საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა
ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესდა:
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ71 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე, 29 იანვრის 22:00 საათიდან 30 იანვრის 08:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. კმ1-კმ29 მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.
ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ57 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. კმ20-კმ34 და კმ58-კმ72 მონაკვეთებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქობულეთის შემოვლით გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მოძრაობა გადართულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ქობულეთის გავლით.
ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ4-კმ29 (თერჯოლა-ტყიბული) მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ0-კმ58 (გომბორი-შუამთა) მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდა) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა სიახლე
09 აპრილი 2026, 00:13
საზოგადოება
პაატა სალია: საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნის დამსახურების კიდევ ერთი აღიარებაა საჯარო სერვისების მიმართულებით
საქართველო უმასპინძლებს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნის დამსახურების კიდევ ერთი აღიარებაა საჯარო სერვისების მიმართულებით, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელთა საფუძველზეც საქართველო წელს გლობალური მასშტაბის ღონისძიების მასპინძლად შეირჩა.
09 აპრილი 2026, 00:12
კულტურა
ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, სტავროს ნიარხოსის ფონდის კულტურის ცენტრში არსებულ საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, მისივე ნაწარმოები - ,,რეკვიემი“ შესრულდა.
09 აპრილი 2026, 00:10
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი: ეს წელი იყო წინა პერიოდში დაწყებული რეფორმების დასრულების და ახალი მნიშვნელოვანი ინოვაციების დაგეგმვის წელი
პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის ერთი წლის შედეგები შეაჯამა. იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრესზე, რასაც საქართველომ მიაღწია საჯარო სერვისების მოდერნიზაციის მიმართულებით.
09 აპრილი 2026, 00:08
პოლიტიკა
პაატა სალია: 14-18 აპრილს, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაერო-ს ოფიციალურ ღონისძიებებში მივიღებ მონაწილეობას
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, სადაც სიტყვით წარვდგები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გადაცემა „ღამის კურიერში“ საუბრისას.
09 აპრილი 2026, 00:07
პოლიტიკა
ანდრაშ ლასლო სოციოლოგიურ კვლევებზე: აბსოლუტურად შეშლილი კვლევები გვაქვს, ეს არის მანიპულაციის ინსტრუმენტი ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ
აბსოლუტურად შეშლილი კვლევები გვაქვს, ეს არის მანიპულაციის ინსტრუმენტი ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ, რომელიც მუშაობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ. მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლების ოპოზიციას სურს ყველა მხარდამჭერს ერთი პარტიის ქოლგის ქვეშ მოუყაროს თავი.
09 აპრილი 2026, 00:06
საზოგადოება
პაატა სალია: საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და სრულად შესაბამისობაში მოდის თანამედროვე სტანდარტებთან, რაც მიუთითებს სისტემაში მიღწეულ პროგრესზე
პაატა სალიამ „ღამის კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) 2026 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება და უზრუნველყოფილნი არიან პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობით. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა ეტაპობრივად ვითარდება და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
09 აპრილი 2026, 00:01
პოლიტიკა
მაია ბითაძე: სამარცხვინოა, რომ საკითხის პოლიტიზება ხდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის ხელისუფლება, რომელმაც შექმნა პირველი საკანონმდებლო აქტი შინაური ცხოველების უფლებების დაცვის თვალსაზრისით
ეს თემა ძალიან სენსიტიურია მოსახლეობისთვის. ეს თემა მათ შორის აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სახელმწიფოს მართავენ, შესაბამისად ამ თემის პოლიტიზება იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური კამპანია, რომლის წამოწყებაც რადიკალებმა სცადეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას.
08 აპრილი 2026, 23:52
პოლიტიკა
მაია ბითაძე ოპოზიციაზე: ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან, იმიტომ რომ უკვე კომიკურად არის გადაქცეული მათი საქმიანობა ქვეყნის შიგნით, ასევე კომიკურია დედაქალაქ-დედაქალაქ წოწიალი
ისინი ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდებიან, იმიტომ რომ უკვე კომიკურად არის გადაქცეული მათი საქმიანობა ქვეყნის შიგნით, ასევე კომიკურია დედაქალაქ-დედაქალქა წოწიალი, რომელსაც ასე ძალიან შეეჩვივნენ - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას. ბითაძის განცხადებით, ოპოზიციური ალიანსი არის ჩაკეტილი წრე, რომლის გაცოცხლებაზეც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთიდაიგივე ადამინები მუშაობენ, რომლებიც არც ცდილობენ გაერკვნენ რეალობაში.
08 აპრილი 2026, 23:50
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი უკრაინაში ომზე: ახლა საუბარია ვაჭრობაზე რამდენიმე კვადრატული კილომეტრი ტერიტორიისთვის - ღირს კი ეს კიდევ ასობით ათასი რუსი და უკრაინელი ახალგაზრდა მამაკაცის დაკარგვად?
