დავით გალუაშვილი: თუ გიორგი ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, როგორ შეეძლო დაემალა ასეთი „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის
დავით გალუაშვილი
ფოტო: არქივი
გავეცანი „TV პირველზე“ გასულ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათის" ანონსს, სადაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს გარკვეულ ციფრებზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს „მითვისებული“ აქვს ბიუჯეტიდან 400 მილიონი აშშ დოლარი და მიანიშნებს, რომ თითქოს ბატონი ბიძინა პოლიტიკურ და ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული (პოლიტიკურ თემებზე მე არ გავაკეთებ კომენტარს), - ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალური დირექტორის, დავით გალუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
როგორც გალუაშვილი აცხადებს, მას ებადება ეჭვები, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზება და იკვეთება პოლიტიკური ნიშნები. ის სვამს კითხვას, თუ გიორგი ბაჩიაშვილისთვის სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტის შესახებ იყო ცნობილი, რატომ დამალა ამ ხნის განმავლობაში და მხოლოდ არჩევნების წინ რატომ გაამჟღავნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პასუხისთვის დრო აღარ რჩება.
„რადგან გიორგი ბაჩიაშვილი გახლდათ იმ კომპანიის მენეჯერი და მთავარი ფინანსისტი, რომელ კომპანიასაც დღეს მე ვხელმძღვანელობ, არ შემიძლია დავტოვო კომენტარის გარეშე ანონსში გაჟღერებული საკითხები. პირველ რიგში აქცენტს გავაკეთებ იმ ფაქტზე, რომ თუ ბაჩიაშვილისთვის ცნობილი იყო სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი, რატომ აცხადებს აღნიშნულის შესახებ ახლა, ზუსტად არჩევნების წინა ღამეს, როდესაც არ რჩება დრო პასუხისათვის ბატონი ბიძინას მხრიდან. როგორ შეეძლო ბაჩიაშვილს დაემალა ასეთი ტიპის „დანაშაული“ და მხოლოდ არჩევნების წინ გაემჟღავნებინა ის. მებადება ბევრი ეჭვი, რომ ბაჩიაშვილის მხრიდან ხდება თემების პოლიტიზება და აშკარად იკვეთება პოლიტიკური ნიშნები. სწორედ ამ განცხადების საფუძველზე, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გიორგი ბაჩიაშვილის მენეჯერული საქმიანობის შესახებ, როდესაც ის მართავდა თანაინვესტირების ფონდს. იმ ხუთ საინვესტიციო პროექტში, სადაც თავად ბაჩიაშვილი იღებდა გადაწყვეტილებას პროექტის შეძენის და შემდგომი მართვის კუთხითაც, და ზუსტად ვიცი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებაში ინვესტორი არ ჩარეულა, 12 წლის წინ 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტია ინვესტირებული. საზოგადოებისთვის ადვილი გასაგები რომ იყოს, პროექტში ჩადებული ინვესტიციიდან ინვესტორი ჩადებული თანხის გაორმაგებას ელოდება 5-10 წლის განმავლობაში, გააჩნია სახელმწიფოში როგორი ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობაა. საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული ვადა საშუალოდ 6-8 წელიწადია. დარწმუნებული ვარ დამეთანხმებიან ფინანსურ წრეებში მოღვაწე ადამიანები. შესაბამისად, მარტივი გამოსათვლელია, რომ 12 წლის წინ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულება დღეს უნდა აღწევდეს დაახლოებით 900 მილიონ აშშ დოლარს, თუმცა, პროექტების დღევანდელი ღირებულება ისევ 300 მილიონი აშშ დოლარია! ანუ ზუსტად იმდენი, რაც 12 წლის წინ! აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი ბატონი ბიძინა ივანიშვილის „მაქინაციებზე“ მიანიშნებს, უნდა აღვნიშნო, რომ ზ/ა პროექტებიდან ერთ-ერთი, „მტკვარი ჰესი“, რომელსაც თავიდან ბოლომდე ბაჩიაშვილი მართავდა, დაგეგმილ ბიუჯეტზე გადახარჯულმა თანხამ 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა! შევახსენებ საზოგადოებას, რომ სწორედ ამ საქმეს პროკურატურა იძიებს და გიორგი ბაჩიაშვილი დღესაც გამოძიების ქვეშაა. მე ვერაფერს ვიტყვი ბიტკოინების საქმის შესახებ, გარდა იმისა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, როდესაც ბაჩიაშვილმა ბატონ ბიძინას კუთვნილი ბიტკოინები მიითვისა და საქმე სასამართლოშია. სწორედ ამ დროს, არჩევნების წინა ღამეს, გამოდის ბაჩიაშვილი და აკეთებს ასეთი ცილისმწამებლურ განცხადებებს“, - აღნიშნულია დავით გალუაშვილის განცხადებაში.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ ლევილში დააფუძნა ეროვნული კერა, რომელიც გახდა ქართული სახელმწიფოებრიობის, თავისუფლებისა და ეროვნული იდეის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში, აქ ცოცხლობდა პირველი რესპუბლიკის ხსოვნა, აქ ინახებოდა ჩვენი უახლესი ისტორია და ურყევი რწმენა იმისა, რომ საქართველო ერთხელაც აუცილებლად დაიბრუნებდა თავისუფლებას
დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მართლაც ძალიან ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული დღეა. სივრცეს, სადაც ახლა ვიმყოფებით, ქართველი ერის მეხსიერებაში სრულიად გამორჩეული ადგილი უკავია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 17:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა
ლევილის ქართული მამული საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული მჭიდრო ისტორიული კავშირების სიმბოლოცაა, მჯერა, ორი ქვეყნის ნაყოფიერი პარტნიორობით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი დიალოგისა და თანამშრომლობის ახალ პლატფორმად იქცევა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
26 სექტემბერი 2026, 17:04
საზოგადოება
საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ღონისძიება იმართება
საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ღონისძიება იმართება.
26 სექტემბერი 2026, 16:43
მსოფლიო
The Guardian: კიევი ფრონტისპირა ქალაქად იქცა
The Guardian-ი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა უკრაინის დედაქალაქში იმოგზაურა და გახშირებული რუსული თავდასხმების ფონზე დაასკვნა, რომ კიევი სულ უფრო ემსგავსება ფრონტისპირა ქალაქს.
26 სექტემბერი 2026, 16:25
მსოფლიო
The Washington Post: 14 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინის მიწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გააუქმოს
აშშ-ის სენატის ორივე პარტიის 14-მა წევრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ მიიწვიოს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 16:11
მსოფლიო
BBC: ჰაკერებმა FBI-ის ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში
ჰაკერებმა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ათასობით სპეციალური აგენტის კონფიდენციალური სამედიცინო მონაცემები ჩაიგდეს ხელში. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 15:42
კულტურა
ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „თანაარსებობა“ - თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობის პირველი გამოფენა გაიმართა
ღონისძიება ახალგაზრდა და დამოუკიდებელ ხელოვანებს, გალერეებს, კოლექციონერებს, კულტურის ინსტიტუციებსა და ხელოვნების სფეროს საერთაშორისო პროფესიონალებს აერთიანებს.
26 სექტემბერი 2026, 15:31
საზოგადოება
ზაქარია მხარგრძელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
სამგორის რაიონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, მოეწყო ტროტუარები და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის ჯამური ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
26 სექტემბერი 2026, 15:22
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთარ ონიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა
საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 9 000 კვ.მ. ფართობზე დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი, ასევე, მოეწყო ბორდიურები. საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას გამოიცვალა გაზის მილიც. ქუჩაზე სხვლა-ფორმირება ჩაუტარდა ხეებს. პროექტის დასრულების შემდეგ, ონიაშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება, რაც აქამდე, პროექტის მიმდინარეობის გამო, შეზღუდული იყო.
26 სექტემბერი 2026, 15:17
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერით ლენტეხის სპორტულ სკოლებს სპორტული ინვენტარი გადაეცათ
ღონისძიებას ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი, ტიტულოვანი სპორტსმენი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი და ლენტეხის მერი, გიორგი გაზდელიანი ესწრებოდნენ.
