imedi /  10 ნოემბერი 2017, 14:21 / სანდო წყარო

ქალის ჯილეხით გარდაცვალებაზე ქუთაისის საავადმყოფოში განმარტება გაკეთდა

28 წლის ფოთელი ქალის ჯილეხით გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ქუთაისის იმ საავადმყოფოში, სადაც პაციენტი გარდაიცვალა. 

"პაციენტის შემოსვლისას მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, დაბინდული ცნობიერებით. პაციენტს კრუნჩხვა ჰქონდა, სუნთქვის გამოხატული უკმარისობის ნიშნებით, რის გამოც მართვით სუნთქვაზე სასწრაფოდ გადავიყვანეთ. ასევე კისრის არეში დიდი ზომის შეშუპება ჰქონდა. პაციენტი იყო უკონტაქტო. ფოთის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს წინასწარი დიაგნოზით, როგორც ხახის დიფტერია. დავიწყეთ განმეორებითი გამოკვლევები და დადასტურდა, რომ იყო ჯილეხი. პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, მას განუვითარდა ტვინის შეშუპება და საბოლოოდ გარდაიცვალა", - განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ვერიკო ძოწენიძემ.

მისივე თქმით, პაციენტმა ფოთის საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა.

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით (ციმბირის წყლული) 6 ნოემბერს გარდაიცვალა. 2017 წელს ფოთში ჯილეხის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

ყველა სიახლე

03 მარტი 2026, 14:19

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება გაართულოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციამ, შესაძლოა, უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების, მათ შორის Patriot-ის რაკეტების მიღებაში ხელი შეუშალოს.

ლევან მაჭავარიანი

03 მარტი 2026, 14:16

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მდიდარი „ენჯეოები“ ის აქტორები არიან, ვისი ხელითაც ევრობიუროკრატები და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა ცდილობდა, რომ საქართველო ომში ჩაერთო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, შალვა პაპუაშვილის პოსტს ეხმაურება.

მაია ბითაძე

03 მარტი 2026, 14:06

პოლიტიკა

მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ორმოცდაათზე მეტი წლის უწყვეტი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ორმოცდაათი და მეტი წლის უწყვეტი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

დავით ქართველიშვილი

03 მარტი 2026, 13:58

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ქართული ოპოზიცია იმაზე უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ხსნის, თუ რის გაკეთებას აპირებს ჰიპოთეტური გამარჯვების მეორე დღეს. და ეს, ალბათ, ერთადერთი ნამდვილად მდგრადი მაჩვენებელია ბოლო ექვსი წლის განმავლობაში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართული ოპოზიციური პარტიების მორიგ გაერთიანებას. ანალიტიკოსი წერს, რომ ოპოზიციას, როგორც ყოველთვის, არ აქვს განვითარების კონკრეტული გეგმა.

ნანა კაკაბაძე

03 მარტი 2026, 13:51

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ დაიჯერებს, რომ მათი დღევანდელი ალიანსი განსხვავებულ იდეოლოგიაზე მდგარი რაღაც ახლის გაერთიანებაა და არა „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედთა რეანიმაციის და რეაბილიტაციის მცდელობა

როგორც ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რადიკალებს „პოლიტიკურ სუფრაზე“ ერთად ყოფნის სურვილი კვლავ და კვლავ არ უნელდებათ.

03 მარტი 2026, 13:39

მსოფლიო

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის მორიგი ტალღა დაიწყო

ირანმა ისრაელის მიმართულებით მორიგ ჯერზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

აიათოლა ალი ხამენეი

03 მარტი 2026, 13:16

მსოფლიო

The Financial Times: ისრაელმა ხამენეის მკვლელობის დასაგეგმად თეირანში გარე მეთვალყურეობის კამერები გატეხა

ისრაელმა თეირანის ქუჩებში დამონტაჟებულ გარე მეთვალყურეობის კამერებზე კიბერთავდასხმა განახორციელა, რათა თვალყური ედევნებინა მაღალი რანგის ირანელი ჩინოვნიკების ყოველდღიური ცხოვრებისთვის და ოპერაცია „მგრგვინავი ლომი“ დაეგეგმა, რა დროსა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

03 მარტი 2026, 13:14

საზოგადოება

საგარეო უწყება ახლო აღმოსავლეთიდან თბილისის მიმართულებით დანიშნული რეისების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს

„ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

03 მარტი 2026, 13:03

რეგიონი

რუსთავში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურმა საბჭომ მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გამართა

ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ინიციატივით და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერით, მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა.

03 მარტი 2026, 12:52

რეგიონი

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ" კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტებს მოიცავს, განსახილველად კომიტეტებში ჩაეშვა.

ჯეი დი ვენსი

03 მარტი 2026, 12:42

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ეს ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს მკაფიო დასასრულისა და ნათელი მიზნის გარეშე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ მისი ქვეყანა მრავალწლიან კონფლიქტში გახვიოს.

ზაალ ანჯაფარიძე

03 მარტი 2026, 12:39

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: „სისხლიანი 9 წლის“ შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზუსტად იმავეს, თან გაათმაგებული მასშტაბით

ნაცმოძრაობისა და მის მიერ შობილი პარტიების მორიგმა ერთობამ, "ქართულ ოცნებას" კარგი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, მოსახლეობას კი არჩევანი გაუადვილა. "სისხლიანი 9 წლის" შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზუსტად იმავეს, თან გაათმაგებული მასშტაბით - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ედიშერ გვენეტაძე

03 მარტი 2026, 12:37

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე გიგაურზე და ჯაფარიძეზე: სულით ხორცამდე გაჟღენთილი ნაცები, ერთი 2007 წლის 7 ნოემბერს დაწინაურებულ-დაჯილდოებული და მეორე, რომელმაც იცოდა პატიმრების წამების ამბავი, მაგრამ არ ამხელდა - ქმნიან ვითომ ახალ გაერთიანებას

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ეხმიანება.

03 მარტი 2026, 12:15

მსოფლიო

ქუვეითში აშშ-ის საელჩო გაურკვეველი ვადით დაიხურა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო ქუვეითში საელჩოს დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბაჩო ოდიშარია

03 მარტი 2026, 11:57

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია ოპოზიციასა და არასამთავრობოებზე: ეს არის იმ სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს გახვეული იმ სამომავლო პერსპექტივით, რომ მათ დაუბრუნდებათ ხელისუფლება

ეს არის ის სუბიექტების ერთობა, რომელიც თანახმა არიან, რომ საქართველო ცეცხლის ალში იყოს იმ სამომავლო პერსპექტივით, რომ მათ დაუბრუნდებათ ხელისუფლება, - განაცხადა „პოს ტვ“-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორზე საუბრისას.

03 მარტი 2026, 11:54

ეკონომიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას „ff.k Public Relations“ წარუძღვება

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქართული ღვინის პირველი წარდგენა 15-17 მარტს, გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში, მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე „ProWein Dusseldorf” გაიმართება, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 26 კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

03 მარტი 2026, 11:53

კულტურა

ამსტერდამში რემბრანდტის აქამდე უცნობი ტილო აღმოაჩინეს

1633 წლის ტილო დიდი ხნის განმავლობაში კერძო კოლექციაში ინახებოდა. მან მიიღო სახელწოდება „ზაქარიას ხილვა ტაძარში“. ნახატზე გამოსახულია მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც წინასწარმეტყველ ზაქარიას შვილის - მომავალი იოანე ნათლისმცემლის დაბადებას აუწყებს.

ბაჩო ოდიშარია

03 მარტი 2026, 11:46

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია ოპოზიციაზე: ეს ადამიანები სიხარულიდან-სიხარულამდე, ურთიერთშეგულიანების, სოციალურ ქსელებში ხმაურის აწევის ფონზე ცდილობენ, რომ რაღაცები დაუმტკიცონ საკუთარ თავს, პატრონებს, ან ერთმანეთს

„პოს ტვ“-ის წამყვანმა, ბაჩო ოდიშარიამ, გადაცემაში „თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად“ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ საქართველოში თავისუფალ მედიებზე თავდასხმის ფაქტი შეაფასა, როგორც მორიგი მოკლევადიანი სიხარული ოპოზიციისთვის და მათი მხარდამჭერებისთვის.

03 მარტი 2026, 11:43

მსოფლიო

ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ისრაელური მედია ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 მარტი 2026, 11:37

სამართალი

„ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.