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესი“ შეინიშნება, ხოლო მხარეთა პოზიციები, მისივე თქმით, ერთმანეთს დაუახლოვდა.
08 აპრილი 2026, 23:46
პოლიტიკა
ანდრაშ ლასლო: ძალზედ ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს ორივე მხრიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა უნგრელმა მისცეს ხმა. ძალიან კონკურენტული არჩევნებია, მაღალი ფსონებია არამხოლოდ უნგრელებისთვის, არამედ მომავლისთვის უნგრეთის
ძალზედ ინტენსიური კამპანია მიმდინარეობს ორივე მხრიდან და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა უნგრელმა მისცეს ხმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ უნგრეთში მოახლებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
08 აპრილი 2026, 23:41
პოლიტიკა
ბითაძე: ვინ იქნება ხელისუფლებაში - ამას მხოლოდ საქართველოს მოსახლეობა გადაწყვეტს და ე.წ. ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც მხილებულნი არიან საქართველოს ღალატში, ვერ იქონიებენ გავლენას საქართველოს სამომავლო პოლიტიკაზე
თუ ჩვენ არა ფრაგმენტულად, არამედ დიდ სურათს შევხედავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა, ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მსოფლიოში წესრიგი იცვლება და ასეთი ძალთა გადანაწილება მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
08 აპრილი 2026, 23:33
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა იდეა, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტიდან შემოსავალი უნდა მიიღოს
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა იდეა, რომ აშშ-მა ჰორმუზის სრუტიდან შემოსავალი უნდა მიიღოს, რაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განხილვის საგანი იქნება.
08 აპრილი 2026, 23:32
პოლიტიკა
მაია ბითაძე: რაც არ უნდა ალტერნატიულ დერეფნებზე ვსაუბრობდეთ, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს, საქართველოს გზა, შუა დერეფანი რჩება უალტერნატივო დერეფნად
რაც არ უნდა ალტერნატიულ დერეფნებზე ვსაუბრობდეთ, რომლის განხილვა ახლა მიმდინარეობს, საქართველოს გზა, შუა დერეფანი რჩება უალტერნატივო დერეფნად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
08 აპრილი 2026, 23:30
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ის სამშვიდობო და გონივრული პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა უკვე თვალსაჩინოა მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვის, რომელსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად განვიხილავთ
ის სამშვიდობო და გონივრული პოლიტიკა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, შეინარჩუნა დღეს უკვე თვალსაჩინოა მათ შორის იმ სახელმწიფოებისთვის, რომელსაც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებად განვიხილავთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველო ინარჩუნებს ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი საწინარი სუვერენიტეტის გაძლიერებასთან ერთად არის იმ ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, რის საშუალებსაც საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აძლევს.
08 აპრილი 2026, 23:17
საზოგადოება
პაატა სალია: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისი განხორციელდება ცალ-ცალკე. იმედი გვაქვს, ტენდერში ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს, ეს შექმნის უფრო კონკურენტულ გარემოს
პენიტენციურ დაწესებულებებში კვებითი მომსახურება პირველად დაიყოფა ტერიტორიული პრინციპით – ამ ახალი მიდგომის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ გაავრცელა.
08 აპრილი 2026, 23:05
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
08 აპრილი 2026, 23:00
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
08 აპრილი 2026, 22:23
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპმა შესაძლოა ალიანსის გენერალურ მდივანთან ნატოში წევრობის შეწყვეტის საკითხი განიხილოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა „გამოცდას ვერ გაუძლეს“, როდესაც მან ირანთან ომი დაიწყო და მათ შეერთებულ შტატებს დახმარება არ გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
08 აპრილი 2026, 21:33
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ჩვენ კიდევ გვაქვს მისაღწევი მიზნები, თითი სასხლეტზეა
აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვა გაავრცელა. პრემიერის განცხადებით, მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, ისრაელს კვლავ აქვს სტრატეგიული ამოცანები, რომელთა შესრულებაც გარდაუვალია.
08 აპრილი 2026, 20:58
ეკონომიკა
157 კომპანიას ჯარიმა კონკრეტული პირობით ჩამოეწერა - როგორ აისახება ინიციატივა ენერგეტიკის სექტორზე და რა ფუნქცია ექნება „ეკონომიკის განვითარების კორპორაციას“? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობა ახალ და დამოუკიდებელ უწყებას ქმნის. „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“, როგორც ეკონომიკის სამინისტროდან განმარტეს, კერძო სექტორისთვის უფრო მიზნობრივი, ეფექტიანი და საინტერესო ინსტრუმენტების შეთავაზებას უზრუნველყოფს. მსესხებელს კი საშუალებას მისცემს სესხი ერთზე მეტი ბანკის ან ფინანსური ინსტიტუტისგან მიიღოს. ახალი უწყების როლი იქნება ასევე: სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა მიმდინარე თუ დაგეგმილ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში.


