მამუკა მდინარაძე: პირველად, ბოლო წლების ისტორიაში, დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო - სადაც ოპოზიცია დარტყმებს ახორციელებს, სინამდვილეში იქ თურმე პროგრესია
მამუკა მდინარაძე
პირველად, ბოლო წლების ისტორიაში, საერთო ჯამში დაგვიფიქსირდა პოზიტიური მიგრაციული სალდო. ყველგან არის გამოწვევა და პრობლემა, მაგრამ ათასჯერ წინ რომ ვართ, არც მინდა შევადარო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, იმას რომ ურტყამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც ესენი [ოპოზიცია] დარტყმებს ახორციელებენ, იქ სინამდვილეში თურმე პროგრესია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
„სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ შემოდის, შენი ქვეყანა რაღაცით მისთვის მიმზიდველია. ხომ ლაპარაკობდნენ რუსებზე, მათ თქვეს, რომელიღაცას არგუმენტი იყო, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებს ავიღებთ, 50 000 მოქალაქით მეტია გასულიო. ვთქვათ, ასეა. „ნაცების“ დროს, როდესაც ევროპის საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იყო გახსნილი, 250 ათასი ადამიანით მეტი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა. ქვეყნის მოქალაქეებზეა საუბარი. მათ ჰქონდათ უარყოფითი მიგრაციული სალდო, ემიგრანტების, საქართველოდან გასული ადამიანების რაოდენობა გაეზარდათ დაახლოებით 250 ათასი ადამიანით.
მარტო საქართველოს მოქალაქეებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, ვთქვათ დავუჯეროთ იმ ციფრს რაც მათ დათვალეს და 50 ათასი ადამიანით მეტია გასული, ეს იმას ნიშნავს, რომ 52 400 ადამიანით მეტი შემოვიდა, ამბობენ, რუსების ხარჯზე. სად არის ტყუილი - თუ 2 400 არის პოზიტიური მიგრაციული სალდო, ანუ ნიშნავს, რომ თუ ჩვენი ქვეყნის 50 ათას მოქალაქეს დატოვებული აქვს, მათ გამოანგარიშებას რომ მივყვეთ, 2 400 რომ დავამატოთ, შემოსულა უკან ეს პოზიტიური სალდო რომ მიგვეღო, ანუ პლუსში რომ გვქონოდა ეს ციფრი 52 400 ადამიანით მეტი. ახლა ამბობენ, რუსები არიანო. 35 ათასამდე მარტო აქ არის უკრაინელი ლტოლვილი. ანუ, 20 ათას კაციანი სივრცეც აღარ რჩება მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. იქ რუსიც არის, ბელორუსიც, თურქიც, აზერბაიჯანელიც, სომეხიც, რომელიც ამ წუთში, მიგრაცია ხომ მუდმივი პროცესია, გადიან, შემოდიან, ანუ, სულ გვაქვს 15-დან 20 ათას კაცზე ლაპარაკი, უკრაინელების გარდა, რომელიც საქართველოში არის ამ წუთში და 20 ათასი კაცი, უკრაინელები რომ გამოვრიცხოთ, ლტოლვილები არიან, მივიღეთ გულით, სულით, ვეხმარებით, სკოლები და ბაღები გავუხსენით მათ შვილებს და ა.შ. არავის ვამადლოთ არაფერს, ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ, მაგრამ 20 ათას კაციანი სივრცეც არ არის მათი მანიპულირების. ანუ აქ, ამ მარტივ ციფრებში უკვე დავადასტურეთ, რომ რუსების შემოსვლა და არგასვლა არის ცალსახა ტყუილი. ქვეყანას აქვს დადებითი მიგრაციული სალდო. მარტო საქართველოს მოქალაქეებზე რომ ავიღოთ, ამ შემთხვევაშიც, ის წასული რომ არის, თავის თავზე ცუდად იღებს. დაჭერილი აქვთ ეს მომენტი რომ მე ხომ წამოვედი ჩემი ქვეყნიდან, ჩემნაირი, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, დაიჯეროს 800 ათასი ყოფილა. ეგეთი ტყუილი როგორ უნდა აკადრო? 2 400 ადამიანით მოსახლეობის რაოდენობა არის გაზრდილი, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ციფრი, მაგრამ სიმბოლურია, რომ პლუსში გავედით. შენ რომ ეუბნები, რა 800 ათასი? რამდენი ადამიანიც გავიდა იმას ამბობენ და რამდენიც შემოვიდა, იმას არა. მე და თქვენც ვართ იმ 800 ათასში. ვეუბნები, იმ 800 ათასში შენც ხარ და აქ არ ხარ ახლა? ემიგრანტებს დასცინისო. რა ჭირთ ემიგრანტებს ჩვენი ან დასაცინი, ან მათი სალაპარაკო? ათასჯერ ღირსეულია ეს ხალხი მათზე. უამრავ ადამიანთან მაქვს კონტაქტი და უამრავთან მქონია შეხვედრა, ვუსმენ და ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები არიან, ეგენი რომ წარმოაჩენენ რაღაცებს, რომ ჰგონიათ ემიგრანტები და რატომ არ ვუხსნით ყველა ქალაქსა და დაბაში უბნებს და რაღაცებს, ჩააჭირეს რაღაც თემას და ურევენ ერთმანეთში ელექტრონულ და დისტანციურ არჩევნებს.
ანუ დასკვნა - სადაც პოზიტივში წავედით, სადაც წარმატება გვაქვს, ეს იმას ნიშნავს რომ ყველაფერი გადაწყვეტილი და კარგად კი არ არის იმ ნაწილში. ემიგრაციასთან დაკავშირებით წარმატება გვაქვს, მაგრამ მეტი წარმატება გვჭირდება, რომ ეს ხალხი, ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში დავაბრუნოთ. სიღარიბე გავანახევრეთ, მაგრამ მეორე ნახევარზე გვაქვს ახლა სამუშაო. სასამართლო მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კიდევ გასაზრდელია. ყველგან არის გამოწვევა და პრობლემა, მაგრამ ათასჯერ წინ რომ ვართ, არც მინდა შევადარო მაგათ დროს, და სადაც წინ გავიჭერით, იმას რომ ურტყამენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია იცოდეს, სადაც ესენი დარტყმებს ახორციელებენ, იქ სინამდვილეში თურმე პროგრესია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 19:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
28 მაისი 2026, 19:55
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
28 მაისი 2026, 19:19
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:17
პოლიტიკა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 19:16
რეგიონი
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს
ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
28 მაისი 2026, 19:05
სამართალი
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
28 მაისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
28 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:46
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.


