Imedi /  24 ოქტომბერი 2017, 14:00 / სანდო წყარო

რჩეულიშვილი: M2-თან მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა

გურამ რჩეულიშვილი

გურამ რჩეულიშვილი

როგორც გურამ რჩეულიშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, პირველ რიგში ჩაბარდება ობიექტები, სადაც რკინა-ბეტონის სამუშაოები დასრულებულია. "დაკიდებული ბაღები, ღრმაღელე, დიღმის 14 კორპუსი, მარიჯანი და სააკაძის პროექტები- ამ დროის ინფორმაციით, სწორედ ეს პროექტები დასრულდება პირველ რიგში,"- განაცხადა რჩეულიშვილმა.

მისივე განმარტებით, ინვესტორ კომპანიას ათეულობით მილიონის სამუშაო აქვს შესასრულებელი, თუმცა ცენტრ პოინტის აქტივები ბევრად აღემატება პასივებს და სწორედ ამიტომ დაინტერესდა სხვა დეველოპერული კომპანია. გურამ რჩეულიშვილი ამბობს, რომ 35 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართია ასაშენებელი და დაზარალებულ მენაშენეთა რაოდენობა 3 600 შეადგენს. მისივე თქმით, M2-თან  მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა და დაზარალებულებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები უახლოეს კვირებში გაფორმდება.

ყველა სიახლე

ზვიად მხეიძე

17 მაისი 2025, 12:35

რეგიონი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად მხეიძემ საზოგადოებას 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მოცულობა შეადგენდა 31 615 350 ლარს. აღნიშნული ფინანსური რესურსი მიზნობრივად მოხმარდა სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამის, საბიუჯეტო სფეროებისა და დარგების, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას.

შალვა პაპუაშვილი

17 მაისი 2025, 12:33

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 17 მაისი, ჩვენს უახლეს ისტორიაში, ქცეული იყო დაყოფის, შუღლის გაღვივების და ერის გახლეჩვის დღედ - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და ერის ერთსულოვნებით ეს დღე იქცა ერის მთლიანობის, მისი უმთავრესი ფასეულობების დღედ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობაზე წერს.

კარიმ ხანი

17 მაისი 2025, 12:23

მსოფლიო

Reuters: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი სექსუალური შევიწროების საქმის გამოძიების გამო თანამდებობას დროებით ტოვებს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი თანამდებობას დროებით ტოვებს, ვინაიდან გაეროს მიერ სექსუალური შევიწროების საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 12:22

რეგიონი

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტის „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

ბორჯომში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს პროექტი „მომავლის დიპლომატები მშვიდობისთვის“ წარმატებით განხორციელდა.

ლევან დავითაშვილი

17 მაისი 2025, 12:21

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღე მიულოცა.

17 მაისი 2025, 12:18

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ რენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ რენის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ვიცე-რექტორთან დიდიე მინერთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმი სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობას და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.

ოთარ კიტეიშვილი

17 მაისი 2025, 12:12

სპორტი

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა

იგი ავსტრიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშეა - აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

17 მაისი 2025, 12:09

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. „ქრონიკა“ ბათუმიდან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ბათუმში, საკათედრო ტაძართან მრევლი იკრიბება. საზეიმო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება. მრევლი და სასულიერო პირები ხატებით, ჯვრებითა და გალობით ბათუმის ქუჩებს მოივლიან.

მღვდელი გიორგი (კარელიძე)

17 მაისი 2025, 11:55

რეგიონი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობისთვის ემზადებიან

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მსვლელობა გაიმართება.

17 მაისი 2025, 11:51

მსოფლიო

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

ლას ვეგასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:49

რეგიონი

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძართან მრევლი დილიდან იკრიბება. მსვლელობით გაივლიან გზას ბაგრატის ტაძრამდე.

17 მაისი 2025, 11:35

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაში ოპერაცია „გედეონის ეტლი“ დაიწყო

ისრაელმა ღაზის სექტორში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპი, „გედეონის ეტლი“ დაიწყო. ინფორმაციას The Times of Israel ქვეყნის თავდაცვის ძალებზე („ცაჰალზე“) დაყრდნობით ავრცელებს.

17 მაისი 2025, 11:30

საზოგადოება

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, პარაკლისის ჩასატარებლად სამზადისი მიმდინარეობს

ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს - პატრიარქის კურთხევით, ასიათასობით ადამიანი მეთორმეტედ ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად კიდევ ერთხელ გაერთიანდება.

დიმიტრი ხუნდაძე

17 მაისი 2025, 11:21

საზოგადოება

დიმიტრი ხუნდაძე: სახელმწიფოს შემეცნება და ქართული ოჯახური კულტურა - სწორედ ამ ფასეულობების წართმევა სურთ, რადგან იციან, რომ „ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა”, ძლიერი სახელმწიფოს წაქცევა კი - შეუძლებელი!

17 მაისს, როგორც ოჯახის სიწმინდის დღეს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

მასუდ პეზეშკიანი

17 მაისი 2025, 11:14

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ტრამპი ირანს მშვიდობაზე ესაუბრება და ამავდროულად ემუქრება მას

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი ოფიციალურ თეირანს მშვიდობაზე ესაუბრება, თუმცა ამავდროულად ის მას ემუქრება.

17 მაისი 2025, 11:13

საზოგადოება

„17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“ - მოქალაქეებმა ბანერები თბილისის ხიდებზე გადმოფინეს

ახალი ბანერები თბილისში. „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“, „მამული, ენა, სარწმუნოება“. ამ შინაარსის ბანერები მოქალაქეებმა თბილისის ხიდებზე გადმოფინეს.

17 მაისი 2025, 11:07

ეკონომიკა

მაია ომიაძე: წელს ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით - ახალი სასტუმრო ჩვენთვის ახალი სავიზიტო ბარათია

საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან პირველი ბრენდირებული აეროპორტის სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“ ოფიციალურად გაიხსნა. ახალი სასტუმროს გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

17 მაისი 2025, 11:03

საზოგადოება

„გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით დარგვის აქცია გაიმართა

საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

17 მაისი 2025, 10:57

საზოგადოება

ლევან მგალობლიშვილი ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.

ემანუელ მაკრონი

17 მაისი 2025, 10:44

მსოფლიო

მაკრონის განცხადებით, ტრამპი უახლოეს საათებში ან დღეებში რუსეთს დაურეკავს და სტამბოლის მოლაპარაკებებზე გაესაუბრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უახლოეს საათებსა ან დღეებში რუსულ მხარეს დაურეკავს და სტამბოლში გუშინ გამართულ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაესაუბრება.