19 სექტემბერი 2024, 17:28 / სანდო წყარო

თენგიზ შარმანაშვილი ხაზარაძე-გახარიას ვერშემდგარ გაერთიანებაზე: იმდენად კარგად ესმის უკვე ქართველ ამომრჩეველს ამ თამაშის არსი, დარწმუნდნენ, რომ ამის გაკეთება არ ღირდა და გასცეს ახალი განკარგულება, რომ ეს პროცესი გაჩერებულიყო

თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

იმდენად კარგად ესმის უკვე ქართველ ამომრჩეველს ამ თამაშის არსი, დარწმუნდნენ, რომ ამის გაკეთება არ ღირდა და გასცეს ახალი განკარგულება, რომ ეს პროცესი გაჩერებულიყო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების ვერშემდგარ გაერთიანებაზე.

„ისინი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები არ არიან. ამ შეკვეთის გამცემები დარწმუნდნენ იმაში, რომ ეს სპექტაკლი, რომ ვითომდა, ქართულ შიდა პოლიტიკაში საქართველოს გადარჩენის რაღაც გლობალური პროცესი ხდებოდა, რომელსაც სათავეში ედგა სალომე ზურაბიშვილი, „დემოკრატიის დედა, აღარ გამოვიდოდა. იმდენად გაიშიფრნენ, იმდენად კარგად ესმის უკვე ქართველ ამომრჩეველს ამ თამაშის არსი, დარწმუნდნენ, რომ ამის გაკეთება არ ღირდა და გასცეს ახალი განკარგულება, რომ ეს პროცესი გაჩერებულიყო”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც პრეზიდენტი ზურაბიშვილიც იყო ჩართული, დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტიების - „ლელოს“ და „საქართველოსთვის” გაერთიანება ვერ შედგა. „როგორც ჩანს, „ლელომ“ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია, საარჩევნო დრო უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა,“ - აღნიშნულია პარტიის „საქართველოსთვის“ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

26 აპრილი 2026, 11:03

სამართალი

პოლიციამ ავტომანქანის გატაცების ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1969 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

26 აპრილი 2026, 11:00

სამართალი

პოლიციამ ბათუმში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

26 აპრილი 2026, 10:52

სამართალი

პროკურატურა „ტვ. პირველის“ სიუჟეტზე: პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება

საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება, - ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც საქართველოს პროკურატურა პროკურორ თამარ ბეჟუაშვილის შესახებ ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ სიუჟეტს ეხმაურება.

დონალდ ტრამპი

26 აპრილი 2026, 10:31

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, პოლიტიკური ძალადობისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული

აშშ-ის პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურის აგენტებსა და მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიების გაგრძელება სურდა, თუმცა ვახშამი გადაიდო. სავარაუდოდ მას მომდევნო 30 დღის განმავლობაში ხელახლა ჩაატარებენ.

26 აპრილი 2026, 10:20

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ხორბლის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან დარგობრივი საბჭოს ფორმატში შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების განხილვა და დარგის განვითარების კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა იყო. აღნიშნული ფორმატი ემსახურება სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის გაძლიერებას და ხორბლის წარმოების მდგრად განვითარებას.

26 აპრილი 2026, 10:08

მსოფლიო

სასტუმროში, სადაც ტრამპი ჟურნალისტებთან ერთად ვახშმობდა, სროლა იყო (ვიდეო)

თავდამსხმელი დაკავებულია. ის 31 წლის კოულ ტომას ალენია, რომელიც კალიფორნიაში ცხოვრობს. მისი ფოტო სოციალურ ქსელში მოგვიანებით თავად ტრამპმა გამოაქვეყნა.

26 აპრილი 2026, 10:06

რეგიონი

გივი მიქანაძე რუსთავში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

ვიქტორ ორბანი

26 აპრილი 2026, 09:35

მსოფლიო

ვიქტორ ორბანის განცხადებით, საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს

ვიქტორ ორბანმა საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. ამის თაობაზე მან ვიდეომიმართვისას განაცხადა. ორბანის თქმით, მზად არის, კვლავ უხელმძღვანელოს პარტია „ფიდესს“, იმ შემთხვევაში, თუ ყრილობაზე მხარს დაუჭერენ.

26 აპრილი 2026, 09:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

26 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

26 აპრილი 2026, 08:50

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა. შესაბამის ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

26 აპრილი 2026, 08:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, პაკისტანში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პაკისტანში აშშ-ის დელეგაციის ვიზიტის გაუქმების შემდეგ, ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა

აბას არაღჩი

26 აპრილი 2026, 08:05

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა.

