დავით კაჭარავა: ურთიერთობა არის ორმხრივი და არ შეიძლება ცალმხრივად ჩვენ ვიღებდეთ ვალდებულებებს და ვასრულებდეთ ყველაფერს, ჰიპერსახელმწიფოს მხრიდან კი მხოლოდ სირთულეების წარმოქმნის მხარდაჭერა იყოს
დავით კაჭარავა
ფოტო: „ხალხის ძალა“
ცალმხრივი ურთიერთობები არაფერში არ გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს როცა ერთ მხარეს ამხელა ჰიპერსახელმწიფოა, - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ.
მისივე თქმით, მოძრაობა „ხალხის ძალისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ურთიერთობები, სადაც ისტორიას, კულტურას, სუვერენიტეტს არ დააკნინებენ და ჰიპერსახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ სირთულეების წარმოქმნის მხარდაჭერა არ იქნება.
„საბედნიეროდ ლგბტ პროპაგანდასთან მიმართებით, ჩვენს ქვეყანაში მიმღებლობა არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება. ჩვენი ვალდებულებაც ეს არის, რომ ამ პროპაგანდასთან დაკავშირებით ვიქონიოთ მწვავე რეაქცია.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, მაგრამ ზუსტად ამ მაგრამ ის შემდეგ მოდის ყველაფერი.
ურთიერთობა არის ორმხრივი და არ შეიძლება ცალმხრივად ჩვენ ვიღებდეთ ვალდებულებებს და ვასრულებდეთ ყველაფერს, ამ ჰიპერსახელმწიფოს მხრიდან კი მხოლოდ სირთულეების წარმოქმნის მხარდაჭერა იყოს.
კარგად გვახსოვს მათი მხრიდან დაფინანსებული ე.წ ენჯეოების ქუჩაში გამოსვლა, მოთხოვნები ტექნიკურ მთავრობაზე, ბიულეტენების ფრიალი და გაყალბებული "პივიტი", რაზეც ამერიკის საელჩომ ბოლოს გვითხრა, შეცდომა მოუვიდათო. არადა ლამის გადაჰყვა ქვეყანა ამ ამბავს. ექვსი თვე პარლამენტში არ შემოდიოდნენ ჩვენი რადიკალური ოპოზიციონერები.
ცალმხრივი ურთიერთობები არაფერში არ გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მით უმეტეს როცა ერთ მხარეს არის ამხელა ჰიპერსახელმწიფო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ურთიერთობები, სადაც ჩვენს ისტორიას, კულტურას, სუვერენიტეტს არ დავაკნინებთ.
აქედან გამომდინარე ველოდებით მათი მხრიდან ნაბიჯებს და იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჯერჯერობით ტენდენცია აქეთ არ მიდის.
ჩვენ (მოძრაობა „ხალხის ძალა“) კარგი ვქენით, რომ ეს ყველაფერი გამოვიტანეთ საჯაროდ და ამაზე საზოგადოებამ დაიწყო საუბარი. რამდენიმე ხნის წინ ამ თემაზე საუბარი არ შეიძლებოდა. როგორ შეიძლებოდა გეთქვა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ტაბუდადებული თემა იყო,“ - განაცხადა დავით კაჭარავამ.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 19:13
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჩემს სიცოცხლეში ვერ ვიკადრებ ისეთ რამეს, რასაც ახლა ვუყურებ პოლიტიკოსებისგან - ამ ბავშვების ტრაგედიით და მძიმე მდგომარეობით, მათი მშობლების სასოწარკვეთით იპარაზიტონ და ქულები დაიწერონ
ცდილობთ, ხელოვნურად შექმნათ ყალბი შთაბეჭდილება, რომ დებატი უნდა მოეწყოს ჩემსა და მშობელს შორის. სამწუხაროდ, არავითარი რესურსი და არგუმენტი არ აქვს თავად დამიჯდეს დებატებში. როგორც ამბობენ, ამაზე დაბლა ფსკერი და დონე აღარ არსებობს. აი, ეს იკადრეთ დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ასეთი რამ, უბრალოდ, არ უნდა გეკადრათ, - მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეს და ამავე პარტიის წარმომადგენლებს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
29 აპრილი 2026, 19:13
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი გაწევრიანებისთვის აუცილებელ ყველა პირობას შეასრულებს, ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება ქვეყნის კავშირში მისაღებად
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მუშაობს ევროკავშირთან ურთიერთობების წინ წაწევაზე, განსაკუთრებით საბაჟო კავშირის განახლებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხების მოგვარების კუთხით.
29 აპრილი 2026, 19:10
კულტურა
პრემიერმა კულტურის მინისტრთან ერთად ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობა დაათვალიერა.
29 აპრილი 2026, 19:08
მსოფლიო
მერცი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაზე: ამას პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ენერგომომარაგებაზე და მასშტაბური გავლენა ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი ურთიერთობა კვლავ „კარგია“. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სამშაბათს ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავისი გერმანელი კოლეგა გააკრიტიკა.
29 აპრილი 2026, 19:04
პოლიტიკა
გელა სამხარაულმა საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საერთაშორისო კვლევითი პროექტის ფარგლებში, პროფესორ გიორჯ ჰაინალს შეხვდა.
