გივი მიქანაძე: დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული
გივი მიქანაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი - ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესახებ 25 სექტემბრის მდგომარეობით, სადაც გვსურს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გავხადოთ, თუ რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან უშუალოდ დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან და რომელი - ვითომ ნეიტრალურის სტატუსის მქონე, თუმცა მოქმედებს მმართველი გუნდის საწინააღმდეგოდ.
ინფორმაციისთვის, 27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ. მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევით, გამოვლინდა, რომ არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიც არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი (ანუ, ეს არის 14%) არის ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან, 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%.
პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირების დასადგენად, კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებულ იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან, გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და/ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით. რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და/ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით.
ლუსტრაციის მიზნით წარმოგიდგენთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას კვლევის შედეგად იდენტიფიცირებული რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის შესახებ:
1. დავიწყოთ ორგანიზაციით „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“- ცესკოში საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგიზ თევზაძის მიერ, რომელიც იცით, რომ გუშინ წარდგენილ სიაში არის ნომერი 5, როგორც მახსოვს და ცესკოში „ლელოს“ წევრის - გიორგი სიორიძის მიერ. ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრია მეგი კობახიძე, რომელიც არის ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ წევრის, ანა კობახიძის და და რომელსაც სტრატეგია აღმაშენებლის სასარგებლოდ უფიქსირდება 2998 ლარის შემოწირულობა. თენგიზ თევზაძეს უფიქსირდება პოლიტიკური პარტია „ახალის“ სასარგებლოდ 10 000 ლარის შეწირვა, ხოლო გიორგი სიორიძეს შესაბამისად პარტია „ლელოსთვის“ 3680 ლარის შემოწირულობა. უფრო მეტიც, ეს ორგანიზაცია „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“ დაფუძნებულია ცესკოში „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ წევრის, ანა კობახიძის იურიდიულ მისამართზე. აღსანიშნავია, რომ „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფისა“ და ორგანიზაცია „12 სართული ევროკავშირისთვის“ მიერ დაორგანიზებულია პლატფორმა „ხმის გუშაგი“, რომელსაც გაცხადებული აქვს არჩევნებზე ნეიტრალური დაკვირვების განხორციელება; თუმცა, როდესაც იკვეთება კრებსით ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პირების ინტერესი, აქ ნეიტრალიტეტზე საუბარი სრულიად უადგილოა.
2. შემდეგი ორგანიზაცია, რომელიც ე.წ. ნეიტრალურ დამკვირვებლად დარეგისტრირდა ცესკოში არის „საქართველოს მომავლის აკადემია“. მისი დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა ალექსანდრე ზიბზიბაძე, რომელიც პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია და „ფრანკლინის კლუბის“ დამფუძნებელიც. ალექსანდრე ზიბზიბაძე იმავდროულად ორგანიზაცია „საარჩევნო ლაბორატორიას“ დირექტორიცაა, რომელიც ასევე დარეგისტრირდა არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით. ორივე ხსენებულ ორგანიზაციაში მმართველი საბჭოს წევრია მარია დარჩიევი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდა“ ასევე დარეგისტრირდა დამკვირვებელ ორგანიზაციად ცესკოში. სამივე ეს ორგანიზაცია იმყოფება კოალიციაში ნინო ლომჯარიასთან და ეკა გიგაურთან სადამკვირვებლო მისიაში „ჩემი ხმა“.
