imedi /  13 ნოემბერი 2017, 14:21 / სანდო წყარო

პრემიერმინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლას სთავაზობს

ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავა

პრემიერმინისტრი განათლების ყოფილ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას დიპლომატიურ სამსახურში გადასვლას სთავაზობს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ორ ახალ წევრთან, მამუკა ბახტაძესთან და მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრისას განაცხადა. 

„სანდრო შესაძლოა დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ადამიანები, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხო, მათი გუნდის წევრებად ისევ რჩებიან. პრემიერის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრის პოსტზე თსუ-ს პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა ჩაანაცვლა. 

სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სამუშაო შეხვედრები მთავრობის კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისში.

ყველა სიახლე

22 აპრილი 2026, 17:09

სამართალი

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლის დავალებით, თანხის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ხასიათის ინფორმაციას აგროვებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

ჟორდან ბარდელა

22 აპრილი 2026, 16:53

მსოფლიო

ჟორდან ბარდელა: ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკავშირი ევროპული არქიტექტურის საწყისი იდეის ღალატს განასახიერებს

ფრანგი ევროპარლამენტარი და პარტია „ეროვნული ასამბლეის“ ლიდერი, ჟორდან ბარდელა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს.

22 აპრილი 2026, 16:52

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ავიაკომპანია Condor-ის მიერ კვირაში 7 სიხშირით თბილისი - ფრანკფურტის რეისის შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და ტურისტული ნაკადების ზრდას

„მიმდინარე წლის 15 ივნისიდან კიდევ ერთი გერმანული ავიაკომპანია შემოდის საქართველოს საავიაციო ბაზარზე - ავიაკომპანია Condor-ი კვირაში 7 სიხშირით შეასრულებს ფრენებს ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის მიმართულებით. გერმანია და ზოგადად, ევროპული მიმართულებები ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ვმუშაობთ მათი განვითარების კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

22 აპრილი 2026, 16:47

საზოგადოება

სასაზღვრო ავიაციას 27 წელი შეუსრულდა

22 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციას 27 წელი შეუსრულდა.

22 აპრილი 2026, 16:46

სამართალი

პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.

22 აპრილი 2026, 16:39

რეგიონი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ინდოეთის საერთაშორისო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Gokulam Movies-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ინდოეთის საერთაშორისო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „გოკულამ მუვიზ“-ის (Gokulam Movies) წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 16:37

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ზე: ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით

ჩვენთვის ეს საერთაშორისო ორგანიზაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან თავად საქართველოს აქვს უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები ოკუპაციის თვალსაზრისით, - განაცხადა ეუთო-სთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

22 აპრილი 2026, 16:37

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ისევ აქტუალურია. მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მედიასთან გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. მის თანახმად, უნგრეთმა ბავშვებისთვის ლგბტ პროპაგანდის წვდომაზე აკრძალვით დაარღვია ევროკავშირის წევრებისთვის დადგენილი საერთო წესი. ხუნდაძის აზრით, აღნიშნული ამტკიცებს, რომ ლგბტ პროპაგანდა ბრიუსელისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 16:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს

მადლობელი ვარ, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რაზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორეს მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე წარდგენა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ის საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, ვიცე-პრემიერის მოვალეობასაც შეასრულებს.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 16:34

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის განცხადებაზე: თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში

თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

22 აპრილი 2026, 16:33

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ეუთო-ს მომავალი წლისთვის საქართველოს თავმჯდომარეობა შევთავაზეთ. მომავალი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას

საქართველომ ეს განაცხადი უკვე გააკეთა, ჩვენ ეუთო-ს შევთავაზეთ საქართველოს თავმჯდომარეობა მომავალი წლისთვის, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 აპრილი 2026, 16:28

მსოფლიო

Bloomberg: ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისია თურქეთთან დაძაბულობის შემსუბუქებას ცდილობს.

რიკარდ იოზვიაკი

22 აპრილი 2026, 16:16

მსოფლიო

რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირმა სანქციების მე-20 პაკეტიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვაზე დაწესებული შეზღუდვა ამოიღო

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებამდე სიიდან ზღვით რუსული ნავთობის გადაზიდვის აკრძალვის პუნქტი ამოიღო.

22 აპრილი 2026, 15:58

მსოფლიო

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 15:44

საზოგადოება

გლდანის რაიონში თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო წელს კიდევ ერთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს - გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩის N13-ში, თბილისის N14 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

22 აპრილი 2026, 15:31

საზოგადოება

დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 100-მდე ლიფტი განახლდა, წლის ბოლომდე კი დამატებით 600-მდე ამორტიზებული ლიფტი შეკეთდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

22 აპრილი 2026, 15:31

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საქმიანობა შეუჩერეს. ინდივიდუალური მეწარმე გ. მ. (მის: გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმინობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა დაამტკიცეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაამტკიცეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

22 აპრილი 2026, 15:24

პოლიტიკა

შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

22 აპრილი 2026, 15:15

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრა გამართა.