29 აპრილი 2026, 19:02
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ვმუშაობთ და გვჭირდება მკურნალობის ეფექტიანობის მუდმივად განვითარება. კარგი იქნება, რომ ეს მუშაობა ხორციელდებოდეს ყველა მშობლის ჩართულობით, მათთვის სამინისტროს კარი არასდროს დაგვიხურავს და მომავალშიც იქნება ღია
მნიშვნელოვანია გავარჩიოთ სიმართლე და გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც იქნება სწორი. აბა დავფიქრდეთ, რა იქნებოდა, თუკი მივიღებდით გადაწყვეტილებას 3.2 მილიონ დოლარად ღირებულ მედიკამენტთან დაკავშირებით და რამდენიმე თვეში ცნობილი გახდებოდა, რომ მედიკამენტს აქვს ფატალური საფრთხე და ეფექტი არ აქვს?! - მგონია, რომ ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრ კითხვას მოხსნის საზოგადოებაში. ყველა ამ ნათქვამზე გვაქვს სრულიად უტყუარ წყაროზე, ავტორიტეტულ და ოფიციალურ (FDA, EMA, ბრიტანეთის, საფრანგეთის მარეგულირებლების ოფიციალური ვებგვერდები) წყაროზე დაყრდნობის შესაძლებლობა და შემიძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეს ინფორმაცია მივაწოდო“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
29 აპრილი 2026, 18:58
მსოფლიო
ჰაკან ფიდანი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე: სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ნება 2007 წელს ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ გააუქმა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, თურქეთი მათ წევრად მიიღონ.
29 აპრილი 2026, 18:53
პოლიტიკა
პარლამენტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით წარადგინა.
29 აპრილი 2026, 18:51
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: შშმ პირთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია, პრაქტიკულად, ყველაზე მეტი შეღავათი და პრივილეგია
შშმ პირთათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულია, პრაქტიკულად, ყველაზე მეტი შეღავათი და პრივილეგია. 2023-2025 წლებში პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში სულ მონაწილეობა მიიღო სამუშაოს მაძიებელმა 1’785-მა შშმ პირმა და დასაქმდა 494 შშმ პირი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
29 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
CNN: ანგარიშის თანახმად, ირანის ომის გამო ლიბანში 1.2 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება
ლიბანში 1.24 მილიონი ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი - სავარაუდოდ, ირანის ომით გამოწვეული მწვავე შიმშილის წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მიერ მხარდაჭერილ ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა.
29 აპრილი 2026, 18:42
მსოფლიო
CNN: ნავთობის ფასები 5%-ით გაიზარდა ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვის პერსპექტივის ფონზე
ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა, რადგან ტრეიდერები ჰორმუზის სრუტის ხანგრძლივი ჩაკეტვისთვის ემზადებიან, - წერს CNN-ი.
29 აპრილი 2026, 18:41
პოლიტიკა
პარლამენტმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
29 აპრილი 2026, 18:38
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში - კერძოშიც, საჯაროშიც ონკოლოგიის მიმართულებით ყველაფერი იდეალურად ნამდვილად არ არის, მაგრამ სისტემა ნამდვილად ვითარდება - კარგად და მაღალი ტემპით
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიურ პაციენტებს უფინანსდებათ არა მხოლოდ ქიმიო-ჰორმონოთერაპია საჭირო მედიკამენტებით და სხივური თერაპია, ასევე - ზემოაღნიშნულ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევებიც. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის პერიოდში კვლევები, ეს იქნება ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური თუ სხვა, ჩვენი ბენეფიციარებისთვის რეალურად არის ხელმისაწვდომი. ამასთან, 2024 წელს განხორციელებული ცვლილებებით, ქიმიო, ჰორმონო და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები ანაზღაურდება ულიმიტოდ, სრულად, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე და ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მიუხედავად შემოსავლისა და კერძო დაზღვევის სტატუსისა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
29 აპრილი 2026, 18:35
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკით პირველ ათეულში მოწინავე იყო გერმანია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, საუდის არაბეთი - ის ქვეყნები, სადაც ჩვენ სტრატეგიულად ვმუშაობთ, წლიდან წლამდე ციფრებში იზრდება ტურისტების როგორც ოდენობა, ასევე - შემოსავლები
ჩვენი სტრატეგიული ბაზრები არის ის, სადაც ჩვენ ფულს ვხარჯავთ. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი; სპარსეთის ყურის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთი, ისრაელიც, ასევე, ეს არის ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, სადაც დიდ კამპანიებს ვაკეთებთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ.
29 აპრილი 2026, 18:25
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ACWA Power-ის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელსა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტს, საჩინ აბჰიანკარს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ენერგეტიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ინვესტორული კომპანიის - ACWA Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
29 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობა.
29 აპრილი 2026, 18:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში
მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას.
29 აპრილი 2026, 18:15
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
29 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა
2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
შარმანაშვილი სარჯველაძის ინტერპელაციაზე ოპოზიციის განცხადებებზე: დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა
„დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ვიყავი მოძრაობაში, რომელიც საბჭოთა კავშირს უპირისპირდებოდა. ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა და რის გამო? რომ თავი დაიმკვიდრონ პოლიტიკაში ასეთი უღირსი მეთოდებით, რომლებსაც სახელსაც კი ვერ ვუძებნი. მიხეილ სარჯველაძე ეკითხებოდა - რომელიმე ჩემი ფრაზა იყო ისეთი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა? მაგრამ ჰქონდათ მითითება, რომ არათუ ოპონირება არ გაეწიათ, არამედ პირად შეურაცხყოფაზე გადასულიყვნენ, ოღონდ ეს პოლიტიკური მიზნები აესრულებინათ. აი ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.


