IMEDI /  26 მარტი 2024, 15:35 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ივანიშვილმა გაწირა თავისი სიცოცხლე, თავი გადადო იმისათვის, რომ ქვეყანა გადაერჩინა და ახლა ვიღაცა ფუკუიამა გამოხტება და რაღაცას დააბრალებს, საერთოდ არ არის ეს საინტერესო

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

რაც არ უნდა ილაპარაკოს ვინმემ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ თუ ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, ქველმოქმედი და უდიდესი გონებრივი შესაძლებლობების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც ეს ქვეყანა მართლა გადაარჩინა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ამერიკელი პოლიტოლოგის ფრენსის ფუკუიამას განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მდინარაძე ფრენსის ფუკუიამას განცხადებას უინტერესოს უწოდებს და განმარტავს, რომ საზოგადოებამ კარგად იცის კეთილისა და ბოროტის გარჩევა და როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს და ვიღაცა ცდილობს მას ბოროტის იარლიყი მიაწებოს, ეს არის თავად უდიდესი ბოროტება.

„ვიღაც ფუკუიამა გვეუბნება, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] ყოფილა ოლიგარქი. კაცმა გადაარჩინა ქვეყანა ფიზიკურადაც და ახლა ყველანი ერთად მისი ხელმძღვანელობით ვცდილობთ, რომ სულიერადაც გადავარჩინოთ ეს ქვეყანა, გადაჭარბების გარეშე და ვიღაცა რომ გამოხტება და რაღაცებს დააბრალებს, არ არის საინტერესო. ჩვენ ვიცით რეალობა რა არის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ იცის. როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს და ვიღაც ცდილობს მას ბოროტის იარლიყი მიაწებოს, ეს არის თავად უდიდესი ბოროტება. ამ ქვეყანაში საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს კეთილს და ბოროტს და თეთრს და შავს, ყველა არჩევნებზე დასტურდება, განწყობებით, რეიტინგებით, დამოკიდებულებით დასტურდება და ყველაფრით, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ადამიანმა გაწირა თავისი სიცოცხლე, თავი გადადო, იმისათვის, რომ ქვეყანა გადაერჩინა და ახლა ვიღაცა ფუკუიამა გამოხტება და რაღაცას დააბრალებს, საერთოდ არ არის ეს საინტერესო და ამით დაშანტაჟების მცდელობა ცალკე სისულელეა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამერიკელი პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა საქართველოს მთავრობას ისევ აკრიტიკებს, ქართულ ოპოზიციას კი გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

11 მარტი 2026, 23:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან - იმ ხალხისგან, რომლებიც ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას სხვადასხვა კონფლიქტში, არ გვჭირდება არანაირი მითითება

უცხოეთიდან დაფინანსებული უცხო ძალების გავლენის გამტარებლები საქართველოს ხელისუფლებას ჭკუას ნუ ასწავლიან, ტაივანის სეპარატისტული რეჟიმისგან დაფინანსებული ხალხი როგორ ბედავს და ჭკუას ასწავლის ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

შალვა პაპუაშვილი

11 მარტი 2026, 23:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის უსაფრთხოება, ამოცანები კი, კეთილდღეობის ზრდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ერთადერთი საზომია, რითაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

11 მარტი 2026, 22:28

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს განაგრძობს

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრები გამართეს.

ვიქტორ ორბანი

11 მარტი 2026, 21:15

მსოფლიო

ორბანი: უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან - ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი

უკრაინელები უკვე ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს ემუქრებიან - ყველა კარგადაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

11 მარტი 2026, 21:04

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და შპს ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

11 მარტი 2026, 21:00

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რუთ ფირმენიხი: მსოფლიოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მეტი დიპლომატია გვჭირდება. ყველაზე სწორი მიდგომა იქნება თუკი ყველა პრობლემატურ საკითხს მივიტანთ მოლაპარაკებების მაგიდასთან

ვფიქრობ, როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს შემთხვევაში, აქაც საჭიროა მეტი კონტაქტი, მეტი ურთიერთგაგება, მეტი დიპლომატია და ქვეყნებს შორის არსებულ პრობლემებზე ღია დისკუსია, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა რუთ ფირმენიხმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

11 მარტი 2026, 20:58

ეკონომიკა

რა პრობლემები იკვეთება ფასწარმოქმნის ჯაჭვში? - საპარლამენტო კომისიის მორიგი სხდომის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კომერციული ურთიერთობები და იდენტიფიცირებული პრობლემები ფასწარმოქმნის ჯაჭვში - საპარლამენტო კომისიამ დღეს მორიგი სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

11 მარტი 2026, 20:50

პოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა საქართველოს - ნიკოლ ფაშინიანი ევროკავშირს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა საქართველოს - „საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში” - ეს სიტყვები ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა. სომხეთის მთავრობის მეთაური ევროკავშირს საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ მოუწოდებს.

გიორგი მუჯირი

11 მარტი 2026, 20:42

სამართალი

პროკურორი: კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად წარმოადგენდა სააკაშვილის კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან

კორუფციული სქემით გახარჯული 9 მილიონი ლარი, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაფლანგულ თანხას, რასაც არანაირი შეხება არ ჰქონია სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზნებთან, - აცხადებს პროკურორი გიორგი მუჯირი.

