IMEDI /  06 ივნისი 2024, 09:31 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვიოს დესტრუქციაში, მითუმეტეს ომში - სუვერენიტეტს და ქვეყნის ინტერესებს არ ვცვლით ავიაბილეთებში

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ში გამართულ კონგრესის სხდომას აფასებს. დეპუტატის თქმით, ვაშინგტონში გამართული კონგრესი იყო სპექტაკლი, რომელიც მიზნად საქართველოში რევოლუციას ისახავს. ხუნდაძე განმარტავს, რომ ამერიკიდან გაჟღერებული მაიდანიზაციის მუქარა მისთვის მიუღებელია. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის პრინციპული პოზიცია ისევ უცვლელია, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არის პრიორიტეტი.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის იმ სცენარის გაგრძელება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას და ქვეყნის ომში ჩართვას ემსახურება, ასევე, იმ ხელისუფლების შეცვლას, რომელიც არ არის მორჩილი და უპირატესობას ანიჭებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. მინდა ჩვენი გუნდის პრინციპული პოზიცია კიდევ გავაჟღერო - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ქვეყანა გაეხვიოს დესტრუქციაში, მითუმეტეს ომში, ქვეყანაში ვერ შედგება ვერც მაიდანიზაცია, ვერ იქნება ვერანაირი რევოლუცია რამეთუ, ეს იქნება ომის წინაპირობა და ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში დღეს ომის მომხრეები უფრო მეტნი არიან, ვიდრე მშვიდობის მსურველნი, ამ ურთულეს ვითარებაში ჩვენ მოვახერხეთ, საქართველო, რომელსაც ჰქონდა მეორე ფრონტის როლი, დაგვეხსნა ამ განვითარებისგან, თუმცა ეს თემა დღესაც აქტუალურია. როგორც ხედავთ მეორე ტალღა დაწყებულია, სამწუხაროა რომ ეს ხდება ვაშინგტონში. ეს იყო სპექტაკლი, რომლის მთხრობელები იყვნენ ყოფილები, მათი პასუხისმგებლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ პატრონების მიერ დაკვეთილი სცენარი შეესრულებინათ. ამ სპექტაკლის მონაწილე ასევე იყო ერთ - ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული პოლიტიკოსი - შალვა ნათელაშვილი. ვფიქრობ, რომ საქართველოში, თუნდაც ოპოზიციაში ერთი პროცენტით უფრო მაღალი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსები მოიძებნებიან. ასევე ვფიქრობ, რომ მეტი ობიექტურობის თვალსაზრისით, ალბათ ჯობდა, მაგალითად ელჩი ყოფილიყო იქ ან სხვა რომელიმე წარმომადგენელი, რომ ეს სპექტაკლი ცალი კარის თამაშის პრინციპით არ ყოფილიყო. ისევ გაიჟღერა, თითქოს მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, არადა ეს დადგმული სცენარი მთელმა მსოფლიომ ნახა და სტრასბურგის სასამართლომ დაამტკიცა რომ არავითარ წამებას ადგილი არ აქვს და მისი უფლებები დაცულია. გაჟღერდა, რომ თურმე ჩვენ უნდა გვქონდეს მაიდანიზაციის მოლოდინი რადგან, უკრაინაში ორი რევოლუცია იყო წინაპირობა იმისა, რომ იქ დემოკრატია აღმავალია. თურმე დღეს განვითარების გზაზეა უკრაინა, არადა ვხედავთ რა მძიმე ვითარებაა დღეს უკრაინაში 10 მლნ-ზე მეტი ლტოლვილია,ასი ათასობით ადამიანი და ათასობით ბავშვია დახოცილი.

უკრაინიზაციის და მაიდანის პრიორიტეტი ჩვენ გუშინ ვაშინგტონში ვნახეთ, კონგრესის დარბაზში. თითქოს არჩევნები ქვეყანაში არ ჩატარდება სამართლიანად და ობიექტურად, რასაც მოჰყვება რევოლუცია. თუ ისინი იმდაგვარ გაყალბებას გულისხმობენ რაც ISFED-მა ჩაიდინა - პარალელური დათვლის შედეგები რომ გააყალბა. ISFED იყო და დღესაც არის დასავლეთიდან დაფინანსებული და ეს თავად აღიარეს, მაგრამ იმის შემდეგ რაც მმართველმა გუნდმა გაშიფრა ეს თაღლითური მცდელობა. გაყალბებას საზოგადოების მზარდი ემოცია მოჰყვებოდა და ეს იყო ამაზე გათვლილი, რომ ქუჩაში რევოლუციით დასრულებულიყო პროცესები. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და ჩვენ ასევე ვნახეთ ასეთი მცდელობები მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, რუსთაველზე, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესების ველად იქცა მოედანი, სადაც ჩემი თაობის, ჩემი მშობლების და კიდევ უფროსი თაობის წარმომადგენლები ითხოვდნენ დამოუკიდებლობას და დღეს რატომღაც მორჩილების მოთხოვნა გვესმის. კუბილიუსმა თქვა, ვენეციის კომისიამ გამოაგზავნა და სახელმწიფო დეპარტამენტი დაგვპირდა სანქციებს. რა თქმა უნდა, ასეთი ზეწოლა ვერ იქნება მათთვის ეფექტური და შედეგის მომტანი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია - სუვერენიტეტს და ქვეყნის ინტერესებს არ ვცვლით ავიაბილეთებში და სხვა პრივილეგიებში.“- აღნიშნა ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 17:22

რეგიონი

ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაიტბორა

ძლიერი ნალექის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურში ხევები ადიდდა. დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივების თქმით, სტიქიამ მსხმოიარე ვენახები დააზიანა, რამაც მათ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

დავით სონღულაშვილი

12 ივლისი 2026, 17:19

რეგიონი

დავით სონღულაშვილი კახეთში სტიქიაზე: მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებულია, დროულად იყოს აღდგენილი, რომ ქალაქმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება

აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 17:04

რეგიონი

რევაზ სოხაძე თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომას დაესწრო

თელავში სტიქიის შედეგად შექმნილი ვითარება, მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები და მომდევნო ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბის გაფართოებულ სხდომაზე, რომელშიც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მინისტრები, პარლამენტის წევრები და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

12 ივლისი 2026, 15:48

რეგიონი

რევაზ სოხაძე: ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს - დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული,“- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ.

12 ივლისი 2026, 15:46

მსოფლიო

ბრიტანელი პოლიტიკოსის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.

შეიხი ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი

12 ივლისი 2026, 14:50

მსოფლიო

კატარის ყოფილი ემირი გარდაიცვალა

ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი ხელისუფლებაში 1995 წელს, უსისხლო გადატრიალების შედეგად მოვიდა, როდესაც მამამისი ტახტიდან ჩამოაგდო. 2013 წელს მან ნებაყოფლობით თქვა უარი ტახტზე თავისი ვაჟის, თამიმ ბინ ჰამად ალ თანის სასარგებლოდ, რომელიც ამჟამად ​კატარს მეთაურობს.

12 ივლისი 2026, 14:46

სპორტი

ნიკოლოზ კურტანიძე მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ნიკოლოზ კურტანიძე კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ძალოსანთა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, აკვრაში - 187, ორჭიდის ჯამში კი 338 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე წონით კატეგორიაში ხვიჩა კიწმარიძემ ატაცში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი ვერცხლის მედლები მოიგო.

12 ივლისი 2026, 14:43

სპორტი

ფოთში პროფესიონალური კრივის მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

რინგზე წარმატებით იასპარეზეს ფოთელმა მოკრივეებმა. ბექა ჭუბაბრიამ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ირაკლი ალანიძემ მსოფლიო სარეიტინგო ორთაბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება.

12 ივლისი 2026, 14:39

მსოფლიო

ტყის ხანძარს ესპანეთში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ძლიერი ქარისა და ცხელი ამინდის გამო სწრაფად ვრცელდება, ხანძარმა 12 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა. განადგურებულია 6 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი.

12 ივლისი 2026, 14:35

მსოფლიო

საფრანგეთში ტყის ხანძრებთან დაკავშირებით ათობით ადამიანი დააკავეს

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წელს საფრანგეთში ტყის ხანძრებმა, სულ მცირე, 25 ათასი ჰექტარი ფართობი გაანადგურა. ამასთან საფრანგეთის მთავრობამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე საგანგებო გეგმა გაააქტიურა იმ დეპარტამენტებში, სადაც მეტეოროლოგიის „წითელი“ განგაშია გამოცხადებული. ასეთი 24 დეპარტამენტია, კიდევ 59 დეპარტამენტში კი განგაშის „ნარინჯისფერი“ ნიშნულია გამოცხადებული. ივნისში სიცხემ 2 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა.

დონალდ ტრამპი

12 ივლისი 2026, 14:31

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ

„არჩევნებში სრული უპირატესობით გავიმარჯვე მთელი დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ და თითქმის 100%-ით ნეგატიური ამბების ფონზე, ამერიკის ოლქების 86% მოვიგე. წარუმატებელი New York Times-ი, უმეცარი CNN-ი, სამივე ყალბი ქსელი - ABC, CBS-ი და NBC - მათი მკითხველების, რეიტინგებისა და მაყურებლების რაოდენობა ეცემა, რადგან საზოგადოება ხვდება, რომ ისინი, როგორც თავიდანვე ვთქვი, ყალბი ამბებია მათ არანაირი სანდოობა არ აქვთ, თორემ შეუძლებელი იქნებოდა ჩემთვის მხოლოდ ცუდი ამბების ფონზე გამარჯვება. არჩევნები დღეს ხელახლა თუ ჩატარდება, მე კიდევ უფრო მეტით გავიმარჯვებ - სინამდვილეში, გაცილებით მეტით! დემოკრატებს არ აქვთ ის, რაც საჭიროა. მათი პოლიტიკა არასწორია და ისინი, ზოგადად სულელები არიან. ისინი კომუნისტები არიან, ისინი სასოწარკვეთილად ჩაძირული გემი არიან და ამის გამო ვერაფერს იზამენ. არაზუსტი, ცრუ სტატიების წერის ნაცვლად, უნდა იყოს დრო, რომ თქვან: „ჩვენ ვნებდებით, ჩვენ ვერ დავამარცხებთ მას, როგორც ჩანს ვერაფერს ვიზამთ“. არის დრო, რომ თქვან: „ტრამპი ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია“, - წერს ტრამპი.