26 სექტემბერი 2026, 15:14
სპორტი
კახა კალაძე: ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება - სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!
თბილისის მერი ვილი სანიოლის მადლობას უხდის. კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანიოლიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა.
26 სექტემბერი 2026, 15:10
სპორტი
27-30 სექტემბერს თბილისი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს - WTT Youth Contender Tbilisi 2026 უმასპინძლებს
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისი მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის საერთაშორისო ტურნირს - WTT Youth Contender Tbilisi 2026 უმასპინძლებს.
26 სექტემბერი 2026, 14:58
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს. ვნახოთ, ახლა მაინც თუ აღმოჩნდება ALDE მის მიერვე ქაღალდზე დეკლარირებული ღირებულებების ერთგული და გაემიჯნება ქსენოფობიას
ცოტა ხნის წინ ALDE-მ არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ გამიჯვნოდა ლელოს ტერორისტ თანაგუნდელს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
26 სექტემბერი 2026, 14:55
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სამარცხვინოცაა, როდესაც რომელიმე ქვეყანა ეძახის გიგაურისნაირ აგენტებს თავის ქვეყანაში, რომ თითქოს, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით უნდა ილაპარაკონ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში ამ როლში საფრანგეთი აღმოჩნდა
ძალიან კარგია, რომ „ნაცები“ ერთმნეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა სააკაშვილი პოლიტპატიმრების სიაში აღარ შეიყვანეს, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეკა გიგაურის მიერ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოეხსენიების საკითხს.
26 სექტემბერი 2026, 14:50
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ წლის ბოლომდე ჩინეთის ლიდერს კიდევ ორჯერ შეხვდება
ვაშინგტონში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ვიზიტის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წელს ჩინელ კოლეგასთან კიდევ ორ შეხვედრას გამართავს.
26 სექტემბერი 2026, 14:36
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ ირანში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობს
შეერთებულმა შტატებმა უნდა აჩვენოს, რომ ირანში ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლას არ ცდილობს, განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა CBS News-თან ინტერვიუში.
26 სექტემბერი 2026, 14:20
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა - კიევზე იერიშები მეორე დღეა, გრძელდება
რუსეთის თავდასხმებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 45 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 14:16
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი: პაატა ბურჭულაძესთან თუ ვინმეს კავშირი გაქვთ, გადაეცით, რომ სრულიად უპასუხისმგებლო, დელუზიურ, პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვად ვთვლით. იკმაროს, რაც დააშავა
თამარ ჩერგოლეიშვილი, პაატა ბურჭულაძეს უპასუხისმგებლო და პოლიტიკური პროცესის უმეცარ ბრიყვს უწოდებს, რომელმაც უნდა იკმაროს რაც დააშავა. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში მსჯავრდებულმა ბურჭულაძემ ციხიდან დაწერა, რომ გასული წლის 4 ოქტომბერს, მათი ქმედებებით ხელისუფლების გადარჩევა შეძლეს.
26 სექტემბერი 2026, 14:14
საზოგადოება
ლევილის მამულის ახალი სიცოცხლე - რეაბილიტირებული ქართველთა მამული დღეს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
10-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულდა და ლევილის ქართველთა მამული დღეს ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრი.
26 სექტემბერი 2026, 13:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ერთი წარუმატებელი მატჩის ან თუნდაც, წარუმატებლობის სისტემური ტენდენციის გამო, მთელი ქვეყნისთვის „უკურნებელი დიაგნოზის“ გამოტანა განსხვავებული რეალობების შეგნებულად ერთმანეთში არევას ნიშნავს
ახალგაზრდული გარემო არაა მხოლოდ ფეხბურთი, უნივერსიტეტი და პოლიტიკა. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა საკუთარი საქმე იპოვოს: ხელოვანმა გამოფინოს საკუთარი ნამუშევარი, მწერალი შეხვდეს სხვა ქვეყნების ავტორებს, სპორტსმენი საერთაშორისო ყინულზე გამოვიდეს, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.


