„არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია: შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში
ილია წულაია
ფოტო: Facebook
ჩვენი ვალია, არ მივცეთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სიტუაციის არევის საშუალება და მშვიდობა და განვითარება შევინარჩუნოთ! დარწმუნებული ვარ, ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის საკუთარ სიტყვას სიმშვიდის შენარჩუნების, საქართველოს განვითარების და ევროინტეგრაციის საქმეში!, - ამის შესახებ კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია სოციალურ ქსელში წერს.
წულაია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია გახდეს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი, რის მისაღწევადაც, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.
„მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მე, როგორც არქის დამფუძნებელი და ქართული ბიზნესის წარმომადგენელი, ვფიქრობ საჭიროებაა იმისა, რომ დავაფიქსირო ჩემი შეხედულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ევროპა და ევროპული ღირებულებები პირადად ჩემი და ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანია. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიზანია გახდეს ევროპის დიდი ოჯახის ნაწილი, რის მისაღწევადაც, ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი: ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა - ქართველი ხალხი, ხელისუფლება გააგრძელებს პროგრესს ამ გზაზე და ერთად მივაღწევთ საბოლოო მიზანს - ევროკავშირში გაწევრიანებას!
ასევე, მიუხედავად იმისა ხარ თუ არა დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ყველასთვის ნათელი უნდა იყოს - 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ბიზნესისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა, ჩამოყალიბდა ბიზნესის კეთებისთვის თავისუფალი და უსაფრთხო გარემო, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ გაზარდონ საკუთარი ბიზნესი და შექმნან ახალი სამუშო ადგილები. შედეგად მივიღეთ სტაბილური და რაც მთავარია სწრაფი ტემპით მზარდი ეკონომიკა, რაც თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.
რაც შეეხება დღევანდელი აჟიოტაჟის თემას, გამჭვირვალეობის კანონს, თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება სწორედ გამჭვირვალეობა და კარგი მმართველობაა (Good Governance). ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, მათ შორის საგადასახადო და ინვესტიციების წარმომავლობის კუთხით. ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში.
კარგად მოგეხსენებათ, რომ სწორედ ადგილობრივი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის უცხოური (დიდი ალბათობით ჩრდილოეთიდან) გაუმჭვირვალე დაფინანსებით მოხდა ხელოვნური აქციების გამართვა და არაერთი სტრატეგიული პროექტის განხორციელების შეფერხება (მათ შორის ნამახვანის ჰესი), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს.
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ვალია, არ მივცეთ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სიტუაციის არევის საშუალება და მშვიდობა და განვითარება შევინარჩუნოთ! დარწმუნებული ვარ, ბრძენი ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის საკუთარ სიტყვას სიმშვიდის შენარჩუნების, საქართველოს განვითარების და ევროინტეგრაციის საქმეში!“, - წერს წულაია.
ყველა სიახლე
19 მარტი 2026, 00:30
საზოგადოება
ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა
ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა.
19 მარტი 2026, 00:25
საზოგადოება
სერბეთის პატრიარქი: ილია II-ის მოღვაწეობამ მრავალი ნაყოფი გამოიღო და წარუშლელი კვალი დატოვა
ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში, სერბეთის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
19 მარტი 2026, 00:19
საზოგადოება
ლელა რაზიკაშვილი: მან თავისი წასვლით, ამხელა ტკივილით კიდევ ერთხელ მოგვახედა ერთმანეთისკენ, ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც ხდება ჩვენს გულებში და ამ ადამიანმა მოახერხა ყველას გულში შესულიყო. ახლა ადამიანები დაყოფილები აღარ არიან, ჩვენ ყველა ერთი დარდის ჭირისუფალი ვართ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა პატრიარქზე საუბრისას.
19 მარტი 2026, 00:14
მსოფლიო
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა დონალდ ტრამპსა და ისრაელს მოუწოდა, „რაც შეიძლება მალე“ დაასრულონ ომი ირანში და „თავი დაანებონ ლიბანს“. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
19 მარტი 2026, 00:05
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: ბოლო წამებში, ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, რადგან ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი
ბოლო წამებში, სანამ მისი გული გაჩერდებოდა, ვინც იქ იყო, ყველას თანდასწრებით, ექიმებიც იყვნენ ჩვენთან ერთად, ხმამაღლა ვუთხარი, რომ მას მადლიერებით ვუშვებთ ღვთის წინაშე, საყვედური არ გვაქვს სათქმელი ღმერთთან იმიტომ, რომ ღმერთმა მოგვცა ის დიდი შესაძლებლობა, რომ ის ჩვენთან იყო ამდენი ხანი, - განაცხადა დიპლომატმა, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე საუბრისას. მისივე თქმით, ილია II გახლდათ ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, კულტურულ და სახალხო დიპლომატიას აწარმოებდა იმ მარწუხების პირობებში, რაც საბჭოთა კომუნისტურ პერიოდში ჰქონდა საქართველოს ეკლესიას.