3. „განათლების პროფესიული კავშირი“ ის მორიგი ე.წ. ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც ცესკოში დარეგისტრირდა. აღნიშნული ორგანიზაცია შედგება ცესკოს ყოფილი თანამშრომლებისგან და მას ხელმძღვანელობს აკაკი ხუსკივაძე. ეს უკანასკნელი საზოგადოებას ახსოვს წინა არჩევნებში ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით, ოპოზიციის სასარგებლოდ. ამავდროულად, აკაკი ხუსკივაძე არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი, მას შეწირული აქვს 10000 ლარი. აკაკი ხუსკივაძე ამავდროულად გაერთიანდა ახლადშექმნილ ორგანიზაციაში „დაიცავი არჩევნები“ ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან ერთად, როგორიც ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი, ასევე ცესკოს ყოფილი თანამშრომლები - აკაკი კობალაძე და ვანო ბურდული არიან. სწორედ ეს ადამიანები ტრენინგებს უტარებენ ახალგაზრდებს, რომლებიც გაერთიანებული არიან სხვადასხვა ახლადშექმნილ პლატფორმასა და ორგანიზაციაში ოპოზიციური სუბიექტების მხარდასაჭერად.
4. ცესკოში ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად დარეგისტრირდა „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“, რომელსაც შმაგი ჩოხელი ხელმძღვანელობს. შმაგი ჩოხელი პირად Facebook გვერდზე გამოირჩევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით, განსაკუთრებით აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ფარულავასა და ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის ვასილ ურუშაძის განცხადებებს. შმაგი ჩოხელმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა არაერთი საჯარო განცხადებით, სადაც ის შინაგან საქმეთა ყოფილ, ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასაც ითხოვდა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას, სინამდვილეში კი უშუალო კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან.
აქვე, ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა ერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელმაც კვლევისას ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელია“ (ENEMO), რომლის მთავარი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ყველასთვის ცნობილი, სამართლიანი არჩევნების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი - ელენე ნიჟარაძეა. ეს ის ადამიანია, რომლის ხელმძღვანელობის დროსაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიზანმიმართულად დამალა სწორი ინფორმაცია პარალელური დათვლის შედეგებზე და ოპოზიციას ხელოვნურად შეუქმნა საფუძველი 6 კვირის განმავლობაში ემტკიცებინა, რომ 2020 წლის არჩევნები ვითომ გაყალბდა. ENEMO-ს გუნდის წევრია ანა მიქელაძე, რომელიც ცესკოდან წავიდა საეჭვო ვითარებაში და თავი დაგვამახსოვრა მიხეილ სააკაშვილის ე.წ. „გადარჩენის“ კამპანიაში მონაწილეობით და სოფო ჯაფარიძესთან ხშირი კონტაქტით. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ENEMO-ს ბოლო წლების ყველა აქტივობაში საარჩევნო მიმართულებით ჩართული ჰყავს ნინო რიჟამაძე, როგორც მთავარი ანალიტიკოსი და საერთაშორისო დამკვირვებელი. ნინო რიჟამაძე სამართლიან არჩევნებში მუშაობდა 2011-2022 წლებში, დღეს კი ნინო ლომჯარიას „საქართველოს ევროპული ორბიტის“ წევრია. ნინო რიჟამაძე, ელენე ნიჟარაძე და ანა მიქელაძე არ ერიდებიან ქართული ოცნების საწინააღმდეგო საჯარო პროპაგანდას, რაც მარტივად მათი სოცქსელებიდან ჩანს.
აქვე წარმოგიდგენთ სრულ სიას იდენტიფიცირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულობების თაობაზე.
თქვენ შეგიძლიათ იხილოთ, მაგალითად ბესიკ დონაძე, მე-17 ნომერი, რომელსაც „ევროპული საქართველოსთვის“ 2017-2024 წლებში თითქმის 168 000 ლარი აქვს შეწირული, ან გნებავთ გიორგი ბედინაიშვილი თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელსაც 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ 55 555 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018-2020 წლებში 47000. ან თამარ კაპანაძე „სამოქალაქო ალიანსი განვითარებისთვის“, რომელსაც პაატა ბურჭულაძის პარტიისთვის 60 000 აქვს შეწირული და ასე შემდეგ. მთელი მონაცემებია, რომელიც რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი და ეს ინფორმაცია დეტალურად გადმოგეცემათ.
