imedi /  13 მარტი 2024, 17:10 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ახლა ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა დამნაშავეების გადმოცემას სთხოვს, ასევე, მეგობარ უკრაინაზე, რომლის წარმომადგენლები ტყუილებით, ულტიმატუმების ენით ელაპარაკებიან მეგობარ საქართველოს

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად დასეირნობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც უმაღლესი სტანდარტით დადასტურებულია დანაშაულები, რომლებმაც ასევე გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში და იქაც წააგეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა უკვე ჯერი ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა დამნაშავეების გადმოცემას სთხოვს.

„ახლა უკვე ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა დამნაშავეების გადმოცემას სთხოვს. ასევე, ჩვენს მეგობარ უკრაინაზე, რომლის წარმომადგენლები ტყუილებით, ულტიმატუმების ენით ელაპარაკებიან მეგობარ საქართველოს, რომელმაც 600-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერა ხელი, სადაც ჰააგის სასამართლოში რუსეთის გასამართლებაზეც კი იყო საუბარი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელი ლტოლვილი არის საქართველოში, სკოლები და ბაღები გავხსენით, სადაც უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სწავლა. ამ ყველაფრის ფონზე მათგან ძალიან ცუდ მესიჯებს წავაწყდით და ეს არის ერთობ უმადური საქციელი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პროკურატურამ გერმანიას და ბელგიას ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით მიმართა.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. ის რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრებზე ადეიშვილი უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებასა და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობდა.

ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებზე განცხადება ჯერ გერმანიის საელჩომ გაავრცელა. შემდეგ კი განმარტება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

ადეიშვილის ევროპულ შეხვედრებს 11 მარტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა. უწყების შეფასებით, ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია.

ასევე 11 მარტს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში მთავრობა აღნიშნავს, რომ ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 11:14

მსოფლიო

Transparency International UK: ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი ფუნტის ოდენობით ივაჭრეს

ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 6 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით ივაჭრეს. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International UK წერს.

26 თებერვალი 2026, 11:01

მსოფლიო

Politico: თეთრ სახლში ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს პირველი ისრაელი დაარტყამდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლები ფიქრობენ, უკეთესი იქნებოდა, თუ ირანს ჯერ ისრაელი დაარტყამდა, ხოლო შემდეგ ამერიკა. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

26 თებერვალი 2026, 11:00

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ „მონაკოს“ გაუტანა⚽

კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქი კარი 66-ე წუთზე აიღო. მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე ხვალ, კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2026, 10:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სხვისი დროშის მოფრიალე ამ 7000 ქართველს კიდევ ბევრჯერ ვიხილავთ ხან მოლოტოვის კოქტეილის მხარდამჭერად, ხან ნეპალის სცენარის მომწყობად და რაც მთავარია ყოველდღიურობის ზიზღით და სიძულვილით დამაბინძურებლად

უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ ორ დღეში გაჩნდა პირველი მოწოდება, რომ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გაეხსნა და სამხედრო კონფლიქტში ჩაბმულიყო, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 10:44

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სტარმერი თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზულ სკანდალებშია გახვეული და უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია, დღეს ის სხვას ასანქცირებდეს

უკრაინასთან მიმართებაში ევროპელი პოლიტიკოსების შეცვლილ რიტორიკას შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან დიდი ხანია არ ისმის უკრაინასთან მიმართებაში ისეთი ფრაზები, როგორებიცაა „უკრაინა იმარჯვებს“ და „არაპროვოცირებული“ ომი.“

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 10:44

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ მეტი რეზოლუციისთვის აქვს მხარი დაჭერილი, ვიდრე საქართველოს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განხილულ რეზოლუციასა და მის ავტორზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ დოკუმენტში აბსოლუტური ტყუილებია ჩაწერილი.

26 თებერვალი 2026, 10:40

სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული თბილისში გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 30 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

26 თებერვალი 2026, 10:39

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დაკავება

26 თებერვალი 2026, 10:39

სამართალი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 183 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ირანის მოქალაქე - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2026, 10:38

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: პირადად ჩემი და პარტია „ხალხის ძალის“ სახელით უპირობო მხარდაჭერას ვუცხადებ ტელეკომპანია "Postv-ის" და ტელეკომპანია „იმედს“ - ისინი აკეთებენ უზარმაზარ საქმეს და ამას აფასებს ქართველი ხალხი

ტელეკომპანია „იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ მათ წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლად მიიჩნევს.

26 თებერვალი 2026, 10:38

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი - 2007 წელს დაბადებული გ.მ. და 2009 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით დარჩიაშვილი

26 თებერვალი 2026, 10:37

პოლიტიკა

ოპოზიციის ლიდერი დარჩიაშვილი: მარკო რუბიო პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლოა

მარკო რუბიო არის, ამ ცხოვრების თუ არა, თანამედროვე პოლიტეკონომიის დედააფეთქებულობის სიმბოლო: ჩადის ბუდაპეშტში და, ცოტა ხანში, გასივებული ორბანი იმ გახვრეტილ ფიცართან ერთად უკრაინას ევროპულ ფულს უბლოკავს,- წერს ოპოზიციის ლიდერი, დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 10:25

მსოფლიო

მარკო რუბიოს განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებით სურს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ირანს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი და არა სამხედრო მიზნებისთვის სურს.

26 თებერვალი 2026, 10:23

ტაბლოიდი

ომანში აქლემები სილამაზის კონკურსზე ბოტოქსის გამო არ დაუშვეს🐪

კონკურსის მაღალი სტანდარტების გამო, წელს ბევრმა მომშენებელმა გადაწყვიტა აქლემებისთვის ტუჩები ბოტოქსის საშუალებით გაედიდებინათ. გარდა ამისა, ისინი იყენებდნენ მიორელაქსანტებს - დრუნჩის გამომეტყველების დასარბილებლად და სილიკონის ცვილის ინიექციებს - კუზის ზომის გასაზრდელად.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 10:14

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ტერიტორიების 20% დაკარგეს. შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს - ჩამონათვალი მართლაც დიდია ბოკერიას და მისი სადისტური რეჟიმის „საგმირო საქმეების“

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, გიგა ბოკერიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა არარაობებმა, ქვეყანა დანაღმულ ველზე შეიყვანეს“. ანალიტიკოსის თქმით, ამას ამბობს მართლაც რომ პოლიტიკური ბანკროტი და არარაობა, რომლის მმართველობის დროსაც, ქვეყანა რუსეთთან ომში შეიყვანეს და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგეს, შექმნეს რეჟიმი, რომლის დროსაც აწამებდნენ და კლავდნენ პატიმრებს.

ილონ მასკი

26 თებერვალი 2026, 09:53

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანეთში გაუპატიურების 70 000 შემთხვევის უნგრეთის მაჩვენებელთან შედარებაზე: დიდი განსხვავებაა

დიდი განახვავებაა, - ასე აფასებს ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში გაუპატიურების მაჩვენებლებს შორის სხვაობას.

ლევან მაჭავარიანი

26 თებერვალი 2026, 09:48

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.

26 თებერვალი 2026, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში

26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 თებერვალი 2026, 09:19

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.

26 თებერვალი 2026, 09:14

საზოგადოება

ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.