25 აპრილი 2026, 23:48

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ეს ფოტო-სქრინი მელაძის დღევანდელი გადაცემიდან არის. ფოტო ერთი - „მოწმე“ ორი. სხვა ფოტოს მოძებნაც კი დაეზარათ. ასეთი ტყუილია ზოგადად მისი ყველა სიტყვა, ზოგადად კი ეს ტელევიზია არის სიბინძურის და ჭორაობის ჭაობი

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის“ გადაცემაზე წერს სადაც ნოდარ მელაძეს ერთი ადამიანის ფოტო ორი სხვადასხვა სახელით და გვარით აქვს გამოყენებული.

გივი მაჭარაშვილი

25 აპრილი 2026, 23:15

პოლიტიკა

გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

გივი მაჭარაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა მოჭიდავემ 97კგ წონითი კატეგორიის მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უნგრელი რიჩარდ ვეგი დაამარცხა

ბექა გონაშვილი

25 აპრილი 2026, 21:55

პოლიტიკა

ბიზნესმენ ბექა გონაშვილის განცხადებით, ქართულ პროდუქტს ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნის ნაკლებობა უშლის

ფერმერი და ბიზნესმენი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ პროდუქტს, ქართულ ბაზარზე მყარად დამკვიდრებაში ხელს ფერმერების ცოდნა უშლის. “ქვეყანაში იმპორტით შემოგვყავს მაღალპროდუქტიული ძროხა, დედალ ხბოს მერძეული ფერმების უმეტესობა თვითონ ვერ ზრდის. ერთი ძროხა დღეს დაახლოებით 11 000 ლარი ჯდება. ერთ ძროხას შეუძლია წელიწადში 4 000 ლარის მოგება მოუტანოს ფერმერს. ანუ გამოდის 3 წელი უნდა წველოს, რომ თვითღირებულება ამოიღოს, მაშინ როდესაც ის ძროხა თვითონ რომ გაზარდონ მაქსიმუმ 3 500 ლარი ექნებათ თვითღირებულება. ამას თუ არ ვისწავლით, მეცხოველეობას ვერ განვავითარებთ. იგივეა მებაღეობაში, მემცენარეობაში. ნელ-ნელა ვისწავლეთ უკვე კახეთში ხორბლის მოყვანა, მაგრამ ამას წლები დასჭირდა. აქაც ზოგიერთმა კარგმა პროექტმა იმუშავა ”, - განაცხადა გონაშვილმა.

დავით სონღულაშვილი

25 აპრილი 2026, 21:50

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე. მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც განვითარდეს. ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს

„თუ ვინმე აქტიურად მუშაობს ფერმერებთან, ერთი-ერთი გამორჩეული მელიორაციის სამსახურია. კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად დიდი გამოწვევა გახდება წყალი. ამიტომ, მნიშვნელოვანი არის რეზერვუარების შექმნა. გვაქვს გეგმები ამასთან დაკავშირებით. გარემოებები იცლება, ამ გარემოებებს უნდა ავუწყოთ ფეხი და ნებისმიერი საკითხი ადაპტირებადი უნდა იყოს გარემოზე. მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც განვითარდეს. ათი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღესაც ვერ იმუშავებს“.

25 აპრილი 2026, 21:37

სპორტი

აკაკი ქემერტელიძე თავისუფალ ჭიდაობაში ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

აკაკი ქემერტელიძე თავისუფალ ჭიდაობაში ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

დავით სონღულაშვილი

25 აპრილი 2026, 21:25

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის

„საბოლოო ჯამში, სამინისტროს მთავარი ამოცანაა, რომ ქართული პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის, როგორც შიდა ბაზარზე, ისე საექსპორტოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ყველა მიმდინარე ინიციატივა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

ბექა გონაშვილი

25 აპრილი 2026, 21:19

ეკონომიკა

ბექა გონაშვილი: სადღაც კომბაინი არ არის და მოსავალს ვერ ვიღებთ, ეს არ არის მინისტრის საქმე, მინისტრის პრობლემა. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს ერთი ყველაზე დიდი ანალიტიკური სერვისების მიმწოდებელი ცენტრი

სადღაც კომბაინი არ არის და მოსავალს ვერ ვიღებთ, ეს არ არის მინისტრის საქმე, მინისტრის პრობლემა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ფერმერმა და ბიზნესმენმა ბექა გონაშვილმა.

ლევან სილაგავა

25 აპრილი 2026, 21:19

ეკონომიკა

ლევან სილაგავა: კარგი იქნება, რომ როგორც საბჭოების მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად იყოს პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა

კარგი იქნება, რომ როგორც საბჭოების მიმართულება იქნება სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკური ბლოკის ყველა სამინისტროსთან ერთად იყოს პრობლემების გადაწყვეტის პლატფორმა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ. მისივე თქმით, წინა პერიოდის გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესებთან, როგორც ასოციაციებთან, ნაკლებად იყო.