დასასრულს, წარმოგიდგენთ ერთიან ცხრილს, სადაც კვლევის შედეგად მოპოვებული საჯარო წყაროებით ნათლად ჩანს ცესკოში რეგისტრირებული რომელი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია რომელ პოლიტიკურ სუბიექტთან არის დაკავშირებული.
აშკარაა, რომ ამ ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე წარმოებული მონიტორინგი იქნება მიკერძოებული და არაფერი საერთო ექნება ობიექტურობასთან. ამიტომაც გვსურს, რომ ინფორმაცია ამ ორგანიზაციების შესახებ ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც განახორციელებენ არჩევნებზე დაკვირვებას. მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე ასახოს თავის ანგარიშებში და არ გაითვალისწინოს მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია.
დეტალური ანგარიში ყველა იდენტიფიცირებულ ორგანიზაციაზე შეგიძლიათ იხილოთ „ქართული ოცნების“ Facebook გვერდზე. ამ ანგარიშის ინგლისურენოვანი ვერსია კი ამ დღეებში დაეგზავნება ჩვენს უცხოელ პარტნიორებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ანგარიში იხილეთ ბმულზე
ყველა სიახლე
27 ივნისი 2026, 02:31
მსოფლიო
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის „გამყოფი კედლის“ კონცეფციამ შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან და აბსოლუტურად განცალკევებულნი უნდა დარჩნენ - სინამდვილეში კი, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ და მხარს უჭერენ
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის „გამყოფი კედლის“ კონცეფციამ შესაძლოა მცდარი შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან და აბსოლუტურად განცალკევებულნი უნდა დარჩნენ - სინამდვილეში კი, ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთს აძლიერებენ და მხარს უჭერენ, - ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტში
27 ივნისი 2026, 02:19
მსოფლიო
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის საბოლოო ანგარიშის პროექტი: რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს
რელიგიური თავისუფლების მთავარი საფრთხე თანამედროვე იდეოლოგიაა, რომელიც რელიგიის ჩანაცვლებას ცდილობს, - ნათქვამია პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტში.
27 ივნისი 2026, 02:05
მსოფლიო
The Hill: პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტი მოუწოდებს „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხიდების აშენებისკენ“, რაც აშშ-ის ტრადიციული სამართლებრივი პრინციპის გადახედვას წარმოადგენს
პრეზიდენტ ტრამპის რელიგიური თავისუფლების კომისიის მიერ პარასკევს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის პროექტი მოუწოდებს „ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ხიდების აშენებისკენ“, რაც აშშ-ის ტრადიციული სამართლებრივი პრინციპის გადახედვას წარმოადგენს, - წერს გამოცემა The Hill-ი.
27 ივნისი 2026, 01:56
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) დაადასტურა, რომ ირანის მიერ კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ირანის სამხედრო ობიექტების მიმართულებით ოპერაცია ჩაატარეს.
27 ივნისი 2026, 00:11
მსოფლიო
ევროკომისიის სპიკერი: ევროკავშირი მზად არის, მყისიერი ზომები მიიღოს, თუ დონალდ ტრამპი ციფრული მომსახურების გადასახადის გამო ევროკავშირის ქვეყნებს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს
ევროკავშირი მზად არის, მყისიერი ზომები მიიღოს, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაპირებას შეასრულებს და ციფრული მომსახურების გადასახადის გამო ევროკავშირის ქვეყნებს 100-პროცენტიან ტარიფებს დაუწესებს.
26 ივნისი 2026, 23:37
საზოგადოება
პატრიარქი: ყველა ძალიან დაგვამწუხრა ინგუშეთში მომხდარმა ტრაგედიამ. ხიზირის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შეძრა - მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა. გვჯერა, ხიზირის თავდადებული საქციელი და ნათელი ხსოვნა მრავალი ადამიანის გულში დარჩება მოყვასის სიყვარულისა და თავგანწირვის გამორჩეულ მაგალითად
„პატარა ხიზირმა მეგობრის გადასარჩენად გაიღო სიცოცხლე და იქცა ნამდვილი ვაჟკაცობისა და გმირობის ნიმუშად. ამ საერთო ტკივილმა ჩვენი გულები გააერთიანა და, მწუხარებასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა ძალა აქვს ადამიანთა თანადგომას და ერთობას“.