ვაკო თურნავა

11 მარტი 2026, 20:41

პოლიტიკა

ვაკო თურნავა ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებზე: შევხვდით სხვადასხვა ჯგუფს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში. შეხვედრები საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა

შევხვდით ევროპარლამენტარებს, სხვადასხვა ჯგუფს, ადამიანებს, ვისაც აინტერესებთ რეალურად რა ხდება საქართველოში, თუ რატომ ვიღებთ ამ კანონებს [გამჭვირვალობის, გრანტების] - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ვაკო თურნავამ ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

11 მარტი 2026, 20:40

პოლიტიკა

საქართველოს ევროინტეგრაცია და ურთიერთობების გადატვირთვა - საპარლამენტო დელეგაცია ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს. „ქრონიკა” სტრასბურგიდან

საქართველოს ევროინტეგრაცია და ურთიერთობების გადატვირთვა. საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები დღეს ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 მარტი 2026, 20:39

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა Ynet: ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადგილობრივი თვითმმართველობის ლიდერებს დახურულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ისრაელი მოქმედებს იმ დაშვებით, რომ ომი გაგრძელდება „რამდენიმე კვირა“ და არა დღეები. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Ynet-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი

11 მარტი 2026, 20:31

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: თურმე „რედ ბულით“ გაუმასპინძლდა აშშ-ის ახლა უკვე პრეზიდენტს - ტრამპს, თურმე, იუშჩენკოს თაფლით გაუმასპინძლდა, პიჯაკები შეიძინა - ამისთვის იხდის სასჯელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ციხეში ზის იმიტომ, რომ თურმე „რედ ბულით“ გაუმასპინძლდა აშშ-ის ახლა უკვე პრეზიდენტს - ტრამპს; თურმე, იუშჩენკოს თაფლით გაუმასპინძლდა, პიჯაკები შეიძინა, - განაცხადა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა.

11 მარტი 2026, 20:29

პოლიტიკა

ოპოზიციის ალიანსის სკანდალები გრძელდება - ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ შეთანხმება დაირღვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის ალიანსის სკანდალები გრძელდება. ალიანსის შექმნიდან ერთ კვირაში წესების დარღვევა ნიკა გვარამიამ აღიარა, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს გაემიჯნა, ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებული ცისკარიშვილი კი ანა წითლიძემ შეაქო.

11 მარტი 2026, 20:27

პოლიტიკა

მოგზაურობა, დასვენება და გართობა ბიუჯეტის ხარჯზე - სააკაშვილს სახელმწიფოსთვის 9 მილიონამდე ლარის დაბრუნება მოუწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკუთარი და ოჯახის წევრების, მეგობრების და სტუმრების მოგზაურობა და გართობა, პირადი ინტერესები და საყიდლები საზღვარგარეთ - ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ფინანსებით ჰქონდა უზრუნველყოფილი და დამალული. სასამართლოს გადაწყვეტილება არც მეორე ინსტანციას შეუცვლია და მსჯავრდებულს 9 მილიონამდე ლარის ქვეყნისთვის დაბრუნება მოუწევს.

11 მარტი 2026, 20:20

ეკონომიკა

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატს და წევრი ქვეყნების ნაწილს უსწრებს. ასევე: ნატოს ქოლგის ქვეშ მყოფ ზოგიერთ სახელმწიფოს.

11 მარტი 2026, 20:17

პოლიტიკა

ყულევის ტერმინალი, საქართველოს ძალისხმევა სანქციების დაცვის კუთხით და ოპოზიციის მანიპულაცია - როგორ ცდილობენ ხელისუფლების ოპონენტები ევროკავშირის გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ყულევის ტერმინალის სანქციების პაკეტიდან ამოღებამ ოპოზიცია ახალ გამოწვევამდე მიიყვანა.

11 მარტი 2026, 20:11

პოლიტიკა

ეუთო-ს გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა დაუშვებელია, დიალოგი-აუცილებელი; ცვლილებები კი, არჩევნებით უნდა ხდებოდეს.

დონალდ ტრამპი

11 მარტი 2026, 20:10

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post: ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს

ტრამპი ისლამური რეჟიმის დამარცხებას აზვიადებს და ირანთან ომის დასასრულებლად ნიადაგს ამზადებს, - წერს ისრაელური გამოცემა The Jerusalem Post-ი.

11 მარტი 2026, 19:53

მსოფლიო

The New York Times: ირანთან ომის დროს აშშ-ის, სულ მცირე, 17 ობიექტი დაზიანდა - აშშ-ის სამხედროების განცხადებით, ირანი ომისთვის უფრო მეტად იყო მომზადებული, ვიდრე ამას ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ვარაუდობდა

ირანმა ქვეყანაზე განხორციელებულ აშშ-ისრაელის თავდასხმას ახლო აღმოსავლეთში არსებულ ამერიკულ სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით იერიშით უპასუხა. დარტყმები განხორციელდა საელჩოებზე, დაიღუპნენ ამერიკელი ჯარისკაცები, დაზიანდა სამხედრო ბაზები და საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურა.