გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა „ევროპული საქართველო“ დატოვეს
გიგა ბოკერია
ფოტო: Facebook
გიგა ბოკერიამ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა და პარტია დატოვა, - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პარტიაში პრაიმერიზის ჩატარების წესმა უთანხმოება და სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია.
„საზოგადოებამ იცის, რომ ევროპულ საქართველოში ჩატარდა პრაიმერიზი, დასრულდა ეს პროცესი. მიუხედავად ხარვეზებისა, ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში, როდესაც წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა შეარჩიეს საპარლამენტო სია. სამწუხაროდ, ამ პროცესს პარტიის შიგნით მოჰყვა სერიოზული დაპირისპირება. პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც შედეგები, ისე განსაკუთრებით ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის პოზიცია. კერძოდ, მე მხარი დავუჭირე ამ კონკურენციაში მეორე სიას, რადგან ვთვლიდი, რომ მეორე სიაში უკეთ იყო წარმოდგენილი ის გუნდი, ვინც ლომის წილი შეიტანა იმ პროცესებში, რაც ჩვენს პარტიაში ბოლო სამი წლის განმავლობაში ხდება. ძალიან რთული მდგომარეობიდან ჩვენს პარტიას ჰქონდა ზრდა, შეიქმნა სერიოზული შინაარსი და კამპანია. ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებმაც დაადასტურეს. სამწუხაროდ, პარტიის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, გენერალურმა მდივანმა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ეს ასე არ ჩათვალეს. საკითხი მივიდა სერიოზულ დაპირისპირებამდე. დაისვა ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარის.
მე ვთვლი, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ისედაც სერიოზული კამპანია მიდის „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ „ხმების გაფლანგვის საფრთხესთან“, დაკავშირებით, ხმების ჩუქებასთან დაკავშირებით რეჟიმისთვის, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთი დაპირისპირების გაღრმავება შეუძლებელს გახდის კამპანიის წარმატებით ჩატარებას. ასევე ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია პრაიმერიზის წესმა. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური ძალის აქტიურ მხარდამჭერებს. ეს იყო თავდაპირველი შეთანხმება. სამწუხაროდ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ და მისმა მხარდაჭერებმა, ეს გადაწყვეტილება შეცვალეს, როგორც ჩანს, კონკურენციაში მათი ინტერესებიდან გამომდინარე და პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ ამას მხარი დაუჭირა. ესეც ძალიან სერიოზული ფაქტორი იყო ამ დაპირისპირებისთვის.
მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას როგორც პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებზე ამ მდგომარეობაში მყოფ პარტიის წარდგენაზე. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან, არ მივიღო მონაწილეობა შემდეგ არჩევნებზე ყრილობაზე, რომელიც დანიშნულია 11 აგვისტოს.
ამასთან, ამ ვითარებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერებთან. ამიტომ, მე ვერ დავრჩები ვერც საპარლამენტო სიაში და ვერც პოლიტიკურ გუნდში. უკვე პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს გიგი წერეთელს, გენერალურ მდივანს აკაკი ბობოხიძეს და იმ გუნდს, ვინც იქ რჩება, ექნებათ საშუალება, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები პარტიის სტრატეგიის და მომავლის თაობაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბრიფინგზევე გახდა ცნობილი, რომ პარტია დატოვა თამარ ჩერგოლეიშვილმაც.
ყველა სიახლე
17 სექტემბერი 2026, 14:48
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხში ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმა
კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ.-ის (მისამართი: ლაგოდეხი, სოფელი კაბალი) კუთვნილი ვეტერინარული აფთიაქი შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევისთვის დააჯარიმეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:33
სამართალი
პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენლისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა
მოსამართლემ მოქალაქე ალექსანდრე იანკოვსკი 4 ათასი ლარით დააჯარიმა. კანონდამრღვევმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის წარმომადგენელს ფეისბუკში შეურაცხყოფა მიაყენა.
17 სექტემბერი 2026, 14:30
მსოფლიო
აშშ-მა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს ვიზა არ მისცა
აშშ-მა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს სექტემბერში ნიუ-იორკში გასამართ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ვიზა არ მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 14:21
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი იულია მენდელი ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროპარლამენტის შენობაში არ შეუშვეს.
17 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ში კანონის გამკაცრების საჭიროება გვესმის. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ უცხოური, მით უმეტეს დესტრუქციული გავლენა, საქართველოში უნდა იყოს აღკვეთილი
ამერიკის შეერთებულ შტატები „ფარას“ გამკაცრების ფაქტს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა.
17 სექტემბერი 2026, 14:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ნამახვანჰესზე: არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება
არანაირი აგენტის მიერ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროექტების ჩაშლას საქართველოში ადგილი აღარასდროს ექნება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ნამახვანჰესის საკითხზე საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს
მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.
17 სექტემბერი 2026, 14:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ფარას“ გამკაცრებაზე: ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ აგორებული კამპანია
„ვაკვირდებით ამ პროცესს და კიდევ ერთხელ აქტუალური ხდება ის, თუ რაოდენ უსამართლო ორმხრივი სტანდარტი იყო საქართველოს მიმართ მთელი ის აგორებული კამპანია, როგორც ევრობიუროკრატების, ასევე შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის, საქართველოში მოქმედი რადიკალური აგენტურული ჯგუფების მიერ იყო ნაკარნახევი, რასაც მხარს უბამდნენ როგორც შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, ასევე სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობა. დღეს ცხადია, რომ ეს ყველაფერი არის სრული აბსურდი და საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ეს დასტურდება იმ ინიციატივებით, რასაც პირველ რიგში შეერთებულ შტატებში ვხედავთ“, - აცხადებს მათიკაშვილი.
17 სექტემბერი 2026, 14:01
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით მათიკაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 13:54
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზას სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს
სომხეთის მთავრობა წინააღმდეგი არ იქნება, თუ რუსეთი გიუმრიდან 102-ე სამხედრო ბაზას გაიყვანს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
17 სექტემბერი 2026, 13:48
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,სარფი“, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 6 ფაქტი აღიკვეთა.
17 სექტემბერი 2026, 13:43
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა
გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 1 ოქტომბრიდან დაიწყებს. მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
17 სექტემბერი 2026, 13:37
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვში სამხედრო აეროდრომი დაბომბეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთში იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როსტოვის სამხედრო აეროდრომი დაბომბეს.
17 სექტემბერი 2026, 13:17
ეკონომიკა
ნათია თურნავა Swift-ის საგადამხდელო ფორუმში მონაწილეობდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმის მთავარი თემა რეგიონში საგადამხდელო სისტემების განვითარება, ტრანსსასაზღვრო გადახდების გაუმჯობესება და ფინანსური ურთიერთთავსებადობის გაძლიერება იყო.
17 სექტემბერი 2026, 13:05
რეგიონი
სამტრედიის N11 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია სამტრედიის N11 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოს ადგილზე გაეცნო.
17 სექტემბერი 2026, 13:02
მსოფლიო
TikTok-ის დამფუძნებელი აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა
ვიდეოპლატფორმა TikTok-ის საყოველთაო გავრცელების წყალობით, ჟანგმა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი 2024 წლის ოქტომბერში მოიპოვა. ასევე, მეწარმის წარმატებას უკავშირებენ მისი კომპანიის, ByteDance-ის პროექტების განვითარებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში. მათ შორის არის ჩატბოტი Doubao AI და ვიდეოგენერატორი Seedance.
17 სექტემბერი 2026, 12:52
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში 14-16 სექტემბერს გაიმართა უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის მხარდაჭერის ფინანსური მიმოხილვის შეხვედრები. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 სექტემბერი 2026, 12:49
მსოფლიო
მარინ ლე პენი: საფრანგეთს უკრაინისთვის ამჟამინდელი მასშტაბით დახმარების გაწევა აღარ შეუძლია
საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ქვეყნის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო, პარიზს უკრაინისთვის დახმარების ამჟამინდელი მასშტაბით გაგრძელება აღარ შეუძლია.
17 სექტემბერი 2026, 12:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი ვლადისლავ ტატარინცევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ფაქტზე: ახალი თავსატეხი რადიკალების ბანაკში - მიიღებენ თუ არა თავის რიგებში „სოსოიას რუსს“
ვლადისლავ ტატარინცევისთვის საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღების ფაქტს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ რადიკალების ბანაკში ახალი თავსატეხი გაჩნდა, რადგან ჯერ ვერ გაარკვიეს, მიიღონ თუ არა მათ რიგებში ვოლგოგრადის 22 წლის მაცხოვრებელი ვლადისლავ ტატარინცევი - ჯარისკაცი, რომელიც ბრძოლის ველიდან გამოქცეული რუსეთის არმიის დეზერტირია და რომელსაც საქართველომ საერთაშორისო პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.
17 სექტემბერი 2026, 12:34
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია. გვჭირდება ძლიერი ქსელი, მეტი ინვესტიცია, თანამედროვე ტექნოლოგია და რეგიონული პროექტები, თუმცა, პირველ რიგში, გვჭირდება თქვენნაირი ადამიანები
ჩვენი საბოლოო მიზანი მკაფიოა, 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულად თვითკმარი უნდა გახდეს - ეს არის ამბიციური მიზანი, მაგრამ, ამბიცია მაშინ არის ფასეული, როდესაც მას თან ახლავს გეგმა, რესურსი და პროფესიონალები, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


