით მიმდინარე პროცესების შესახებ, რადგან სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული ფასეულობების ეფექტიანად დაცვა მხოლოდ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას შეუძლია
5 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც თანამშრომლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, როგორიცაა „დედა“ და „მამა“, „ვაჟიშვილი“ და „ქალიშვილი“, „ცოლი“ და „ქმარი“. ბრძანებაში ნათქვამია, რომ „გენდერი“ სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც მას დაბადებიდან მოსდგამს. შესაბამისად, ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ “გენდერულად ნეიტრალური ენა, რათა გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები, -ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივნის ამ ბრძანებას დროში უცნაურად დაემთხვა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ე.წ. ტრანსგენდერი ქალის მიერ გამომუშავებული ე.წ. "დედის რძე" ისეთივე სასარგებლოა ჩვილებისთვის, როგორიც ქალი დედის რძე. სამსახურმა პირველად გამოიყენა ტერმინი “მკერდით კვება” „ძუძუთი კვების“ ნაცვლად, რადგან ის უფრო ინკლუზიურად მიიჩნია. სამსახურის ინფორმაციით, ინიციატივა ბრიტანეთის სახელმწიფოს მხრიდან სრულ მხარდაჭერას მიიღებს.
ამ მოვლენებს ასევე დროში დაემთხვა ესპანეთის ქალაქ ტორევიეხაში გამართული ე.წ. "პრაიდი", სადაც პირველად ისტორიაში, 10 წლამდე ბავშვებს ხელში ლგბტ დროშები დააკავებინეს და ისინი აღლუმზე პრაიდის მონაწილეთათვის დამახასიათებელი გამომწვევი ტანსაცმლით გაატარეს. საინტერესოა, რომ ტოროვიეხას ესპანეთში ქვეყნის „არაოფიციალურ გეი-დედაქალაქს“ უწოდებენ.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ფსევდოლიბერალური იდეოლოგია და ლგბტ-პროპაგანდა საერთაშორისო მასშტაბით ძალას იკრებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს. თუმცა, ზემოთ ნახსენები სამი მოვლენა მაინც განსაკუთრებით საგანგაშოა და საგანგებო ყურადღებას იმსახურებს. ყველაზე მძიმე ისაა, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული. ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის დემონსტრაციული ჩართვა უკვე ყველა კითხვის ნიშანს ხნის იმის შესახებ, თუ საიდან და ვის მიერ იმართება ეს პროცესები.
დღეს ამერიკაში მშობლებს უკვე აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესი არ ჩაუწერონ. თუმცა, თუ ეს ყველაფერი ჯერჯერობით ნებაყოფლობითია, სახელმწიფო მდივნის ბრძანების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არცთუ შორეულ მომავალში ამერიკულ დოკუმენტებში სქესის მითითება საერთოდ აიკრძალება. უკეთეს შემთხვევაში, ადამიანს სქესის არჩევის შესაძლებლობა შეიძლება დარჩეს. პროცესები, რომლებიც ტრადიციისამებრ, ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს ხოლმე სათავეს და ევროპაში პოვებს გაგრძელებას, აუცილებლად იქნება ატაცებული ქართული ფსევდოლიბერალური უმცირესობის მხრიდან, რომელსაც რადიკალური პოლიტიკური ოპოზიცია და მასთან ასოცირებული ენჯეოები და მედიასაშუალებები განეკუთვნებიან.
ამ ფონზე, ჩვენთვის კიდევ უფრო გასაგები ხდება ის ისტერია, რომელიც ქართველმა ფსევდოლიბერალებმა პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთისა და ამერიკის ელჩებთან გამართული შეხვედრების ქრონოლოგიის შესახებ შემოგვთავაზეს. მათი ლოგიკა პრიმიტიულია - პირველი შეხვედრის აბსოლუტური პრივილეგიით ამერიკის ელჩი უნდა სარგებლობდეს.
ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრმა ფსევდოლიბერალების ლოგიკით არ იმოქმედა, ჩვენთვის მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ საკმარისი ესეც არაა და დისკუსია ამაზე ღრმად უნდა გავშალოთ. კერძოდ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი არსითა და შინაარსით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი? მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა ამის საპირისპირო დასკვნის გამოტანის საშუალებას უფრო იძლევა.
წლების მანძილზე, თვალში ნაცარს ვიყრიდით და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ვუწოდებდით სახელმწიფოს, რომელთანაც დღემდე არც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს, არც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, არც პირდაპირი ფრენები და არც უვიზო მიმოსვლა; საიდანაც, უკვე 30 წელია, ინვესტიციები თითქმის არ შემოდის; რომელიც უკვე არაერთი წელია მისალოც წერილებსაც კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დონეზე გვიგზავნის; რომელმაც ქართულ ეკონომიკაში ფული მხოლოდ 2009 წელს ჩაასხა, როცა ერთიანი ნაციონალური აგენტოკრატია ჰქონდა გადასარჩენი; რომლის ე.წ. დახმარების 90 პროცენტი იმ ენჯეოებზე და, ფიქტიური ენჯეოების გავლით, პარტიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის, აგენტოკრატიის აღდგენისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მცდელობით არიან დაკავებული.
ამერიკელების მიერ ქართული პოლიტიკის დაფინანსებამ უკვე იმდენად უხეში ფორმები მიიღო, რომ ისინი დაფინანსების, პრაქტიკულად, პირდაპირ ფორმებსაც კი აღარ ერიდებიან. ამის მაგალითები უამრავია: ხოშტარია, ჯაფარიძე, მეზვრიშვილი, უსუფაშვილი, ჩერგოლეიშვილი, ბესელია, წერეთელი, დოლიძე, ბუაძე, ვაშაძე და ა.შ.
სამწუხაროდ, 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა დღემდე ლიტონ სიტყვებად რჩება, ამ სიტყვების უკან კი, მხოლოდ შიშველი ამერიკული ინტერესები მოჩანს, რაც, კაცმა რომ თქვას, ჩვენთვის სრულიად გასაგებია. ამერიკა არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომ ვინმეს უანგაროდ დაეხმაროს და საქართველოში ფული ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად ან რაღაც ამდაგვარში დახარჯოს. ამერიკული ფულით ამერიკული ინტერესების გატარება თავისთავად საერთოდ არ იქნებოდა პრობლემა, ამერიკისა და საქართველოს ინტერესები ზოგად დონეზე მაინც რომ ემთხვეოდეს ერთმანეთს. მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამერიკული ინტერესები ჩვენს ეროვნული ინტერესებს პრინციპულად არის აცდენილი.
ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა. ამ ყველაფრის ფონზე, არა მხოლოდ ამერიკელებისა და ჩინელების მიდგომების შედარებით უნდა დავკავდეთ, არამედ ღიად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტ-პროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული.
მთავარია, ხალხი აღიჭურვოს სიმართლით მიმდინარე პროცესების შესახებ, რადგან სახელმწიფო ინტერესებისა და ეროვნული ფასეულობების ეფექტიანად დაცვა მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია“, - წერია განცხადებაში.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 13:39
მსოფლიო
POLITICO: ბელგიამ აშშ-ის ელჩი ჯანდაცვის მინისტრზე დაცინვის გამო დაიბარა
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ აშშ-ის ელჩი ბილ უაითი მეორედ დაიბარა მას შემდეგ, რაც დიპლომატმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის ფრანკ ვანდენბრუკეს შესახებ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მასალას, რაც სოციალური ქსელის საშუალებით დაზარალებულის მეუღლეს გაუგზავნა.
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
29 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.


