29 თებერვალი 2024, 18:22 / სანდო წყარო

მიხეილ ყაველაშვილი: უკვე იმდენად შეაღწია ლგბტ პროპაგანდამ ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში, სოცქსელებში და ა.შ. რომ ამაზე საჭიროა ხმამაღლა საუბარი და განგაშის ზარების შემოკვრა

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

უკვე იმდენად შეაღწია ლგბტ პროპაგანდამ ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში, სოცქსელებში და ა.შ. რომ ამაზე საჭიროა ხმამაღლა საუბარი და განგაშის ზარების შემოკვრა, - განაცხადა მედიასთან საუბარში მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, თუ დღეს საზოგადოება ლგბტ პროპაგანდას წინააღმდეგობას არ გაუწევს, მერე გვიან იქნება.

„ლგბტ პროპაგანდის კუთხით დღეს მსოფლიოში აბსოლუტურად განსხვავებული რეალობაა. თუ სტატისტიკას მოვიხმობთ ვნახავთ, თუ რა მოიტანა საზოგადოებისთვის ასე მარტივად მიწოდებულმა თემამ - გაიჩინა მიმდევრები.

მე ისეთ სფეროში ვმოღვაწეობდი (მოგეხსენებათ, ფეხბურთს ვთამაშობდი), სადაც არაერთი პროტესტის გამომხატველი სიტუაცია ყოფილა - იყო რასიზმზე საუბარი, ასევე იყო ლგბტ თემა (გაიხსენეთ კაშიას სამკლავური). უნდა გავიაზროთ, როგორ არის მიწოდებული ინფორმაცია და ჩავიდეთ სიღრმეში, საიდან მოდის, რას ემსახურება და რატომ უნდა დავიცვათ ეს ყველაფერი.

ლგბტ პროპაგანდა დღეს შეფარული პროპაგანდა კი არა, ღია პროპაგანდაა. უკვე იმდენად შეაღწია ლგბტ პროპაგანდამ ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში, სოცქსელებში და ა.შ. რომ ამაზე საჭიროა ხმამაღლა საუბარი და განგაშის ზარების შემოკვრა,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყველა სიახლე

13 ივნისი 2025, 11:19

საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როდესაც უსაფრთხოების გარემო რთულია და შეიძლება, სწრაფად შეიცვალოს, საელჩო მოქალაქეებს აუცილებელ ნაბიჯებს ახსენებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს მოქალაქეებს ინსტრუქციების დაცვისკენ მოუწოდებს.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 11:19

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როდესაც პოლონეთის პრემიერი საქართველოს იღებს კრიმინალის მაგალითად, ეს მეტყველებს მის მიკერძოებულობაზე, თუმცა, მის ამ პოზიციას არ აქვს სრული მხარდაჭერა ევროპაში

„ქართველების დანაშაული არც რაოდენობით გამოირჩევა ევროპის ქვეყნებში და მითუმეტეს, არც სისასტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, როცა კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებაზე. ამ უკანასკნელმა პოლონეთში ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულის სიმრავლის გამო დაიწყო მხარდამჭერების მოგროვების კამპანია, რათა საქართველოს შეუჩერდეს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა.

13 ივნისი 2025, 11:14

პოლიტიკა

პოლონეთის საელჩოსთან მიმდინარე აქციის მონაწილე: მიშა სააკაშვილის ძმაკაცმა, ჯიბის კაცმა დონალდ ტუსკმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს. გამოვიდეს ბატონი და შანტაჟის და მუქარის ენის გამო საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში

პოლონეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილები დონალდ ტუსკის განცხადებას აპროტესტებენ, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს.

ნიკა გვარამია

13 ივნისი 2025, 11:09

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი იწყება. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობას.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 11:01

პოლიტიკა

სოზარ სუბარი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: დაუშვებელია და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლაში ტრენინგებს ატარებენ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ბრიტანეთის საელჩოს განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც მათ უწევთ მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რადგან საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის მიღებული.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 10:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩავატარებთ თვითმმართველობის არჩევნებს, აქტივობა იქნება მაღალი და ადამიანები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სასტიკად დამარცხდებიან, მათი პატრონები კი კიდევ ერთხელ გაწბილდებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოლოდინებზე მედიასთან საუბრობს. დეპუტატის თქმით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის ელჩი თვითმმართველობის არჩევნებს უარყოფითად შეაფასებს, რადგან პაველ ჰერჩინსკი არის მიკერძოებული და პერმანენტულად ცილს სწამებს ქართულ სახელმწიფოს.

13 ივნისი 2025, 10:54

მსოფლიო

Reuters: ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო მსოფლიოში ნავთობის ფასი 9% გაიზარდა

ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 9% გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:42

საზოგადოება

ალექსანდრე წულაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ამჯერად, შეხვედრა კახეთის რეგიონის მასწავლებლებთან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

დავით სონღულაშვილი

13 ივნისი 2025, 10:39

რეგიონი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს აგროლეინის მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან.

13 ივნისი 2025, 10:33

საზოგადოება

GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზე, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი.

13 ივნისი 2025, 10:23

ჯანდაცვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე რეგიონებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 10:03

მსოფლიო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ირანში ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის იერიშების დროს არ დაზიანებულა

ირანის ერთ-ერთი უძველესი ბუშერის ატომური ელექტროსადგური ისრაელის საჰაერო იერიშების დროს არ დაზიანებულა. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

13 ივნისი 2025, 09:54

ჯანდაცვა

პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, მედიკოსთა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდები 22 ივლისიდან, საბუთების მიღება კი 17 ივნისიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების on-line რეგისტრაცია და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის საბუთების მიღება (მისამართი: თბილისი, აკ.წერეთლის 144 ) 17 ივნისიდან დაიწყება, ხოლო გამოცდები 22 ივლისიდან ჩატარდება.

13 ივნისი 2025, 09:49

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა ერთი პირი.

13 ივნისი 2025, 09:35

საზოგადოება

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 317-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამოქალაქო საავადმყოფოს პერსონალის საცხოვრებელ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, 75 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

13 ივნისი 2025, 09:34

მსოფლიო

„ცაჰალი“: ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ასზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.

შალვა პაპუაშვილი

13 ივნისი 2025, 09:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს

მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

13 ივნისი 2025, 09:22

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ

ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ინდოელ ხალხს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

სოზარ სუბარი

13 ივნისი 2025, 09:10

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. მათ ვერ მოუნელებიათ, რომ სააკაშვილი არ არის დღეს საქართველოს პირველი პირი, რადგან მათ გარანტირებული ექნებოდათ მეორე ფრონტის გახსნა

პოლონეთის პრემიერი და მისი მთავრობის რამდენიმე წევრი, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი, გამოირჩევა განსაკუთრებული ანტიქართული განცხადებებით, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. ამ კომენტარით სუბარი გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერის ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

დონალდ ტრამპი

13 ივნისი 2025, 09:07

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, ირანზე ისრაელის თავდასხმის შესახებ წინასწარ იცოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს თავს დაესხმებოდა, თუმცა დასძინა, რომ ამერიკა ამ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობს.