07 ივნისი 2024, 14:55 / სანდო წყარო

ნინო წილოსანი: „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი მოიცავს სახელმწიფო ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ხედავს სახელმწიფო ოჯახად და ეს არის ქალის და კაცის გარანტირებული ქორწინების მიზნით ერთობა

ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

კანონი მოიცავს სახელმწიფო ხედვას და რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ხედავს სახელმწიფო ოჯახად და ეს არის ქალის და კაცის გარანტირებული ქორწინების მიზნით ერთობა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტზე საუბრისას განაცხადა.

„კანონი მოიცავს სახელმწიფო ხედვას და რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ხედავს სახელმწიფო ოჯახად და ეს არის ქალის და კაცის გარანტირებული ქორწინების მიზნით ერთობა. დიდწილად, არასრულწლოვანების შემთხვევაში, იმ პროპაგანდასთან დაკავშირებით, რომელსაც შეუძლია, რომ დააზიანოს ოჯახის პრინციპი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ღირებულებების დაცვის მომენტში არ იყოს ისეთი ჩანაწერი გაკეთებული, რომელმაც შეიძლება რაღაც რისკის ქვეშ დააყენოს უფლებრივი ნაწილი, ან რომელმაც შეიძლება აღსრულების ნაწილში შექმნას პრობლემა. მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ან ჯგუფს, რომელიც ინტერესდება ამ საკითხით, ჩაერთოს დისკუსიაში“, - აღნიშნა წილოსანმა.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ. ოპოზიცია კანონპროექტებს მხარს არ უჭერს მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა დღეს გამოწვევაა.

ყველა სიახლე

14 ივნისი 2024, 16:21

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ავიაბაზარზე შემოყვანილი ახალი ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-ის ახალი ავიახომალდის „ბოინგ 767-300“ - ის პრეზენტაციის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა საქართველოს ავიაციის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მგზავრთნაკადის ზრდის პოზიტიურ დინამიკაზე და ამ კუთხით ქართულ ავიაბაზარზე ახალი, საერთაშორისოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდის შემოყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

14 ივნისი 2024, 16:18

სამართალი

პროკურატურამ შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს ყოფილ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივნისი 2024, 16:09

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი NDI -ის მიერ ქალი ოპოზიციონერების საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე: როცა ამბიცია გაქვს ობიექტური დამკვირვებელი იყო, როგორ შეიძლება რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დააფინანსო ​

„რაც დრო გადის, მით უფრო მეტი მტკიცებულება გროვდება იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“ ვამბობთ ჩვენს კომენტარებში. წარმოიდგინეთ, NDI ვითომ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყოს და ამ დროს, რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ის ახალისებს რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს და ღიად უჭერს მხარს წინასაარჩევნო კამპანიას“.

14 ივნისი 2024, 15:51

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ფოტო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საკუთარ flickr გვერდზე გამოაქვეყნა კოლეგებმა ბრიუსელში გადაიღეს, სადაც ირაკლი ჩიქოვანმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

14 ივნისი 2024, 15:44

რეგიონი

აჭარაში მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელება წარმატებით გრძელდება

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლეს საბჭოში, 2023-2024 წლის საანგარიშო პერიოდში, სოციალური მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

14 ივნისი 2024, 15:05

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევის

ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევის, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

14 ივნისი 2024, 15:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა სფეროს 2023-2024 წლის შედეგები შეაჯამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა. მან საანგარიშო პერიოდში სოციალური და ეკონომიკური უზრუნველყოფის, ტურიზმის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა.

მეგული ჩოჩია

14 ივნისი 2024, 15:02

რეგიონი

მეგული ჩოჩია: ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ და გადავდივარ „ქართულ ოცნებაში“ პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მომწონს პარტიის ახლანდელი კურსი

„ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ და გადავდივარ „ქართულ ოცნებაში“ პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მომწონს პარტიის ახლანდელი კურსი. პირველი მიზეზი ეს არის [გადაწყვეტილების], მეორე ის არის, რომ რაღაც დანამატად იქცა უკვე გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობის“, - აღნიშნა მეგული ჩოჩიამ

ირაკლი ქადაგიშვილი

14 ივნისი 2024, 14:46

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ბულინგის კამპანიის საბოლოო მიზანი არის დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა ბოლოს ასახონ ე.წ. რეპორტებში და თქვან, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა ძალადობის ქვეშ

„ბულინგის კამპანიის საბოლოო მიზანი არის დაძაბულობა, შეხლა-შემოხლა ბოლოს ასახონ ე.წ. რეპორტებში და თქვან, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობდა ძალადობის ქვეშ. ეს არის გეგმაზომიერი კამპანია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია გეგმაზომიერად ახორციელებს და აქვს სამწუხაროდ უცხოეთიდან მხარდაჭერა. მიზანი ამის არის ერთადერთი - მეტი კონფლიქტი მოხდეს, რომ ეს კონფლიქტი მოხვდეს „რეპორტში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა

თორნიკე რიჟვაძე

14 ივნისი 2024, 14:43

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს 2023-2024 წლის ანგარიში წარუდგინა და ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან 2023-2024 წლის ანგარიში წარადგინა. მან რეგიონში ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ გასული წელი იყო უპრეცედენტო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით.

ვლადიმირ პუტინი

14 ივნისი 2024, 14:41

მსოფლიო

ვლადიმირ პუტინი: მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები და კიევმა ნატოში გაწევრიანების გეგმებზე უარი თქვას

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა ჯარმა სრულად უნდა დატოვოს „რუსეთის ახალი რეგიონების ტერიტორიები“. ასეთ ტერიტორიებს შორის კრემლის ლიდერმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაასახელა.

14 ივნისი 2024, 14:40

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ფსევდომედასავლეთე თემურ და სოფო ჭყონიას ბიზნესს ჩაჩოჩება ელოდება რუსეთის ბაზარზე, ამერიკულმა Coca-Cola Company-მ „როსპატენტში“ სამი სავაჭრო ბრენდის რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა

„ფსევდომედასავლეთე თემურ & სოფო ჭყონიას ბიზნესს ჩაჩოჩება ელოდება რუსეთის ბაზარზე. ამერიკულმა Coca-Cola Company-მ „როსპატენტში“ სამი სავაჭრო ბრენდის, Coca-Cola, Sprite და Fanta-ს რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა“, - წერს ანალიტიკოსი Facebook-ზე.

14 ივნისი 2024, 14:38

მსოფლიო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ბაზრიდან წასულმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციის განაცხადი შეიტანა

რუსული კანონმდებლობის მიხედვით, სავაჭრო ნიშნების გაუქმება შესაძლებელია სამი წლის განმავლობაში მათი გამოუყენლობის შემთხვევაში. იმის გათვალისწინებით, რომ Coca-Cola, Sprite და Fanta ბაზრიდან 2022 წელს გავიდნენ, მათი სამართლებრივი დაცვა შესაძლოა 2025 წელს შეწყდეს.

ბექა ოდიშარია

14 ივნისი 2024, 14:30

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია NDI-ისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაფინანსებულ, ქალი დეპუტატების კამპანიაზე: „ქართული ოცნების“, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ანგარებას ეფუძნება და სხვას არაფერს

„ქართული ოცნების“, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ წარმოებული ორკესტრირებული ფეიკ-კამპანია ანგარებას ეფუძნება და სხვას არაფერს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის „პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის“ შეფასებისას.

თეონა აქუბარდია

14 ივნისი 2024, 14:26

პოლიტიკა

თეონა აქუბარდია NDI-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსებაზე: მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა

„მიზანი არის ვესაუბროთ ხალხს, რომელსაც სურს ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კეთილდღეობა. NDI-ი მათ შორის აძლიერებდა „ქართული ოცნების“ პარტიას, ისევე, როგორც ბრიტანული მხარდაჭერით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და თუ მათთვის არ იყო პრობლემა ბრიტანული დაფინანსება, „ქართული ოცნების“ პარტიის გასაძლიერებლად, ახლა რატომ არის პრობლემა ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მხარდაჭერა?!“

ბექა ოდიშარია

14 ივნისი 2024, 14:26

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია ბექა პაპაშვილზე: ადამიანი ასე ჰგავდეს თავის კერპს, საქციელშიც და ბედ-იღბალშიც, არ ვიცი რა, ღიმილის მომგვრელია

ასე ადამიანი თავის კერპს ჰგავდეს, საქციელშიც და ბედ-იღბალშიც, არ ვიცი რა, ღიმილის მომგვრელია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მხრიდან სიტყვიერ დაპირისპირებას.

ირაკლი ქადაგიშვილი

14 ივნისი 2024, 14:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი NDI-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანიის დაფინანსებაზე: ეს არის პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა

„ეს არის უხეშად შეფუთული წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება. როდესაც NDI, IRI, ან სხვა ორგანიზაცია აფინანსებს რაიმე პარტიულ ღონისძიებას, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ შიდაპარტიული ტრენინგები, რაღაც გარკვეული საკითხის, ან საგანმანათლებლო მიმართულებით ამა, თუ იმ პარტიასთან შიდა მუშაობა. აქ არის ფაქტობრივად ამომრჩეველთან შეხვედრა. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ეს არის არამართლზომიერად, პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და ჩარევა პოლიტიკურ პროცესებში. შემდეგ ეს NDI-ი იქნება რა თქმა უნდა დამკვირვებელი არჩევნებზე და არჩევნების შემფასებელი. ასეთი, რომ იტყვიან, სიმბიოზი გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ბექა ოდიშარია

14 ივნისი 2024, 14:09

პოლიტიკა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ფერეიდნელებისათვის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოპოვების პრობლემებთან დაკავშირებით წარდგენილ პეტიციაზე იმსჯელა

როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, პეტიციის ავტორია ა(ა)იპ „ფერეიდნიდან საქართველომდე“ და მასში საუბარია იმის თაობაზე, თითქოს სხვა ეთნოსების წარმომადგენლები უფრო ხშირად იღებენ მოქალაქეობასა და ბინადრობის უფლებას, ვიდრე ფერეიდნელი ქართველები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

14 ივნისი 2024, 14:03

საზოგადოება

ჯივიპის მფლობელი, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სემეკის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებს შეხვდნენ

საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორის, ევროპული კომპანია FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი სანტიაგო ლაფუენტე, რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრე და GGU ჯგუფისა და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონსალესი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას, კომისიის წევრებს და წყალმომარაგების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

14 ივნისი 2024, 14:01

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

სისხლის დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2004 წელს დაარსდა და იგი ყოველწლიურად, 14 ივნისს აღინიშნება. მე-20 საიუბილეო წელს, ამ დღესთან დაკავშირებული კამპანიების სლოგანია „მადლობა სისხლის დონორებს!“