26 ივნისი 2026, 23:25
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია გარკვეული სამხედრო შესაძლებლობები, თუმცა - უმნიშვნელო
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ამჟამინდელი სამხედრო მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა აღიარა, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების მიუხედავად, თეირანს „გარკვეული“ სამხედრო შესაძლებლობები კვლავ შენარჩუნებული აქვს.
26 ივნისი 2026, 23:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.
26 ივნისი 2026, 23:10
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან და ჩარევებისგან დაიცვას
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას უცხოური გავლენებისა და ჩარევებისგან სახელმწიფოს დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც აძლიერებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც აღნიშნულ სფეროს არეგულირებს.
26 ივნისი 2026, 23:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში მედიასთან საუბრისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობა და დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობა იყო, განხილულიყო საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობა, ასევე საქართველოს როლი და წვლილი მის ფარგლებში.
26 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.
26 ივნისი 2026, 22:27
მსოფლიო
The Times of Israel: ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისრაელის თავდაცვითი ძალები სამხრეთ ლიბანიდან ნაწილობრივ გასვლას დაიწყებენ
ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისრაელის თავდაცვითი ძალები სამხრეთ ლიბანიდან ნაწილობრივ გასვლას დაიწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
26 ივნისი 2026, 22:12
მსოფლიო
„ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, ცდილობს თუ არა უცხოური მთავრობა აშშ-ში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას“ - სენატორები მხარს უჭერენ უცხოური გავლენის წინააღმდეგ ორპარტიულ შეთანხმებას
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა ორპარტიული კანონპროექტი, სახელწოდებით „მოწინააღმდეგის გავლენის, დეზინფორმაციისა და დაფარული უცხოური დაფინანსების აღკვეთის შესახებ“.
26 ივნისი 2026, 21:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება.
26 ივნისი 2026, 21:34
მსოფლიო
გაერო ვენესუელაში ჰუმანიტარულ კატასტროფაზე: ეს არის უკიდურესად რთული სამაშველო ოპერაცია, 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება და 500-ზე მეტი გარდაცვლილია - ნანგრევების გაწმენდა და ძიება კოლოსალურ ამოცანას წარმოადგენს
ვენესუელაში მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფა გრძელდება. გაეროს ჰუმანიტარული დახმარების ხელმძღვანელის, ტომ ფლეტჩერის განცხადებით, ამ დროისთვის 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.
26 ივნისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის ღონისძიებები გრძელდება.
26 ივნისი 2026, 21:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა
დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
26 ივნისი 2026, 21:12
რეგიონი
მრავალფეროვანი კერძები, ადგილობრივი პროდუქცია და გასტრონომიული ტრადიციები - გემოფესტი იმერეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იმერეთში ყველაზე გემრიელი ფესტივალი უკვე მეოთხედ იმართება. „გემოფესტმა“ წელსაც გააერთიანა კულინარიის მოყვარულები, მეწარმეები და შეფ-მზარეულები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
26 ივნისი 2026, 21:10
პოლიტიკა
ფინანსური სანქციები საჯარო სივრცეში შეურაცხყოფისთვის - მორიგი პროცესები სასამართლოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პროცესები თელავში, ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართა.
26 ივნისი 2026, 21:07
პოლიტიკა
ვინ და რატომ აზიანებს მიზანმიმართულად საპარკო ინფრასტრუქტურას თბილისში - დედაქალაქის მერის მოწოდება მოსახლეობას. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები თითქმის ყოველდღიურად ხდება და დაზიანებული ინფრასტრუქტურა ხშირად ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.