19 მარტი 2026, 00:00
საზოგადოება
წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო
საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა, ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
18 მარტი 2026, 23:53
საზოგადოება
ხათუნა ხოფერია პატრიარქზე: მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ
„მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ პატრიარქზე საუბრისას.
18 მარტი 2026, 23:45
საზოგადოება
ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯირს, წმინდა სინოდსა და ქართველ მრევლს.
18 მარტი 2026, 23:44
საზოგადოება
იანო ალიბეგაშვილი პატრიარქზე: ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო
ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა იანო ალიბეგაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. პატრიარქის “ავე მარიას” შემსრულებელი საქართველოს უსამძიმრებს ამ დიდ დანაკარგს.
18 მარტი 2026, 23:32
საზოგადოება
პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში
საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.
18 მარტი 2026, 23:21
საზოგადოება
ნიკუშა შენგელაია: პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მისი ხსოვნის პატივისცემის ნიშნად
პატრიარქის მიერ დაარსებული ოჯახის სიწმინდის დღე წელს გრანდიოზული უნდა იყოს, მის ხსოვნის პატივისცემის ნიშნად - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. შენგელაიას მიაჩნია, რომ წელს 17 მაისს საზოგადოებამ ყველას უნდა დაანახოს, რომ ქართველი ერი ქრისტეს სარწმუნოების ერთგული ხალხია.
18 მარტი 2026, 23:21
საზოგადოება
რობერტ სტურუა პატრიარქზე: ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება
ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება და იქ ჩვენ შევხვდებით, - განაცხადა რეჟისორმა რობერტ სტურუამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქზე საუბრისას.
18 მარტი 2026, 23:19
საზოგადოება
ხათუნა ხოფერია: ჩვენი პატრიარქი დირექტივებს არ იძლეოდა, ის ზეწოლას არავისზე ახდენდა. ის იყო რაღაცნაირად ჩვენი რელიგიის გაგრძელება
„თქვენ ხომ ყოველთვის ასეთ რეჟიმში ხართ, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ღვაწლი გაქვთ იმიტომ, რომ უკანასკნელ გზაზე აცილებთ მამას. მას ხომ არავინ ჰყავდა. ჩვენ ვართ მისი შვილები და თქვენი შრომა, ბევრის კიდევ, ფსალმუნებს ვკითხულობთ, არის მამის გაცილება“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ.
18 მარტი 2026, 23:11
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
18 მარტი 2026, 23:09
საზოგადოება
ნიკუშა შენგელაია პატრიარქზე: მამული, ენა, სარწმუნოება - ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც, ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო
ენა, მამული, სარწმუნოება ეს არის ის ფესვები, რომელზეც ილია II იდგა, ხშირად უთქვამს ჩემთვისაც ეს ფესვები თუ გადაჭრეს მერე ადვილად წაგვაქცევენო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გახსენებისას. შენგელაიამ გაიხსენა ისტორიები, რომელიც მას და მის ოჯახს უწმინდესთან აკავშირებდა.
18 მარტი 2026, 22:58
საზოგადოება
Vatican News: გარდაიცვალა ილია II, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, სამშაბათს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა - ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა, რომელმაც პატრიარქის გარდაცვალების გამო „დიდი მწუხარება“ და „ღრმა სამძიმარი“ გამოთქვა, - წერს გამოცემა Vatican News-ი.
18 მარტი 2026, 22:46
საზოგადოება
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში. ფოტოგალერეა
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში.
18 მარტი 2026, 22:18
საზოგადოება
ეთერ თათარაიძე პატრიარქზე: ის იყო მსოფლიო პატრიარქი. იმის დაჯერება ძალიან ძნელია, რომ ფიზიკურად ვეღარ შევხვდებით, მაგრამ ვიცი როგორ უმფარველებს თავის სამშობლოს იქ, ზეციური საქართველოდან
ძნელი დღე გათენდა, ძალიან მძიმე, გულით ვუსამძიმრებ მთელ ქრისტიანულ სამყაროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პოეტმა, ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ.
18 მარტი 2026, 21:46
საზოგადოება
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით
სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
18 მარტი 2026, 21:37
საზოგადოება
პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის, მათ შორის უფასო იქნება რკინიგზა
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.