12 ივლისი 2026, 14:19

საზოგადოება

მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკი ნაყინის ფესტივალს მასპინძლობს. 17 კომპანია სტუმრებს მრავალფეროვან გემოსა და ახალ პროდუქციას სთავაზობს. წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია.

12 ივლისი 2026, 14:17

რეგიონი

რა ვითარებაა თელავში, სადაც სტიქიის შედეგებს ებრძვიან - „ქრონიკის“ ჩართვა

თელავში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წყლის დონემ შედარებით დაიწია და ტერიტორიას წმენდენ. გვიან ღამით, ადიდებულმა თელავის ხედმა წაიღო ხიდი და შეცვლილი კალაპოტით ქუჩაზე მიედინებოდა. დაზიანებული ინფრასტრუქტურა და დატბორილი შენობები.

შიო III

12 ივლისი 2026, 14:16

საზოგადოება

პატრიარქი: ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

„რაც შეეხება პავლე მოციქულს, ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მის ეპისტოლეებს ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი სულის ცხონებისთვის. ძვირფასო ძმებო და დებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მივბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მივბაძოთ წმინდა ჯვრის სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არცერთი დღე ჩვენს ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების და პირჯვრის გადასახვის გარეშე. ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.

12 ივლისი 2026, 14:09

რეგიონი

„ოქსიგენფესტის“ ფარგლებში რუსთავში მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

„213 წარჩინებულ ახალგაზრდასთან ერთად, რომელთაც ცხოვრებაში პირველი გამარჯვება და წარმატება უკვე მოიპოვეს, სცენაზე უდიდესი სიამაყის გრძნობით ვიდექი. სწორედ მადლიერების ნიშნად გადასცემს მათ ქალაქი, როგორც ფულად ჯილდოს, ასევე მეხუთე წელია, აი ასეთ ლამაზ საღამოს ვუწყობთ. ჩვენი სურვილია, რომ მომავალში მათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეთ და აქტიურად გააგრძელონ წარმატებისკენ სვლა“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დონალდ ტრამპი და ლინდსი გრემი

12 ივლისი 2026, 13:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ლინდსი გრემი იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანი და სენატორი, რომელსაც ვიცნობდი

„ის ყოველთვის მუშაობდა და ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი იყო. ლინდსი ძალიან მოგვაკლდება. დაკრძალვის შესახებ დეტალები და ინფორმაცია მოგვიანებით გამოცხადდება“, - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

12 ივლისი 2026, 13:15

რეგიონი

მომსახურების სააგენტო: განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, 13 ივლისს თელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა არ ჩატარდება

„მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები მძღოლობის კანდიდატებს ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან და გამოცდის ახალ თარიღს შეუთანხმებენ. პრაქტიკული გამოცდის განახლებისა და სააგენტოს სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პრინცი ჰარი

12 ივლისი 2026, 13:04

ტაბლოიდი

ჩარლზ III პრინც ჰარისა და მის ოჯახს შეხვდა

მიუხედავად იმისა, რომ სასახლეში შეხვედრის დეტალებსა და მის ხანგრძლივობაზე კომენტარს არ აკეთებენ, არსებული ინფორმაციით, შეხვედრას დედოფალი კამილაც ესწრებოდა. Vanity Fair-ის წყარო იტყობინება, რომ საზოგადოებისთვის არანაირი ფოტო არ გასაჯაროვდება, პრინცმა ჰარიმ კი მეფე ჩარლზი დაარწმუნა, რომ ოჯახურ შეხვედრაზე საჯაროდ არ ისაუბრებს.

12 ივლისი 2026, 12:33

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

12 ივლისი 2026, 12:13

რეგიონი

ბათუმში, შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალზე, მსმენელის წინაშე სოულის სუპერვარსკვლავი, ამერიკელი არტისტი ერიკ ბენე წარდგა

ფესტივალს დღეს მსოფლიოში ცნობილი და გრემის მრავალგზის ნომინანტი ჯგუფი "გოსთ ნოუთი" დახურავს. ჯაზფესტივალი მსოფლიო დონის არტისტებსა და ჯაზის მოყვარულებს ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად აერთიანებს და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება