imedi /  11 ნოემბერი 2017, 09:51 / სანდო წყარო

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები გერმანიის ელჩს მიმართვას უგზავნიან

ედუარდ შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის  ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში გერმანიის ელჩს ჰაიკე ფაიჩს მიმართვენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თბილისში ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე შევარდნაძის ფოტო ვერ მოხვდა. 

"თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო ფაიჩი, გვინდა ჩვენი ღრმა გულისტკივილი გამოვხატოთ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით. ამ ექსპოზიციაზე ისტორიულ ფოტოებს შორის, ჩვენი ბაბუის ედუარდ შევარდნაძის ადგილი არც კი გამოინახა. ეს ფაქტი როგორც ადამიანურად, ისე ისტორიულად ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა ამ მოვლენის “ანომალური”, ისტორიულად უსამართლო ხასიათი. მადლობა მას ასეთი სწორი სახელმწიფოებრივი, მოქალაქეობრივი და ადამიანური პოზიციისთვის.

თქვენო აღმტებულებავ, ახლა კი, გვსურს, თავს  მივცეთ უფლება შეგახსენოთ რამდენიმე ისტორიული, ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტი:

- 1985 წლის ივლისი. უშიშროებისა და თანამშრომლობის დასკვნითი დოკუმენტის, „ჰელსინკის აქტის“ ხელმოწერით მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა (ჰანს-დიტრიხ გენშერის და შევარდნაძის პირველი შეხვედრა).

- 1986 წლის 21 ივლისი, მოსკოვი - ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტი მოსკოვში.

- 1988 წლის იანვარი - სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის შევარდნაძის ვიზიტები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

- 1988 წლის 12-15 ივნისი - მიხეილ გორბაჩოვისა და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიაში.

- 1989 წლის 2-3 დეკემბერი, კუნძულ მალტა - ჯორჯ ბუშის ინიციატივით გორბაჩოვი და ბუშის შეხვედრა;  შეხვედრის მთავარი თემა - გერმანიის გაერთიანება.

- 1989 წლის 12 ივნისს მიხეილ გორბაჩოვის და ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ედუარდ შევარდნაძემ  ბატონ გენშერთან საუბრისას განაცხადა: „ალბათ ძალიან მალე დიდი საუბარი გვექნება კონტინენტის მომავლის შესახებ“ და “როდესაც საამისოდ დრო მომწიფდება ბერლინის კედელიც დაინგრევა”.

- 1989 წლის 9 ნოემბერს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარი გაიხსნა და გერმანია ფორმალურად გაერთიანდა

- 1989 წლის 12 თებერვალი, კანადა, ოტავა, „ღია ცის“ კონფერენცია, რომლის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორი საბჭოთა კავშირი იყო. კონფერენციაზე გერმანიის გაერთიანების იდეამ საერთაშორისო დიპლომატიურ არენაზე რეალური კონტურები შეიძინა. „დიდი ოთხეული“ (აშშ, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) შეთანხმდნენ  ფორმულაზე „ორი პლიუს ოთხი“- გერმანიიდან იქნებოდა ორი დელეგაცია, ერთი დასავლეთ გერმანიიდან და მეორე აღმოსავლეთ გერმანიიდან.

- "ორი პლუს ოთხის" მოლაპარაკებები: ბონში, ბერლინში, პარიზში, მოსკოვში.

- 1990 წლის 23 მაისს ჟენევაში შედგა გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ გაერთიანების პროცესმა თავისი შეუქცევადი დინამიკა შეიძინა.

- 1990 წლის 15-16 ივლისს საბჭოთა კავშირში, სტავროპოლის ოლქში - არხისში, შედგა გორბაჩოვის, კოლის, გენშერის და შევარდნაძის შეხვედრა - დღის წესრიგი: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანა.

- 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ორი პლიუს ერთი“. ხოლო მეორე დღეს, 13 სექტემბერს შევარდნაძემ და გენშერმა, უკვე ამ თანხმობის პარაფირებას მოაწერეს ხელი. მოგვიანებით კი გორბაჩოვმა და კოლმა საბოლოოდ დაადასტურეს „ხელშეკრულება  კეთილმეზობლობის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“.

ეს მხოლოდ რამდენიმე მშრალი ფაქტების კონსტატირებაა, რაც ნამდვილად არ ასახავს სრულად ჩვენი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის პირად წვლილს და დამოკიდებულებას გერმანიასა და გერმანელების მიმართ. არ აისახება მის უდიდესი პატივისცემა გერმანელ თანამოაზრეებთან და პარტნიორებთან მიმართებაში. აქ არ ჩანს მისი უდიდესი პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც მან თავის ცხოვრების გზაზე იტვირთა იმ იმედით, რომ გერმანია ერთიანდებოდა ევროპისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ.

მოგეხსენებათ, ბერლინის კედლის 19 ნატეხიდან, ერთ-ერთი წარწერით „Danke, Eduard” მის სახლმუზეუმში ინახება. ამ ნატეხმა მსოფლიოს ის მრავალი გამოფენა მოიარა, რომელიც გერმანიის გაერთანებას ეძღვნებოდა. თუმცა, რატომღაც ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ვერ გამოენახა ადგილი იმ გამოფენაზე, რომელიც მის სამშობლოში ჩატარდა. ის, რომ ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნა საქართველოში მოხდა, არ არის შემთხვევითი.  ქალბატონო ელჩო, თქვენ ეს გამოფენა საქართველოში იმიტომ გახსენით და არა სხვა ქვეყანაში, რომ აქ ედუარდ შევარდნაძის ისტორიული სამშობლოა.

ჰანს-დიტრიხ გენშერისა და ედუარდ შევარდნაძის პარტნიორობა და მეგობრობა ქართველი და გერმანელი ხალხების ურთიერთობის და თანამშრომლობის საფუძველი გახდა. სწორედ გენშერი იყო ის პირველი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ეწვია და გერმანიის სახელით საქართველოს პირველმა მიულოცა დამოუკიდებლობა. გენშერი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც ედუარდ შევარნაძის გარდაცვალების ცერემონიალზე ჩამოვიდა და თვითონაც უკვე დაუძლურებულმა უკანასკნელი პატივი მიაგო ჩვენი ბაბუის ხსოვნას, მის დამსახურებას გერმანელი ხალხის წინაშე. სულ რაღაც ექვს თვეში ჰანს-დიტრიხ გენშერიც გარდაიცვალა. მასთან ოფიციალური გამომშვიდობებისას გერმანიის ბუნდესტაგში ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, არაერთხელ გაჟღერდა ედუარდ შევარდნაძის სახელიც, კაცის, რომელმაც, ჰანს-დიტრიხ გენშერთან ერთად გადამწვეტი როლი შეასრულა ახალი გერმანიის და შეასაბამისად - ახალი ევროპის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.

თქვენო აღმატებულებავ, გვჯერა, რომ გამოფენის დაგეგმვისას დაშვებული იქნა უხეში, სრულიად გაუმართლებელი პროფესიონალური შეცდომა და რომ ეს არ არის გერმანელი ხალხის და გერმანიის სახელმწიფოს პოზიცია. გვჯერა - თქვენი მხრიდან ყველა ძალას იღონებთ იმისთვის, რომ ეს სამარცხვინო ხარვეზი აღმოიფხვრას და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ განსაკუთრებულად თბილ, ტრადიციულად ღრმად მეგობრულულ და სტრატეგიულ ურთერთობებს ჩრდილი არ მიადგება!", - ნათქვამია  მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ თამარ მოსაშვილი-შევარდნაძე, სოფიო შევარდნაძე, მარიამ შევარდნაძე, ლაშა შევარდნაძე, ნანული შევარდნაძე.

თბილისში ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტი 9 ნოემბერს დაიდგა. ამ მოვლენისადმი მიძღვნილი გამოფენის დათვალიერებისას საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ფოტოგამოფენაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ყოფილი საბჭოთა კავშირის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის ფოტო არ აღმოჩნდა.

"მე ძალიან მაკვირვებს, რომ ედუარდ შევარდნაძის სურათი ვერ მოხვდა ამ გამოფენაში, ვინაიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მაშინდელი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის როლი ამ მსოფლიო მოვლენაში იყო მნიშვნელოვანი. ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რადგან ისტორია არის ისტორია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბერლინის კედლის ფრაგმენტი როგორც ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლო, საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2017 წლის 16 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, საჩუქრად გადაეცა.

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება

რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

28 ივლისი 2026, 21:39

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს

ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

დონალდ ტუსკი

28 ივლისი 2026, 21:35

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო

უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:20

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია

ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.

28 ივლისი 2026, 21:11

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 20:57

კულტურა

საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.

28 ივლისი 2026, 20:52

კულტურა

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.

28 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“

ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

28 ივლისი 2026, 20:41

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

28 ივლისი 2026, 20:37

პოლიტიკა

კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.

28 ივლისი 2026, 20:37

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.

28 ივლისი 2026, 20:32

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.

28 ივლისი 2026, 20:31

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

28 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.

28 ივლისი 2026, 20:21

სამართალი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.

28 ივლისი 2026, 20:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 20:17

მსოფლიო

Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა

ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.

28 ივლისი 2026, 20:11

სამართალი

ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, სისტემატურად მართავდნენ უკანონო „ქურდულ გარჩევებს“ და დაშინებისა თუ კრიმინალური გავლენის გამოყენებით სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

28 ივლისი 2026, 19:53

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნაცნობ მამაკაცს დაჰპირდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემდგომი რეალიზაციის მიზნით მობილურ ტელეფონებს შეიძენდა, ხოლო ტექნიკის გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალს თანაბრად გაუნაწილებდა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 45 360 ლარს.